ლეო მესი: უჩემოდ სიმბოლური ნაკრები ვერ იქნება
ესპანური პრიმერას მე-10 ტური ორშაბათს "სანჩეს პისხუანზე" დასრულდა - გრეგორიო მანსანოს გუნდმა ჩემპიონატის ერთერთი ფავორიტი "ვალენსია" 2:0 დაამარცხა და goal.com-ის სიმბოლურ ნაკრებშიც ორი სევილიელი მოხვდა. ამჯერად, პრიმერას რჩეულთა 11-ეულის ტაქტიკური სქემა 4-4-2-ია.

მეკარე

დანიელ არანსუბია (დეპორტივო): ვალენსიაში "დეპორტივო" ორგოლიანი უპირატესობით უგებდა "ლევანტეს, როცა თამაშის მიწურულს მასპინძლებმა ფხა გამოიღეს და... აშკარად შეძლებდნენ ქულის ხსნას, რომ არა გალისიელთა ვეტერანი ბასკი გოლკიპერი. ბილბაოს "ატლეტიკის" სკოლის აღზრდილმა მთელი თავისი გამოცდილება გამოიყენა და "დეპორტივოს" პირველად მოაგებინა სტუმრად.

მცველები

ხოსე მარტინ კასერესი (სევილია): ურუგვაელი, მოგეხსენებათ, "ბარსელონას" საკუთრებაა და ანდალუსიაში იჯარით თამაშობს. არა გვგონია, მეჰმეთ თოფალთან ინციდენტისას კასერესი ბოლომდე მართალი იყოს, ჩვენი აზრით, "ვალენსიას" თურქი საყრდენილი ტყუილუბრალოდ გააძევეს, მაგრამ, რაც შეეხება დანარჩენ მატჩს - კასერესი შეუდარებელი იყო. არიც ადურისისა და რობერტო სოლდადოს წყვილი დაშალა და ფორვარდებს ინდივიდუალური ოსტატობის იმედიღა ჰქონდათ. ნეგრედოს გოლი კი დიდწილად კასერესის დამსახურებაა - მან 50 მეტრი გაირბინა ბურთით უძლიერესადაც დაარტყა, სტუმართა გოლკიპერმა ბურთი ვერ შეიკავა და ამას ალვარო ნეგრედოს გოლიც მოჰყვა.

აიტამი ოლივა (დეპორტივო): 24 წლის კანარელი ამ სეზონში გადაურჩა "ხერესში" იჯარით გასხვისებას (როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა), "დეპორტივოშიც" ათამაშდა. "ლევანტეს" წინააღმდეგ დიეგო კოლოტოსთან ერთად დაცვის გაუვალი წყვილი შექმნა.

რიკარდო კარვალიო (რეალი): როცა "რეალმა" დაჩქარებული წესით იყიდა რიკარდო კარვალიო 8 მილიონ ევროდ, ჩათვალეს, რომ "ჩელსიმ" სარფიანად გაყიდა თითქმის ჩაწოლილი საქონელი. ახლა, როცა კარვალიო "რეალის" დაცვის ლიდერია, მასში გადახდილი 8 მილიონი სასაცილოდ ჟღერს.

მასპინძელთა პირველი გოლი კარვალიომ სწრაფი შეტევისას გაიტანა, ნებისმიერი ფორვარდი მოაწერდა ხელს ამ გოლზე! გარდა ამისა, პორტუგალიელი მუდამ მზადაა, მეტოქის მაღალ ჩაწოდებას თავი დაუხვედროს, მოწინააღმდეგე ფორვარდის დარტყმას კი დროულად ჩაუდგას ტანი. მცველი, რომელიც ჯერ ფიქრობს და მერე თამაშობს... ჟოზე მოურინიო, ცოტა არ იყოს, შეშფოთდა, როცა კარვალიომ თვალი დაიზიანა და შესაცვლელი გახდა.

ნაჩო მონრეალი (ოსასუნა): ნაჩო მონრეალზე ბევრს საუბრობენ - ესპანეთის ნაკრებში მას კაპდევილას ადგილს უწინასწარმეტყველებენ, არც იმ დროს მიიჩნევენ შორეულად, როცა ნაჩო რომელიმე გრანდის მაისურას მოირგებს. მონრეალი ძალიან კარგად იცავს, ამავე დროს ჩინებული შემტევია. მისი გოლიც ამის დასტურია "ერკულესთან" მატჩში. გვეეჭვება, მოკრძალებულმა "ოსასუნამ" სეზონის შემდეგ შეძლოს მისი შენარჩუნება.

