ნეი ფრანკოს "სანტოსის" ყოფილი თავკაცი მურისი რამალიო შეცვლის
"სან პაულოს" დამრიგებელი ნეი ფრანკო რეკოპა სუდამერიკანაზე პირველ შეხვედრაში, "კორინთიანსთან" განცდილი მარცხის შემდეგ დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

46 წლის სპეციალისტი "სან პაულოს" დამრიგებლად 2012 წელს დაინიშნა და პირველივე სეზონში კლუბს კოპა სუდამერიკანა მოაგებინა, თუმცა, ამის გარდა, ბრაზილიის 6-გზის ჩემპიონს არაფრისთვის მიუღწევია. ბოლო პერიოდში ნეი ფრანკოს ფეხბურთელებთან ურთიერთობა გაუფუჭდა, რადგან გუნდის არადამაჯერებელ ასპარეზობას მწვრთნელი სწორედ მოთამაშეებს აბრალებდა. ცუდი შედეგების და ტაქტიკური სქემის ხშირი ცვლის გამო ფრანკომ დირექტორატის მხარდაჭერა დაკარგა და საბოლოოდ, ერთწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, მას კარისკენ მიუთითეს.

ბრაზილიელი ჟურნალისტების აზრით, "სან პაულოს" ახალი მთავარი მწვრთნელი მურისი რამალიო უნდა გახდეს, რომელიც კლუბს ორჯერ, 1994-97 და 2006-09 წლებში ხელმძღვანელობდა და მასთან ერთად ზედიზედ სამჯერ (2006, 2007, 2008) ბრაზილიის ჩემპიონატი მოიგო. 2010-11 წლებში რამალიო "ფლუმინენსეს" დამრიგებელი გახლდათ და რიოს კლუბი 26-წლიანი პაუზის შემდეგ (2010) გააჩემპიონა, რის შემდეგაც 57 წლის მწვრთნელი სათავეში "სანტოსს" ჩაუდგა და ნეიმარის დახმარებით, პელეს კლუბს 48-წლიანი პაუზის მერე ლიბერტადორესის თასი (2011) მოაგებინა.

რამალიომ "სანტოსი" რამდენიმე კვირის წინ, ნეიმარის გაყიდვის შემდეგ დატოვა და გასაკვირი ნამდვილად არაა, რომ ასეთი ტიტულოვანი სპეციალისტით ბევრი კლუბია დაინტერესებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რეკოპა სუდამერიკანა. I მატჩი: "კორინთიანსი" დაწინაურდა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უკრაინასთან მატჩში?
[VIDEO] კატასტროფა - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა გატანილი გოლის გარეშე, ბოლო ადგილზე დაასრულა
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U17. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის A ლიგაში გავიდა
"მერაბმა ლამაზად შეუსრულა - უსმანი ყველა ფრონტზე დამარცხდა" - ამბობს დაღესტანელი პრომოუტერი
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
216 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრით - ჯიკიჩმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საბა ლაზიშვილი: უმართან ბრძოლა ჩემთვის პირადულია, რადგან კულისებს მიღმა ისეთი რაღაცები მოხდა...
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
ტრანსფერის ინიციატორი ნეიმარია - კოუტინიო ბავშვობის მეგობარს შეუერთდება
ბრაზილია. სერია A. XIX ტური: ჩემპიონი 70 პროცენტით
ბრაზილია. სერია A. XXVII ტური: აუტსაიდერების ტური
კაზემირომ შესაძლოა, კარიერა პრემიერ ლიგაში განაგრძოს
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
რობინიოს შვილი "ჯენოას" ფეხბურთელი გახდა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ნეიმარი თავისი კლუბის მატჩის დღეს პოკერის ტურნირს თამაშობდა
ბრაზილია. სერია A. XVI ტური: "კრუზეიროს" სატიტულო კრუიზი
დიდი ტრაგედია კოპა ლიბერტადორესის მატჩის შემდეგ - "ნასიონალის" ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაყვანიდან ოთხი დღის მერე გარდაიცვალა [VIDEO]
"ნაგავი ხარ" - ნეიმარს ახალგაზრდა თანაგუნდელებთან პრობლემები აქვს
რეკოპა სუდამერიკანა: "კორინთიანსის" ჰეთ თრიქი
ᓙᓐᓙᓐᓛ "ᓡᓐᓜ ᓞᓐᓣᓚᓝᓡ" ᓡᓐᓓᓔᓑᓘᓣᓢᓝ ᓨᓔᓮᓕᓔᓓᓠᓐᓨᓘ ᓒᓝᓚᓘ ᓒᓐᓘᓢᓐნᓐ [VIDEO]
"ასეთ მაგარ წინადადებაზე თქვა უარი" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი მარიო რუიზე
კოპა სუდამერიკანა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩები: "ლანუსი" და "სან პაულო" საგზურს ელიან
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა