ვახო წერეთელი: "სადაც საკუთარ კლუბს არ უფრთხილდებიან, იქ უცხოელებს ქომაგობენ"
მორჩა, დამთავრდა ქართული ფუტსალის ოქროს ხანა - საქართველოს ჩემპიონისა და უეფას თასის ოთხთა ფინალის მონაწილე "იბერია სტარიდან" მისი დამფუძნებელი და მეპატრონე ვახო წერეთელი წავიდა.

მან გაავრცელა განცხადება, რომელმაც კლუბის გულშემატკივარს "იბერიას" გადარჩენის ყველა იმედი გადაუწურა.

"ეს წერილი ჩემი გულისტკივილი უფროა, ვიდრე მიმართვა. "იბერიას" 11 წელი ვედექი სათავეში. ეს არც 11 თვეა და არც 11 დღე. მე მუდამ მქონდა უდიდესი სტიმული, რომ საკუთარი ადგილი დაგვემკვიდრებინა მსოფლიოს საუკეთესო კლუბებს შორის.

უდიდესი მოთმინების და შრომის ხარჯზე "იბერია" უძლიერესი კლუბი გახდა. მახარებს ისიც, რომ ბოლო 32 წლის მანძილზე ყველა გუნდურ სახეობათა შორის "იბერიას" საუკეთესო შედეგი აქვს. მსოფლიო და ევროპულ რეიტინგებში არც ერთ ქართულ კლუბს თუ ნაკრებს არ დაუკავებია მასზე მაღალი ადგილი.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც გულზე "იბერიას" ლოგო უტარებია. ჩვენ ყოველთვის ერთი ოჯახი ვიყავით და ეს შეგრძნება გვაძლევდა იმ ძალას, რომლითაც უმდიდრეს კლუბებს ვამარცხებდით. ჩვენ ერთ ოჯახად დავრჩებით, ოღონდ უკვე მხოლოდ მოედანს მიღმა.

მადლობას ვუხდი ჩვენს გულშემატკივრებს. მეამაყება, რომ ევროპული ფეხბურთის ისტორიას დარჩება მათ მიერ დამყარებული ჩემპიონთა ლიგაზე დასწრების რეკორდები.

ცხადია, "იბერიას" დაშლით ცხოვრება არ სრულდება. ეს გუნდი არც პირველი კლუბი იქნება და არც უკანასკნელი, რომლებმაც ისტორია შექმნეს და დღეს აღარ არსებობენ. უბრალოდ, ქვეყანაში, სადაც ადამიანები საკუთარ კლუბებს არ უფრთხილდებიან, მათ შვილებს საქომაგოდ ტელევიზორში ნანახი უცხო ქვეყნის კლუბები რჩებათ. მათთვის უცხო ხდება გამარჯვების სიხარული.

ამის მერე ეროვნული ნაკრების თამაშებზეც ვეღარ ივსება სტადიონი და თუ იშვიათად მაინც გაივსო, ისევ და ისევ ტელევიზორში ნანახი მოწინააღდეგის სანახავად მოსული ხალხით. მათ ვერც წარმოუდგენიათ, რომ შესაძლოა, დიდი სპორტული ზეიმის მონაწილე მათივე ქვეყნის კლუბიც იყოს. "იბერიას" დაშლაზე მეტად, ამაზე მწყდება გული.

პატივისცემით და ბოდიშის მოხდით, ვატო წერეთელი".

shalva
მადლობა რომ ამდენიწელი ინხავდით იბერიას ,მადლობა იმის ამდენიწელი ქართული მინიფეხბურთი რიმ არსებობს თქვენი დამსახურებაა დიდწილად .კარგად ვიცი რა სავალალო სიტოაციაა მინიფეხბურთში საქართველოში ,მინდა გთხოვოდ როგორც რიგითმა გულშემატკივარმა ბოლომდე არმიატოვოდ იბერია და აქცენტი ახალგაზრდა ქართველ ბიჭებზე გააკეთოდ და გადაარჩინოდ სიკვდილს ეს ლამაზი სპორტის სახეობა დიდი პატივისცემით თქვენდამი
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
ვახტანგ წერეთელი: უნგრეთში კი არა, საქართველოში დავმარცხდით
"იბერია სტარი" უეფას ფუტსალის თასის ჯგუფური ეტაპიდან ვერ გავიდა
TimeLine: ჰო თუ არა სოჭის ზამთრის ოლიმპიადას?
"დევის თასის" გათამაშებაში "იბერია სტარმა" გაიმარჯვა
სხვებისთვის სამაგალითო: "დვანი და დიცი საქართველოა!"
[მოედანს მიღმა] მიზანმიმართული, ერთგული და რისკიანი რონინიო