"ახლაც ვერ მივმხვდარვარ, როგორ მოვახერხე მალტელის დარტყმული ბურთის მოგერიება"

საქართველოს ნაკრებისა და მახაჩ ყალის "ანჟის" მეკარეს ნუკრი რევიშვილს ინტერნეტსაიტი dagstadion.narod.ru და კლუბის ფანკლუბის წევრები გაესაუბრნენ. რევიშვილმა მახაჩყალურ კლუბსა და საქართველოს ნაკრებში თავის კარიერაზე ისაუბრა. საუბარს შემოკლებით გთავაზობთ.

- საქართველოს ნაკრების ბოლო თამაშებში კარგად ითამაშე.

- დიახ, ბოლოსდაბოლოს საქართველოში ყველაფერში ნაკრების მეკარეს არ ადანაშაულებენ (იღიმის). შეწყდა საუბარი იმის სესახებ, რომ გერმანელი მეკარის ნატურალიზება იყო საჭირო, რათა მას საქართველოს ნაკრებში ეთამაშა. რამდენიმე ხნის წინ ეს საკითხი სერიოზულად განიხილებოდა. ამჟამად, ნაკრების ახალი თავკაცის თემურ ქეცბაიას მხრიდან ნდობა ვიგრძენი და თავისუფლად და თავდაჯერებულად ავთამაშდი. ასეა ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელის შემთხვევაშიც. გუნდის დაცვა ბევრად უფრო უკეთესად ათამაშდა და დიდწილად ამის დამსახურებაა ის, რომ ბოლო თამაშებში ცოტა გოლს ვუშვებთ. უახლოესი ამხანაგური მატჩისთვის ქეცბაიამ სხვებთან ერთად გოჩა ხოჯავა და ოთარ მარცვალაძეც გამოიძახა. მოგეხსენებათ, შესარჩევი ციკლის მატჩებში ახალი ფეხბურთელების გამოცდა სარისკო იქნებოდა.

- ნაკრების რომელი თამაში დაგამახსოვრდა შენი მონაწილეობით ყველაზე მეტად?

- ამასწინდელი მატჩი მალტის ნაკრებთან. შინ, 60 ათასი მაყურებლის თვალწინ ვთამაშობდით და ძალიან მწყდებოდა გული, რომ გამარჯვებას ვერ ვახერხებდით. არადა, 90 წუთის მანძილზე ვუტევდით, ანგარიში კი 0:0 იყო. საბედნიეროდ, 92-ე წუთზე დავით სირაძემ გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა. ასე ცხოვრებაში არცერთი გოლი არ გამხარებია.

- რომელი აღებული ბურთი გახსოვს ყველაზე მეტად?

- იმავე მატჩში მალტასთან. მატჩის დასასრულს მალტელი ფეხბურთელი ჩემთან პირისპირ - ერთი-ერთზე დარჩა. ახლაც ვერ მივმხვდარვარ, როგორ მოვახერხე მის მიერ დარტყმული ბურთის მოგერიება. საპასუხო შეტევაში გოლიც გავიტანეთ. ასე, რომ ეს ეპიზოდი გარდამტეხი აღმოჩნდა მატჩში.

- რატომაა, რომ საქართველოს ნაკრები სუსტად თამაშობს, მაშინ როცა, მისი ძირითადი ფეხბურთელები ევროპის წამყვანი ჩემპიონატების ძლიერ კლუბებში გამოდიან? ერთიანობა არ გყოფნით, თუ კარგი მწვრთნელი გაკლიათ?

- ეს კითხვა დიდი ხნის მანძილზე აწუხებდათ ქართველ გულშემატკივრებსა თუ საფეხბურთო წრეებს. ამჟამად გუნდში, პირველად დიდი ხნის განმავლობაში, ერთიანობა გაჩნდა. ჩვენ ისე ვთამაშობთ, როგორც ერთიანი გუნდი. ვფიქრობ, ეს დადებითი მომენტი ქეცბაიასგან მოდის. გამოჩნდა შედეგიც. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ნაკრები წინანდელს სიძლიერით ვერ შეედრება, ადრე ოთხი ტურის შემდეგ ჯგუფიდან გასვლის შანსი არასდროს გვქონია, ახლა კი ამ შანსს ვინარჩუნებთ. ეს გუნდის აშკარა პროგრესზე მეტყველებს.

მომზადებულია dagstadion.narod.ru-ს მიხედვით

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა