ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა სლოვაკეთის "ჟილინასთან" (0:3) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა
4 ივლისის ქუთაისში "ტორპედომ" სლოვაკეთის "ჟილინასთან" ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გამართა და ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა ჟერარდ სარაგოსამ კომენტარი გააკეთა.

- დღევანდელ მატჩში ორი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ. მატჩის პირველ ნახევარში თანაბარი თამაში იყო, გოლის შემდეგ კი სადავეები ხელიდან გავუშვით.

"ჟილინამ", უმთავრესად, გამოცდილებით გვაჯობა. ამ გუნდში 6 ისეთი ფეხბურთელი თამაშობდა, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგაზე "ჩელსისა" და "მარსელის" წინააღმდეგ აქვთ თამაშები ჩატარებული.

ჩვენ კი ახალი გუნდი გვყავს. დღეს რაც ნახეთ, ეს არის სამი კვირის მუშაობის შედეგი. ასეთ მცირე დროში კი გუნდის შეთამაშება ძალიან რთულია. დღეს წავაგეთ, მაგრამ ხვალ ჩვენთვისაც ამოვა მზე, ძლიერ გუნდს ჩამოვაყალიბებთ და ჩვენი თამაშით გულშემატკივრებიც ისიამოვნებენ.

- პირველ ტაიმში "ტორპედოს" რამდენიმე ფეხბურთელი განსაკუთრებულად სუსტად გამოიყურებოდა და ხომ არ აჯობებდა მათი დროულად გამოცვლა? მეორე ტაიმში გოლები სწორედ იმ ფლანგიდან გავიდა, სადაც ისინი მოქმედებდნენ.

- წაგებას ცალკეულ ფეხბურთელებს ვერ დავაბრალებ. პირველი გოლი კომპლექსურ შეცდომას მოჰყვა. ამის შემდეგ კი შეტევაში წავედით, ზურგი მოგვიშიშვლდა და მეტოქემ ამით კარგად ისარგებლა.

- ტაბატაძის წაქცევისას ქუთაისელები პენალტს ითხოვდნენ, მსაჯმა კი მას ყვითელი ბარათი აჩვენა. მსაჯობაზე რას იტყვით?

- არა აქვს მნიშვნელობა, მოვიგებთ თუ წავაგებთ - მსაჯზე აუგს არასდროს ვიტყვი. ხორვატმა არბიტრმა ძალიან კარგად იმსაჯა, თუმცა ისიც ფაქტია, ტაბატაძეს ფეხზე ძლიერად ჰქონდა მოხვედრილი...

ასევე იხილეთ:

ტორპედო-ჟილინა 0:3 - სირცხვილი და ვნებათაღელვა ქუთაისში [VIDEO]

შეტაკება ქუთაისის "ტორპედოს" ქომაგებსა და პოლიციას შორის [VIDEO]

emigranti
ფხაკაძეების ოფისთან ერთი კაი კონცერტია ჩასატარებელი ქუთაისსი ესე ხალხის დაკიდებისთვის
emigranti
სირცხვილია
Shota
86 ში მსოფლიოზე საბჭოთა ნაკრებში 12 კიევის დინამოს ფეხბურთელი იყო,ამ უჯიშომ 17 ბავშვი ჩამოიყვანა. ამიხსენიტ!ტელე ინტერვიუში გოგიჩაიშვილი აქო და ადიდა,დიდი ფეხბურთელი უწოდა,ვარჯიშებზეც როგორც ამბობენ სულ აქებდა და ბოლოს არც შეკრებაზე წაიყვანა და არც საევროპო განაცხადში შეიყვანა.დავიჯერო 17 ივე ჩამოყვანილი სჯობია ჩორნაშ? ან კუხიანიძის გამოცვლა რა იყო,მოედანზე 3-4 გამოცდილი ფეხბურთელი არ უნდა ჰყოლოდა? საჩხერელებივით ევროპისთვის მაინც დაეტოვებინა ძველები.გაგვცემს კი ფხაკვა პასუხს კითხვებზე?ესპანელს,რომ კიდია ჩვენი კითხვები ფაქტია
PARFIUMER
ეეჰჰ... ისვრის ბრტყრლ ბრტყრლ სიტყვებს რა ენაღვლება...
Georgi
ცოტა კარგი ფოტო მაინც დადეთ..
RAMO
მიდი რა გაიარე.....
დათა
ყველა გაჭირვებული რა ჩვენთან მოხვდება ხოლმე, თან გვეკაიფება ...გეგუჩაძე 3:0 მაინც არ წააგებდა
"ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელის" მატჩი ბათუმში ჩატარდება
სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
კორონავირუსმა სლოვაკეთის შვიდგზის ჩემპიონი შეიწირა
"დილა" "ჟილინასთან" სლოვაკეთში 1:5 განადგურდა [VIDEO]
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
თბილისის "ლოკომოტივი", შესაძლოა, გიორგი დევდარიანმა გაწვრთნას
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
დინამო (თბ)-ლოკომოტივი 3:1 - კიტეიშვილის ჰეთ-თრიკით [VIDEO]
ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება - "ჟილინამ" გიორგი თევზაძე წარადგინა
საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი
ჟილინა-ტორპედო 3:3 - სასარგებლო ტესტი და მცირე სარეიტინგო მონაგარი [VIDEO]
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
თბილისის "ლოკომოტივი": გიორგი დევდარიანის კანდიდატურა განიხილება
ლუკა ლოჩოშვილი კარიერას სლოვაკეთში გააგრძელებს
უმაღლესი ლიგის X ტურის წინ: ყოველმხრივ არაპროგნოზირებადი...
"დილამ" გორში თამაში შემოატრიალა, ორრაუნდიანი ორთაბრძოლის ბედი - ვერა
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
გიორგი დევდარიანი ახალ გუნდს აანონსებს: ყველაფერი შეიცვლება!