"ატლეტიკოს" ახალი იმედი - ლეო

"სევილიამ" ესპანურ ელიტაში გადასულ "ელჩეში" ორი ფეხბურთელი გაუშვა იჯარით. ესენია: 22 წლის ბოსნიელი ნახევარმცველი მიროსლავ სტევანოვიჩი და 29 წლის ესპანელი მანუ დელ მორალი. ვალენსიური კლუბი 24-წლიანი შესვენების შემდეგ გადავიდა ლა ლიგაში. დელ მორალმა გასულ სეზონში 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სტევანოვიჩმა მხოლოდ შვიდში.

ისევ "სევილია" - ანდალუსიურ კლუბთან საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა მოსკოვის "სპარტაკის" 29 წლის მცველმა ნიკოლას პარეხამ. მან წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება. მომდევნო სეზონს პარეხა "სევილიაში" გაატარებს. ხელშეკრულების მიხედვით, "სევილიას" სეზონის ბოლოს ესპანელის გამოსყიდვა შეუძლია.

"მე ბედნიერი ვარ, რომ დიდებულ კლუბში მოვხვდი. მოლაპარაკება ძალზე რთული გამოდგა, მაგრამ მადლობა ღმერთს, უკვე "სევილიაში" ვარ", - განაცხადა პარეხამ, რომელიც 2010 წელს "ესპანიოლიდან" გადავიდა "სპარტაკში". თეთრ-წითელ გუნდში პარეხამ 60 მატჩი ითამაშა და 3 გოლი გაიტანა.

"ბარსელონას" ერთბაშად ორმა ფეხბურთელმა გაიკეთა ნუშისებრი ჯირკვლის ოპერაცია - ნეიმარს და ჟორდი ალბას ტონზილიტის მწვავე ფორმა აწუხებდათ. ექიმთა მტკიცებით, ორივემ ოპერაცია ბრწყინვალედ გადაიტანა. ბრაზილიელის და ესპანელის აღდგენითი მკურნალობა 10 დღეს წაიღებს. შეგახსენებთ, რომ ნეიმარი მთელი ცხოვრება უჩიოდა ყელის ტკივილს.

"მალაგას" ოფიციალურმა საიტმა გამოაცხადა, რომ კლუბმა 21 წლის კოტდივუარელი ბობლი ანდერსონი შეიძინა. აფრიკელი ნახევარმცველი აქამდე მაროკოს "კასაბლანკაში" გამოდიოდა (ბოლო სეზონი: 30 მატჩი, 8 გოლი).

"მალაგაში" თამაშით პროგრესს მივაღწევ. მინდა, ყველამ ნახოს, რა შემიძლია. ბავშვობიდან მიყვარდა ესპანეთის ჩემპიონატი. მიხარია, რომ დიდ ფეხბურთელებთან ერთად დიდი ფეხბურთელების წინააღმდეგ მომიწევს თამაში", - განაცხადა ანდერსონმა.

"რეალ სოსიედადმა" მცველი ხოსე ანხელი შეინარჩუნა. 23 წლის ფეხბურთელი "რომას" საკუთრებაა და ბასკურ გუნდში იჯარით თამაშობს. ამ დღეებში გუნდები ხელახალ იჯარაზე შეთანხმდნენ. გასულ სეზონში მან 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ "რომაში" ხოსე ანხელი ლუის ენრიკემ 2011 წლის ზაფხულში გადაიყვანა. მისი წასვლის შემდეგ კი ესპანელი მცველი "რეალ სოსიედადში" გაანათხოვრეს.

ის, რაზეც საინფორმაციო წყაროები ბოლო დროს წერდნენ, ასრულდა - რაფაელ ალკანტარამ (რაფინია) "ბარსელონასთან" ახალი ხელშეკრულება გააფორმა. ტიაგო ალკანტარას უმცროსმა ძმამ 2016 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი.

"13 წლის ასაკიდან "ბარსელონაში" ვარ და ერთი სული მაქვს, როდის დავმკვიდრდები აქ. თუმცა სათამაშო პრაქტიკისთვის რომელიმე კლუბში იჯარით წასვლას არ გამოვრიცხავ", - განაცხადა რაფინიამ. ასეთი კლუბი კი ვიგოს "სელტაა", რომელსაც ლუის ენრიკე წვრთნის.

