14 სექტემბერს დიდი ბრძოლა გველის
2013 წელს, საკრივო სამყაროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბრძოლა 14 სექტემბერს გაიმართება, რომელშიც პირველ საშუალო წონაში WBA/WBC-ის ჩემპიონი, 22 წლის მექსიკელი საულ ალვარესი მსოფლიო რეიტინგის ლიდერს, პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელ ამერიკელს, 36 წლის ფლოიდ მეივეზერს შეხვდება.

ამ ბრძოლასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების 11 ქალაქში გაიმართა სარეკლამო ტური და ის ხუთშაბათს, ლოს ანჯელესში დასრულდა. კალიფორნიაში გამართული პრესკონფერენციის მსვლელობისას, მეივეზერი დაინტერესებას არ იჩენდა დარბაზში მიმდინარე საუბარზე და მთელს ყურადღებას თავის ქალიშვილს უთმობდა, რომელიც მოკრივის გვერდით იჯდა. თუმცა, მოულოდნელად, ამერიკელი მოკრივის ყურადღება მიიპყრო პრომოუტერული კომპანია Golden Boy-ის პრეზიდენტის, ლეგენდარული ოსკარ დე ლა ჰოიას სიტყვებმა. შეგახსენებთ, რომ დე ლა ჰოია და მეივეზერი არასოდეს იყვნენ კეთილგანწყობილი ერთმანეთის მიმართ იმის მიუხედავად, რომ ფლოიდი მჭიდროდ თანამშრომლობს Golden Boy-თან. ლოს ანჯელესში საულ ალვარესის წარდგენისას, ოსკარმა გამოაცხადა: "შემიძლია წარმოგიდგინოთ კრივის ყველაზე დიდი ვარსკვლავი – საულ "კანელო" ალვარესი!"

ამ ფრაზის შემდეგ, მეივეზერს თვალები გაუფართოვდა, მაგრამ დაელოდა ალვარესის გამოსვლის დასრულებას. ამის შემდეგ კი მეივეზერმა ირონიულად უპასუხა დე ლა ჰოიას, რომელიც ერთხელ დამარცხებული ჰყავს პროფესიული კარიერის დროს. "მადლობელი ვარ იმის გამო, რომ აქ ვიმყოფები, - განაცხადა მეივეზერმა. - ამას ვერ მივაღწევდი, გვერდით ასეთი ბრწყინვალე გუნდი რომ არ მყოლოდა. სინამდვილეში, ამას ვერ ვიტყვი ოსკარზე, რადგან Golden Boy - ეს არის რიჩარდ შეფერი".

დე ლა ჰოია ამ სიტყვების შემდეგ აშკარად გაღიზიანდა, შეფერმა კი მოკრძალებით გაიღიმა.

თუმცა მეივეზერს ამით არ დაუმთავრებია Golden Boy-ის შეფზე თავდასხმა. "დაუჯერებელია, რომ თურმე "კანელო" ამხელა ვარსკვლავი ყოფილა. მას დიდ ჩხუბში მონაწილეობა არასოდეს მიუღია და ძირითადა, ჩემი შეხვედრების ანდერკარდზე იბრძოდა. მაგრამ, ოსკარმა გვითხრა, რომ ის ასეთი დიდი ვარსკვლავია", - დე ლა ჰოიასკენ მიბრუნდა და ასე თქვა ბოლო წინადადება ამერიკელმა მოკრივემ.

"იცი რა, ოსკარ, შენ შეგიძლია მეც დამიძახო "ოქროს ბიჭი", რადგან შენს გუნდში ყველა დავამარცხე. მე ახალგაზრდა ვარ, აქტიური, თვალისმომჭრელი და მდიდარი. ცხოვრება შესანიშნავია. სექტემბერში შევხვდებით", - დაასრულა თავისი გამოსვლა მეივეზერმა.

სხვათა შორის, ამ ტურნეს დროს, მეივეზერს ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს აზრი 34 წლის ფილიპინელის მენი პაკიაოს კარიერაზე, რაზეც ფლოიდმა განაცხადა, რომ მენი წარსულს ჩაბარდა.

"პაკიაო აღარ არსებობს, - განაცხადა ამერიკელმა. - მისი კარიერა დასრულებულია. ხუან მანუელ მარკესი - ლეგენდაა. მე მას დიდ პატივს ვცემ".

ამერიკული ტელეეარხი HBO დაინტერესებულია სუპერმძიმე წონაში საჩემპიონო ბრძოლის ტრანსლირებით. ამ შეხვედრაში ერთმანეთს უკრაინელი ვლადიმერ კლიჩკო და რუსი ალექსანდრ პოვეტკინი შეხვდებიან.

"შემიძლია დავადასტურო, რომ HBO განიხილავს კლიჩკოსა და პოვეტკინის ბრძოლის ტრანსლირების შესაძლებლობას, რადგან ხვდება, რომ ეს არის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კრივის სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა. მე და ჩემი პარტნიორები მზად ვართ განვიხილოთ ეს შესაძლებლობა HBO Sports-ის პრეზიდენტ კენ ჰერშმანთან", - აცხადებს პოვეტკინის პრომოუტერი ვლადიმერ ხრიუნოვი.