ნახევარმცველები

სანტი კასორლა (ვილიარეალი): კასორლა "ყვითელი წყალქვეშა ნავის" ბარომეტრია - როცა ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი კარგად თამაშობს, "ვილიარეალი" მუდამ ლიდერთა შორისაა, როცა ვერა, ან ტრავმა აწუხებს - მაშინ ვალენსიის მხარის ორიგინალური კლუბი ფსკერის სიახლოვეს დრეიფობს.

კასორლა ხუან კარლოს გარიდოს გუნდში საუკეთესოა (არადა ნილმარი, როსი და ბორხა ვალეროც "დაფრინავენ"), ლა ლიგაში კი - ერთ-ერთი საუკეთესო. "ბილბაოს" 4:1 დამარცხება იოლი საქმე არ არის, სწრაფი აზროვნებისა და ფეხების პატრონი კასორლა კი ამ მოგების სულისჩამდგმელი იყო. მან გორკა ირაისოსის შეცდომითაც ისარგებლა და გოლი გაიტანა.

ბორხა ვალერო (ვილიარეალი): თქმა არ უნდა, "მალიორკას" ბორხას სახით ნამდვილი მარგალიტი წაართვეს. ამ თამაშში ნილმარსა და როსის გაცილებით აკურატულად, რომ ერტყათ ბასკთა კარში, ბორხა ვალერო 5-6 საგოლე პასით დაასრულებდა მატჩს.

მესუთ იოზილი (რეალი): გერმანელს ერთი ნაკლი აქვს, თამაშის 70-ე წუთიდან მოყოლებული, მისი სიკაშკაშე, დიდებული პასები და დარტყმები სადღაც ქრება. მესუთ იოზილს მხოლოდ ერთი ნაკლი აქვს...

ხავი მარკესი (ესპანიოლი): მაურისიო პოჩეტინიო ჯერ სათადარიგოთა სკამამდე არ იყო მისული, როცა მისმა შეგირდმა შორეული, დიდებული დარტყმით დააწინაურა "ესპანიოლი". ამ გოლმა "ესპანიოლს" მოწინავე კვარტეტში დაუმკვიდრა ადგილი!

თავდამსხმელები

ლიონელ მესი (ბარსელონა): კრიშტიანო რონალდო "მოვიცილეთ" სიმბოლური ნაკრებიდან - როგორც იქნა! მაგრამ, მესის ძვრა ვერ ვუყავით. ჯერჯერობით შეუძლებელია არგენტინელი ნებისმიერი შემადგენლობის მიღმა დატოვო, თუ ის პოზიტიური კუთხით კეთდება. "ხეტაფესთან" შეხვედრაში მესიმ სეზონის მე-8 გოლი შეაგდო. რაც დრო გადის, მესი და დავიდ ვილია სულ უფრო კარგად უგებენ ერთმანეთს - ძრწოდეთ "ბარსელონას" მეტოქეებო!

ალვარო ნეგრედო (სევილია): ნეგრედო 52-ე წუთზე შევიდა მოედანზე, 54-ე წუთზე ის პირველად შეეხო ბურთს და "ვალენსიას" კარიც დალაშქრა. მანსანომ ნეგრედო მას მერე დაინახა, რაც მიხვდა, რომ "ვალენსია" 10 კაცითაც სახიფათოდ უტევდა. მწვრთნელმა გადაწყვიტა, რომ საუკეთესო დაცვა შეტევაა და ნეგრედომაც გაუმართლა. წესით, მას მეტი გოლით უნდა დაესრულებინა ეს შეხვედრა.

ფეხბურთელები, რომელთაც X ტურში თავი გამოიჩინეს, მაგრამ სიმბოლურ ნაკრებში ვერ მოხვდნენ: იკერ კასილიასი (რეალი), დიეგო კაპელი (სევილია), ლაფიტა (სარაგოსა), ხუანფრანი (ოსასუნა), სამი ხედირა (რეალი), დავიდ ვილია (ბარსელონა), სერხიო აგუერო (ატლეტიკო) და ხოსება ლორენტე (რეალ სოსიედადი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა