თავისუფალი ჭიდაობა. ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებში
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ახალგაზრდა ქართველებმა 1 ოქროთი და 2 ბრინჯაოთი დაასრულეს გამოსვლა სკოპიეში, თანატოლთა ევროპის ჩემპიონატში.

მოლოდინისამებრ, კონტინენტის ჩემპიონი გორელი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი გახდა, მესამე საპრიზო ადგილზე კი ხაშურელი დავით ბუზიაშვილი (66) და თბილისელი ლაშა გიგაშვილი (74) გავიდნენ.

სხვა ტურნირების მსგავსად, პეტრიაშვილი სკოპიეშიც შეუჩერებელი იყო და ოთხივე პაექრობა სუფთად მოიგო.

პირველ წრეში ბერძენ ატამპატზაკის ხატალამპოსს სულ რაღაც 30 წამში მოუგო 8:0, სომეხ ჰამლეტ აბრაჰამიანს 7:0 სძლია, ნახევარფინალში აზერბაიჯანელთა ევროპის შარშანდელ ჩემპიონსა და მსოფლიოს მესამე პრიზიორ ალი მაგომედდაბიროვს 8:0-ზე მოგებით კონტინენტის ჩემპიონის ტიტული დაათმობინა, ფინალში კი 2.23 წუთში უკრაინელ ანდრეი ვლასოვს კვლავ 8 ქულა აართვა და ისევ ვადამდე იმარჯვა... ამ ტურნირმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პეტრიაშვილს ახალგაზრდებში კონკურენტი არ ჰყავს.

ჭაბუკებში ევროპის პრიზიორი ბუზიაშვილი ბელარუს ანდრეი კაპრაჩთან მოგების შემდეგ მეოთხედფინალში აზერბაიჯანელთა მომავალ ფინალისტ ჰაჯიმურატ ომაროვთან ორ პერიოდში 3:11 დამარცხდა, სანუგეშოში კი ფრანგ იუსტ ბურთან წმინდად, ხოლო გერმანელ კევინ კრისტოფერ ჰენკელთან ქულებით იმარჯვა.

ჭაბუკებში ევროპის კიდევ ერთმა პრიზიორმა გიგაშვილმა ნახევარფინალამდე წარმატებით გაიარა გზა - უკრაინელი დმიტრი ტკაჩენკო და ბულგარელი ჰუსეინ ახმედი დაჰაბნა, იქ კი რუსთა მომავალ ჩემპიონ ჰაბიბ ბატიროვთან წააგო. სანუგეშოს ფინალში ებრაელ ჰამონ რაჩამის 6:6-ზე დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.

ჩვენი გუნდის სხვა წევრებიდან ბრინჯაოსთვის როლანდ ანდრიაძემაც (96) იჭიდავა, მაგრამ სომხეთის სახელით მოასპარეზე თანამემამულე ვალერი ყაზიშვილთან წააგო და მეხუთეზე დარჩა. ამ წონაში ვიცე-ჩემპიონი კიდევ ერთი ქართველი, მურაზ მჭედლიძე გახდა უკრაინიდან.

სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის სხვა წევრები - ნიკა ტატუაშვილი (50), ბექა ბუჯიაშვილი (55), შოთა ფარტენაძე (60) და ლევან გოგრიჭიანი (84) ადრევე გავარდნენ.

ასევე იხილეთ:

ახალგაზრა ქართველი "თავისუფლები" სკოპიეს ტურნირზე იასპარეზებენ

bibo
საღოლ გენოოოოოო წარმატებები ოლიმპიადა შენიაააააააააა
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] დიდებული მერაბ დვალიშვილი! - ქართველმა საოცარი ბრძოლა შემოატრიალა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
სოფიის ტურნირი: ქართველი ახალგაზრდების 9 მედალი პირველ დღეს
[VIDEO] დებიუტიც ასეთი უნდა - გენო პეტრიაშვილმა მეტოქე 10:0 დაამარცხა!
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
ქართველმა "თავისუფლებმა" სოფიაში 23-წლამდელთა ტურნირზე 7 მედალი მოიპოვეს
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
[VIDEO] ამერიკელი მებრძოლი, რომელმაც ოლიმპიური თამაშების ფინალში გენო პეტრიაშვილი დაამარცხა, მეტოქე 13 წამში დაანოკაუტა
"...გენო პეტრიაშვილი ღმერთის საჩუქარია მთელი საქართველოსთვის"
"თავისუფალთა" ახალგაზრდულმა ნაკრებმა "ნახჭევანის თასზე" ბრინჯაო მოიპოვა
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს
მედალთცვენა - ქართველ მოჭიდავეთა ტრიუმფი საფრანგეთში! [VIDEO]