სან პაულო-კორინთიანსი 1:2
ლიბერტადორესის თასის, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის და სან პაულოს შტატის ჩემპიონატის შემდეგ "კორინთიანსი" კიდევ ერთი ტიტულის მოპოვებასთან არის ახლოს. ამჯერად ტიტეს შეგირდები რეკოპა სუდამერიკანას, ანუ სამხრეთ ამერიკის სუპერთასის მოგებას ეშურებიან. ისევე, როგორც ევროპაში, აქაც ერთმანეთს ორი მთავარი საკლუბო ტურნირის, ლიბერტადორესის თასის და კოპა სუდამერიკანას, გამარჯვებულები ხვდებიან.

პირველი შეხვედრა "მორუმბიზე", "სან პაულოს" საშინაო არენაზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. ანგარიში 30-ე წუთზე ხოსე პაოლო გერერომ გახსნა და "ტიმაო" დააწინაურა. პირველ ნახევარში მეტი საინტერესო არაფერი მომხდარა. აი, მეორე ტაიმმა სტუმართა უპირატესობით ჩაიარა, მაგრამ საწყის წუთებში გოლის გატანა მასპინძლებმა შეძლეს. თავი ალოიზიომ გამოიჩინა, რომელიც მინდორზე, პასიური განსოს ნაცვლად, რამდენიმე წამის შემოსული იყო.

ამის შემდეგ უპირატესობა მთლიანად "კორინთიანსის" მხარეს გადავიდა და 76-ე წუთზე ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა. გამარჯვების მომტანი გოლის გატანა კიდევ ერთმა ცვლილებაზე შემოსულმა ფეხბურთელმა, რენატო აუგუსტომ შეძლო - ლევერკუზენის "ბაიერის" ყოფილმა მოთამაშემ ფაბიო სანტოსის გადაცემით ისარგებლა და როჟერიო სენის კარი დალაშქრა.

ფაბიო სანტოსმა თავი არა მარტო საგოლე გადაცემით, არამედ დაცვითი ფუნციების შესრულების დროსაც გამოიჩინა, როდესაც მატჩის დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე საკუთარი გუნდი გოლისგან იხსნა და ალოიზიოს დარტყმული კარის ხაზიდან გამოიტანა. საბოლოოდ, 1:2 და საპასუხო მატჩის წინ, რომელიც "პაკაემბუზე" 17 ივლისს უნდა გაიმართოს, "კორინთიანსი" წყვილის ფავორიტად იქცა.

"სამწუხაროა, რომ ამდენი მომენტი ვარ გამოვიყენეთ და უფრო დიდი ანგარიშით ვერ მოვიგეთ. გამარჯვება, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ახლა უფრო მნიშვნელოვანია, რომ საპასუხო შეხვედრაშიც ასევე კარგად ვითამაშოთ," - განაცხადა "კორინთიანსის" მცველმა პაულო ანდრემ.

ისე, საინტერესოა, რომ ეს ამ გუნდების საიუბილეო, 250-ე დაპირისპირება იყო და "კორინთიანსმა" 89-ე გამარჯვება მოიპოვა. 82 შეხვედრა ფრედ დასრულდა, "სან პაულოს" ანგარიშზე კი 79 მოგებაა.

სან პაულო-კორინთიანსი 1:2

გოლები: 0:1 გერერო (30), 1:1 ალოიზიო (46), 1:2 რენატო აუგუსტო (79)

სან პაულო (4-4-2): როჟერიო სენი - დუგლასი (46. ველინგტონი), ლუსიო, რაფაელ ტოლოი, ჟუანი - ჟადსონი, როდრიგო კაიო, დენილსონი (80. ლუკას ევანგელისტა), განსო (46. ალოიზიო) - ოსვალდო, ლუიშ ფაბიანო

კორინთიანსი (4-2-3-1): კასიო - ედენილსონი, ჟილი, პაულო ანდრე, ფაბიო სანტოსი - რალფი, გილერმე - რომარინიო, დანილო (29. დუგლასი, 53. რენატო აუგუსტო), ემერსონ შეიკი (82. იბსონი) - გერერო

გაფრთხილება: განსო, ჟადსონი, ჟუანი, ველინგტონი - რალფი, ემერსონ შეიკი, რენატო აუგუსტო, გერერო

მაყურებელი: 31 691

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
ჩრდილოირლანდიელთა მწვრთნელს "ჯვაროსნების" შიში არ აქვს და თბილისში ოთხი თინეიჯერი მოჰყავს
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
"ოქროს ბურთის" ფავორიტი? მაშინ ოლისე მიმაჩნდა, მაგრამ..." - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?
"ჩაკვეს" დღე და "ქოჩორა" "ბარსასთან" - "კვარა" კვირას - ნაკრებამდე
"ფიქრი საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო" - ცარუკიანი თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა
მემფის დეპაი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
ᓑᓠᓐᓖᓘᓚᓘᓐ. ᓡᓔᕠᓘᓐ A. V ᓢᕣᓠᓘ: ᓡᓐᕘᓜᓢᓔᓠᓔᓡᓝ ᕛᓐᓢᓩᓔᓑᓘ
"ბაბუების" შესანიშნავი შვიდეული: ძანეტი, ტოტი, დელ პიერო და სხვები
"ასეთ მაგარ წინადადებაზე თქვა უარი" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი მარიო რუიზე
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
ბრაზილია. სერია A. XVI ტური: "კრუზეიროს" სატიტულო კრუიზი
რეკოპა სუდამერიკანა: "კორინთიანსის" ჰეთ თრიქი
ᓙᓐᓙᓐᓛ "ᓡᓐᓜ ᓞᓐᓣᓚᓝᓡ" ᓡᓐᓓᓔᓑᓘᓣᓢᓝ ᓨᓔᓮᓕᓔᓓᓠᓐᓨᓘ ᓒᓝᓚᓘ ᓒᓐᓘᓢᓐნᓐ [VIDEO]
ოფიციალურად: ჯესი ლინგარდი ფეხბურთელს დაუბრუნდა და ბრაზილიურ გუნდში ჩაირიცხა
ბრაზილია. სერია A. XXVIII ტური: ლიდერი დერბიში დამარცხდა
პსჟ-ის კაპიტანი მშობლიურ გუნდში - მარკინიომა თავისი გეგმები გაამხილა
დიდი ტრაგედია კოპა ლიბერტადორესის მატჩის შემდეგ - "ნასიონალის" ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაყვანიდან ოთხი დღის მერე გარდაიცვალა [VIDEO]
ჯესი ლინგარდი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
"კორინთიანსში" არასდროს ვითამაშებ" - ნეიმარმა მიზეზი განმარტა
ბრაზილია. სერია A. XXXI ტური: უცნაური შეხვედრები და თითქმის განაღდებული ტიტული
"სიტის" მეკარე ედერსონი: ფეხბურთის თამაშის დაწყებიდან, ის ჩემი კერპი იყო
ბრაზილია. სერია A. VI ტური: "ბოტაფოგო" კლარენს ზეედორფმა გაალიდერა
კაზემირომ შესაძლოა, კარიერა პრემიერ ლიგაში განაგრძოს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა