გიორგი ნავალოვსკი: ”თუ სათამაშო ოსტატობაზე ვისაუბრებთ, მაშინ გატუზომდე ბევრი მიკლია”
გასულ ზაფხულს ნიჟნი ნოვგოროდის ”ვოლგაში” მცველი გიორგი ნავალოვსკი გამოჩნდა. ”ვოლგელთა” მწვრთნელი ომარ თეთრაძე ქართველ ლეგიონერს მახაჭყალის ”ანჟიში” მუშაობის პერიოდიდან კარგად იცნობდა. შეუდრეკელობისა და გარეგნული მსგავსების გამო გიორგი მაშინვე ნიჟნინოვგოროდელ გატუზოდ მონათლეს.

- ბაქოს ”ინტერში” არენდის წესით ვთამაშობდი. სეზონი ის იყო დავამთავრეთ, რომ ომარ თეთრაძისგან წინადადება მივიღე, რომელსაც მაშინვე დავეთანხმე. ჩამოვედი და ერთი თვის განმავლობაში ახალ გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი. ძალიან მომეწონა ის ატმოსფერო, რომელიც ნოვგოროდულ გუნდში სუფევდა. როდესაც ”ვოლგის” და ”ანჟის” ხელმძღვანელები ჩემ გადასვლაზე შეთანხმდნენ, კონტრაქტს ხელი მოვაწერე.

- ახალ გუნდს მალე შეეწყვეთ?

- დრო პრაქტიკულად არ დამჭირვებია. საქმე ისაა, რომ ოთარ მარცვალაძესთან, ედიკ საჯაიასთან და გოჩა ხოჯავასთან ერთად ”ანჟიშიც” ვთამაშობდი. სხვა ფეხბურთელებს კი, როგორც მეტოქეებს, მოედანზე შევხვედრივარ. ახლა კი ყველანი ერთ საქმეს ვაკეთებთ. თავი თავიდანვე კომფორტულად ვიგრძენი. ამასთან ”ვოლგას” შესანიშნავი გულშემატკივრები ჰყავს. რუსებიც და ნიჟნი ნოვგოროდის ქართული დიასპორის წარმომადგენლებიც სულით და გულით გვგულშემატკივრობენ.

- გულშემატკივრებმა მაშინვე გატუზო შეგარქვეს...

- ჯერ კიდევ მაშინ, როცა საქართველოში ვთამაშობდი და მინდორზე წვერით გავდიოდი, მეუბნებოდნენ, რომ გატუზოს ვგავდი. იტალიელ ფეხბურთელთან გარეგნული მსგავსების გამო აქაც ასე მეძახიან. თუ სათამაშო ოსტატობაზე ვისაუბრებთ, მაშინ გატუზომდე ბევრი მიკლია.

- როდის უფრო ძნელი იყო პრემიერლიგაში გადასვლა - შარშან, როდესაც ”ანჟიში” თამაშობდით, თუ ახლა?

- შარშან უფრო ადვილი იყო. სეზონი პირველ ადგილზე დავასრულეთ და ვლადიკავკაზის ”ალანია” 5 ქულით ჩამოვიტოვეთ. ოსები მესამეზე გავიდნენ. ამჟამად კი, პრემიერლიგის საგზურის ბედი ბოლო ტურებში გადაწყდა.

მომზადებულია www.sovsport.ru-ს მიხედვით

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"