სტივ მაკლარენსა და ანდრეა ბარძალის მაგრად უჩხუბიათ

„ვოლფსბურგი“ მიმდინარე სეზონში ერთ ადგილს ტკეპნის, თანაც, ისეთს, სადაც ნამდვილად არ არის იმ გუნდის ადგილი, რომელსაც ჯერ კიდევ შარშან გერმანიის მოქმედი ჩემპიონი ერქვა. მაგრამ თავი დავანებოთ იმას, რომ „ვოლფსბურგი“ ცხრილში მე-12 ადგილზეა. ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ცნობა, რომლის შესახებაც გუშინდელ ნომერში მოკლედ ვწერდით, საბოლოოდ დადასტურდა: „აინტრახტთან“ მატჩის დროს, რომელიც „მგლებმა“ 1:3 წააგეს, გუნდის მთავარ მწვრთნელ სტივ მაკლარენსა და დაცვის იტალიელ ბურჯ ანდრეა ბარძალის ძალიან მაგრად უჩხუბიათ.

ეს ყველაფერი „ვოლფსბურგის“ გასახდელში მოხდა და ალბათ არც გახმაურდებოდა, რომ არა ერთი უცნაურობა: მეორე ტაიმში მაკლარენმა ბარძალი ალექსანდერ მადლუნგით შეცვალა. არადა, თუ მცველებიდან ვინმე იყო მოედნიდან გასაყვანი, პირველ რიგში ბარძალის მეწყვილე სიმონ კიაერი. ინგლისელი სპეციალისტის ოფიციალური განმარტება ასეთია: „მადლუნგის სახით, მოედანზე ისეთი მცველის გაყვანა მსურდა, რომელიც მეორე სართულზე კარგად თამაშობს.“

იტალიელი მცველი და ინგლისელი სპეციალისტი გასახდელში ერთმანეთს ხელითაც შეეხნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბარძალი მაკლარენის ხელში ვეღარ გაიხარებს. იტალიელს, რომელიც „ვოლფსბურგში“ 2007 წელს გადავიდა და რომლის სანაცვლოდაც გერმანულმა კლუბმა „პალერმოს“ 13.9 მილიონი ევრო გადაუხადა, კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება. „კიკერის“ ცნობით, მაკლარენს გადაწყვეტილი აქვს, რომ ბარძალი ზამთარშივე მოიშოროს, რათა „ვოლფსბურგმა“ ტრანსფერიდან ფინანსური სარგებელი ნახოს.

ბარძალი არ არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც მაკლარენთან თავს კარგად არ გრძნობს - მწვრთნელზე ბრაზილიელი თავდამსხმელი გრაფიტეც ნაწყენია. ეს უკანასკნელი უკმაყოფილოა იმით, რომ მაკლარენმა ისიც შესვნებაზე შეცვალა. ამრიგად, სტივს გუნდში ახლა უკვე ორი მტერი ჰყავს - ბარძალი და გრაფიტე. ამას დაუმატეთ „ვოლფსბურგის“ კრიზისი და მიხვდებით, რომ მაკლარენის თავზეც უკვე ძალიან მოიღრუბლა. მომდევნო ტურში კი „ვოლფსბურგი“ „შალკეს“ მასპინძლობს.

სტანიმ ხმა აიმაღლა

„ზანკტ პაულის“ მთავარი მწვრთნელი ჰოლგერ სტანისლავსკი თავისი შეგირდებით ძალიან უკმაყოფილოა. ბუნდესლიგაში წელს აღზევებული გუნდის თავკაცმა „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ფეხბურთელები მაგრად გააკრიტიკა და თითოეულ მათგანს აზრზე მოსვლისკენ მოუწოდა. „თავიდან ყველა გუნდისთვის არასასურველი მეტოქეები ვიყავით, რადგან აგრესიულად ვთამაშობდით და შედეგებიც კარგი გვქონდა. ახლა კი, რატომღაც მოვეშვით,“ - განაცხადა სტანისლავსკიმ. „ზანკტ პაულის“ დამრიგებელი შეგირდებისგან თავდამსხმელ მარიუს ებერსისთვის პასების უფრო ხშირად მისცემას ითხოვს, მცველებს კი მაქსიმალური კონცენტრაციისკენ მოუწოდებს. შეგახსენებთ, რომ პარასკევს კიცელები „შალკესთან“ 0:3 დამარცხდნენ, რის შემდეგაც „ზანკტ პაული“ სატურნირო ცხრილში მეცამეტე ადგილამდე ჩამოქვეითდა.

რიბერი ბრუნდება

„ბაიერნის“ ფანებს შეუძლიათ, შვებით ამოისუნთქონ: ფრანკ რიბერიმ ვარჯიში განაახლა და დიდი შანსია, რომ ბუნდესლიგის მომდევნო ტურში ითამაშოს. მიუნხენური კლუბი კვირას ბავარიულ დერბიში „ნიურნბერგს“ ხვდება. „კვირას აუცილებლად უნდა ვითამაშო,“ - უთხრა რიბერიმ „ბილდს“. თუმცა, იასპარეზებს თუ არა გამოჯანმრთელებული რიბერი „ნიურნბერგთან“, ეს „ბაიერნის“ თავკაც ლუის ვან გაალის გადასაწყვეტია, რომელსაც ფეხბურთელების მოთხოვნების შესრულება, როგორც იცით, არ უყვარს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"