შეგახსენებთ, რომ კლიჩკოსა და პოვეტკინის ბრძოლაზე კონტრაქტს რამდენიმე დღის წინ მოეწერა ხელი. შეხვედრა 5 ოქტომბერს, მოსკოვში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მალე დიდი კრივის თარიღი დასახელდება

საქართველოს 23-წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა
15-წლამდელ მოკრივეთა 9 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
[VIDEO] აზერბაიჯანელი მწვრთნელი მსაჯს რინგზე ფიზიკურად გაუსწორდა - კადეტთა ევროპის ჩემპიონატის სკანდალური მომენტი
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მიქაუტაძე "კოპენჰაგენთან" მატჩში სასტარტოშია
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
"ეს მწვრთნელის ბრალი არ არის" - ჩუამენიმ ალონსო დაიცვა
გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს
კარლის რეკორდი - "ბაიერნის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
შეტევის გაძლიერება სურთ - "ბარსელონა" "ფიორენტინას" ფორვარდით ინტერესდება
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება...
[VIDEO] "ბარსელონამ" კუნდეს დუბლით "აინტრახტს" მოუგო - "ატალანტამ" "ჩელსის" სძლია
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ბაიერნთან" დამარცხდა
ზარიას ერთი ტაიმი და "კაირატის" მარცხი "ოლიმპიაკოსთან"
ლუნინი "მილანში" გადასვლაზე შეიძლება მოდრიჩმა დაიყოლიოს
ტრავმირებული ჰაკიმი მაროკოს ნაკრების დასახმარებლად სამშობლოში გაემგზავრება
ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა
ხვიჩასა და გიორგის დღე ლიგაზე და უთამაშებლობა სამშაბათს
"გალათასარაი" აღარ ხუმრობს - ოსიმენი თანამემამულესთან ერთად შეუტევს?
კონორ მაკგრეგორი: კრივში მსოფლიო ჩემპიონი გავხდები, ბრძოლა პაკიაოს შევთავაზეთ
2013 წლის 10 იმედგაცრუება
ცეცხლთან თამაში არ ღირს: ჯეიკ პოლმა მეივეზერს კეპი წაართვა, შემდეგ კი მაისური თავზე გადაახიეს და სათვალეც დაუმტვრიეს [VIDEO]
UFC-ის ვარსკვლავი გეი-პორნოში აღმოაჩინეს? უზბეკი ბიჭის ისტორია
დევიდ ჰეი რეიტინგის მიღმა
ESPN-მა კანელო ალვარესი წლის საუკეთესო მოკრივედ დაასახელა - ხუთეულში 41 წლის ჩემპიონიცაა
ᓙᓚᕘ
ᓕᓚᓐᕓᓘᕛᓔᓠ ᓙᓚᕘᕩᓙᓝᓛ ᓣᓙᓠᓐᓘᕜᕘᓡ ᓐᓠᕛᓘᓐᓡ ᓯᕐᓕᕨᕐᕜᕟᕘᕚᕔᓢᓔᓑᓘ ᓣᓧᓘᓓᕐ
ვლადიმირ კლიჩკომ ნიუ იორკში მოიგო
ტაისონით შთაგონებული, კრივში დაბრუნებას კიდევ ერთი ლეგენდა აპირებს
ლენოქს ლუისი 100 მილიონისთვის ბრუნდება?
ვლადიმერ კლიჩკომ მსახიობი ჰეიდენ პენეტიერი დანიშნა
"ოქროს ბიჭის" პირობა
წელს კლიჩკო-პოვეტკინი არ იქნება
ᓧᓕ
კრივი: აქაც რუსული დოპინგი
"ფული მე არ მმართავს, პირიქით, მას ვმართავ მე..." - მეივეზერი
"მინდა ამ ვარიანტის ცდაც, უკვე მაქვს რაღაც პატარა გამოცდილება..." - ცნობილი "იუთუბერისთვის" კრივი ბოლო გაჩერება არ იქნება?
ჩემპიონი 8 წონით კატეგორიაში და ახლა ფილიპინების პრეზიდენტიც? - პაკიაო პრეზიდენტობაზე კენჭს იყრის
Marca-მ სერენას წასვლის შემდეგ ლეგენდების დამშვიდობება გაგვახსენა
დიდი გასამრჯელო ორივეს და მოკრივეების პროგნოზები "უაილდერი - ფიური 2"-ზე
ოსკარ დე ლა ჰოია სამკურნალოა
Forbes: ბოლო 10 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიას აქვეყნებს, ლიდერი არც რონალდოა, არც მესი...
ფლოიდ მეივეზერი დიდი ბრძოლისთვის ბრუნდება? - მოკრივემ ვარჯიშის კადრები გაავრცელა [VIDEO]
ᓓᕔ ᓚᓐ ᓰᓝᓘᕐ: ᓛᕔᓘᓕᓔᓖᓔᓠᕡ ᓡᓐᓛᓘ ᓬᓐᓒᓔᓑᓐ ᓣᓜᕓᓐ ᕰᓥᓝᓜᕓᓔᓡ
ხაბიბი ფლოიდის წინააღმდეგ? MMA თუ კრივი?
ᓤᓝᓢᓝ-NEWS: ᓓᓐᓣᓞᓐᓢᓘᓟᓔᓑᓔᓚᓘ ᓡᓢᓣᓛᓐᓠᓘ - ᓑᓠᓘᕒᕡᓘ ᓙ