"ტორონტოს" მწვრთნელი იდიოტია?
შაბათს, ჰოკეის ეროვნული ლიგაში თავისუფალი აგენტების ბაზარი გაიხსნა და რამდენიმე საინტერესო გარიგებაც შედგა. გთავაზობთ პირველი სამი დღის აქტივობის შეჯამებას.

პირველ რიგში, უნდა გამოვყოთ 40 წლის ვეტერანის დანიელ ალფრედსონის "ოტავადან" "დეტროიტში" გადასვლა. "რედ უინგზში" ფორვარდი მეცხრე შვედი ლეგიონერი იქნება. "NHL-ში გატარებული 17 სეზონის განმავლობაში, ვერაფრით შევძელი სტენლის თასისთვის ბრძოლა. ყველაზე მარტივი იქნებოდა "ოტავაში" დარჩენა და კარიერის ლამაზად დასრულება, მაგრამ მოგება მინდა. ვიცი, რომ ჩემს არჩევანს გულშემატკივრები არ მოიწონებენ, მაგრამ ეს ასეც უნდა იყოს", - განაცხადა ალფრედსონმა.

მოკლედ, "ოტავამ" დაკარგა ვეტერანი, მაგრამ "ანაჰაიმიდან" გადაიბირა 26 წლის ფორვარდი ბობ რაიანი, რომელსაც "იხვები" დიდი ხანი უპირებდნენ გაცვლას. "ანაჰაიმმა" რაიანის სანაცვლოდ მიიღო 22 წლის ფორვარდი იაკობ სილფვერბერგი, 20 წლის ახალბედა სტეფან ნოესენი (2011 წლის დრაფტის 21-ე ნომერი) და 2014 წლის დრაფტში არჩევის უფლება.

რაიანმა გასულ სეზონში 46 მატჩი ჩაატარა და 30 ქულა (11+19) დააგროვა, სილფვერბერგის ანგარიშზე 48 მატჩში 19 ქულა (10+9) მოდის.

ბობ რაიანის კონტრაქტი კიდევ ორი წელია ძალაში. ამ ხელშეკრულების თანახმად, ის წელიწადში 5.1 მილიონ დოლარი იღებს. სილფვერბერგის კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულამდე მოქმედებს და ჰოკეისტმა გაისად 900 ათასი უნდა გამოიმუშავოს.

ცვლილებებია სტენლის თასის ფინალისტ "ბოსტონის" რიგებში. უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ ამ გუნდმა ორი ფორვარდი დაკარგა - ნათან ჰორტონი და ტაილერ სეგუინი, სამაგიეროდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით აიყვანა 36 წლის ვეტერანი ჯერომ იგინლა, რომელმაც გასული სეზონი "პიტსბურგში" დაასრულა და 44 მატჩში 33 ქულა (14+19) მიითვალა.

იგინლამ "ბრუინზთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მომავალ სეზონში 6 მილიონ დოლარს მიიღებს.

"ვაშინგტონ კეპიტალზმა" დაკარგა ცენტრფორვარდი მაიკ რიბეირო, რომელმაც ოთხწლიანი კონრაქტი გააფორმა "ფინიქსთან". მიუხედავად ამისა, დედაქალაქური კლუბი თავისუფალი აგენტების ბაზარზე პასიურობს. არადა, დივიზიონში "ვაშინგტონის" კონკურენტებმა - "კოლამბუსმა" და "კაროლინამ" უკვე იზრუნეს შემადგენლობის გაძლიერებაზე, რაც მომავალი სეზონისთვის "კეპიტალზს" რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს. თუმცა კლუბის გენერალურ მენეჯერს ჯორჯ მაკფის კიდევ აქვს დრო საკმარისი გადაწყვეტილებების მისაღებად.

"ვაშინგტონის" ერთ-ერთი სვლა შეიძლება გახდეს იარომირ იაგრის მიწვევა, რომლის მიმართ ინტერესს კიდევ სამი კლუბი იჩენს.

"ტორონტოს" მწვრთნელი იდიოტია?

ბელარუსის ნაკრების ფორვარდმა მიხაილ გრაბოვსკიმ TSN-თვის მიცემულ ინტერვიუში "იდიოტი" უწოდა "ტორონტო მეიპლ ლივზის" მთავარ მწვრთნელს რენდი კარლაილს. ასეთი რეაქცია ჰქონდა ბელარუსს იმაზე, რომ კლუბმა, რომელშიც 2008 წლიდან თამაშობდა, ჰოკეისტის გაშვება გადაწყვიტა.

გრაბოვსკიმ განაცხადა, რომ მას მოსწონდა "ტორონტოში" თამაში, თუნდაც, კარგი გულშემატკივრების გამო. ჰოკეისტის სიტყვებით, ბოლო სეზონში ის არ გრძნობდა მხარდაჭერას კარლაილის მხრიდან, რის გამოც, კლუბში გარკვეული სირთულეები შეექმნა. "დიახ, მე ვერ ვიტანდი გოლებს. ვიცი, რომ ამაზე უნდა ვიმუშაო. მაგრამ, როცა მწვრთნელის მხარდაჭერას გრძნობ, წარმატება აუცილებლად მოვა", - დაამატა ჰოკეისტმა.

2012-13 წლების სეზონი უარესი იყო გრაბოვსკისთვის შედეგიანობის მხრივ. რეგულარული ჩემპიონატის 48 მატჩში მან 16 ქულა (9+7) დააგროვა, სტენლის თასის შვიდ მატჩში კი მხოლოდ ორი გოლით დაეხმარა თავის გუნდს.

ოთხ ივლისს ცნობილი გახდა, რომ "ტორონტომ" გამოისყიდა 29 წლის გრაბოვსკის კონტრაქტი, რომელიც 2017 წლის ზაფხულამდე იყო ძალაში. კლუბი ვალდებულია ბელარუსს რვა წლის განმავლობაში 14.33 მილიონი დოლარი გადაუხადოს.

"ტორონტოს" გარდა, გრაბოვსკი NHL-ში "მონრეალის" რიგებში თამაშობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ალექსანდრ ოვეჩკინი ორ სიმბოლურშია

VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 ტორპედო. ...იცის ფეხბურთის თამაში, მაგრამ არ იცის მთავარი...
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
არსენ ვენგერი შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს
"სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და არ ვიცი რატომ" - დავიდ სილვამ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
[VIDEO] როდესაც პრესკონფერენციაზე ცოლი გირეკავს - ნავასის სახალისო შემთხვევა ჟურნალისტებთან შეხვედრისას
მოლდოვა 1:0 საქართველო
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
ლუის ენრიკე: "კვარა" ძალიან მაღალი დონისაა - ფეხბურთელები მანქანები არ არიან
[VIDEO] კარიერაში პირველად - ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია!!!
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
ოლისე "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდის გამო დატოვებს
დარმიანი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ყველა დროის მესამე
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: იარომირ იაგრი - 1900
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: პირველი ჰეთ თრიქი, პირველი სისხლი...
იარომირ იაგრი NHL-ში ისევ ითამაშებს
იაგრის გეგმა: ევროპა, ოლიმპიადა, NHL
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: პირველი ვარსკვლავი "მოხუცი" იაგრია
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "ტორონტო" უმწვრთნელოდაა
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: წინ მხოლოდ გრეტცკი დარჩა
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: შვედების "დეტროიტი"