"ვილიარეალმა" მცველი ბოიან იოკიჩი გაიფორმა. 27 წლის სლოვენიელმა ვალენსიურ კლუბთან, რომელიც ელიტაში დაბრუნდა, 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ის ესპანეთში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

გასულ სეზონში იოკიჩმა "კიევოში" 20 მატჩი ითამაშა. იოკიჩი შესაძლოა, 2010 წლის მუნდიალიდან გახსოვდეთ, ის სლოვენიის ნაკრებში გამოდიოდა.

"ვილიარეალი" კიდევ ერთი ფეხბურთელით გაძლიერდა - "მალიორკას" ნახევარმცველი ტომას პინა ვალენსიურ კლუბში გააგრძელებს კარიერას. პინამ 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. 25 წლის ფეხბურთელმა 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა გასულ სეზონში, მაგრამ "მალიორკა" გავარდნისგან ვერ იხსნა.

მადრიდის "ატლეტიკომ" ოფიციალურად წარადგინა ახალი შენაძენი - 20 წლის ბრაზილიელი ფორვარდი ლეო ბაპტიშტაო კარილიო. "რაიო ვალეკანოს" ყოფილი ფეხბურთელი მომდევნო 5 სეზონს "ატლეტიკოში" გაატარებს.

"დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩემს ცხოვრებაში. ყოველთვის მინდოდა, დიდ გუნდში მეთამაშა და აი, ჩემი ოცნებაც ახდა", - განაცხადა ლეომ, რომელიც უნივერსალია - შეუძლია თამაში როგორც შეტევის ფლანგებზე, ასევე ცენტრში ან სულაც ფორვარდთა უკან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლა ლიგა. ტრანსფერები: გაძლიერების ბასკური და ანდალუსიური მოდელები

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"თუ მზადაა, ანჩელოტიმ მუნდიალზე უნდა წაიყვანოს" - რონალდო ნეიმარს მხარს უჭერს
"სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ლეგენდასთან ერთად" - ილია თოფურია ლიონელ მესისა და მაიამის "ინტერის" სხვა ვარსკვლავებს შეხვდა [PHOTOS]
ნეიმარის უცნაური არჩევანი - ბრაზილიელმა, მისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"ბარსელონადან" კიდევ ერთი მცველი მიდის? - ყველაფერი ზამთარში გადაწყდება
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
[VIDEO] ნეიმარის დუბლი და ცეკვა ვინისიუსის სტილში - "სანტოსმა" "ვასკო და გამა" დაამარცხა
"ინტერს" რაფინია ალკანტარას "იჯარით აყვანა სურს
ტიაგოს ძმა რაფინია: ფესვები და არა მხოლოდ
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
"ნაპოლი" "ბარსელონას" მცველის გადაბირებას შეეცდება
მესი პიკეზე ნაწყენია, ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა დაიძაბა
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
ოფიციალურად: ნეიმარმა "სანტოსთან" კონტრაქტი გაახანგლძრივა და მუნდიალზე წასვლის იმედი აქვს
ᓙᕐᓢᕐᓚᓝᓜᕘᕣᓠᓘ ᓠᓔᓕᕝᓚᕣᓪᕘᕐ: ᓠᓝᓒᕝᓠᓘ ᓘᓥᓜᓔᓑᓐ ᓚᕣᓘᓡ ᓔᓜᓠᕘᓙᕔᓡ "ᓑᕐᓠᓡᕐ"?
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
უკვე მეოთხე - რატომ უკბინა სუარესმა მატჩის მიმდინარეობისას თანაგუნდელს [VIDEO]
ევროუქმეების ფაქტები და ციფრები: რაფინირებული რაფინია
ტიაგო ბავშვობაში ჩემზე მაგარი იყო - ძმები, რომლებიც ევროპას აჯადოვებენ
ლიონელ მესის ტორპედო "წყალქვეშა ნავს", მამა-შვილი პიკეები და ჩერიშევები
"ეს უბრალოდ სიგიჟეა" - ხავიერ მასკერანო MLS-ის გადაწყვეტილებაზე
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია