მესამე დღეა, რუსეთში, თათრეთის დედაქალაქ ყაზანში მიმდინარეობს მსოფლიოს უნივერსიადა, თუმცა მასში ჩვენი სტუდენტები ჯერჯერობით წარუმატებლად გამოდიან
მესამე დღეა, რუსეთში, თათრეთის დედაქალაქ ყაზანში მიმდინარეობს მსოფლიოს უნივერსიადა, თუმცა მასში ჩვენი სტუდენტები ჯერჯერობით წარუმატებლად გამოდიან. მათ შორის - საჭიდაო სახეობების წარმომადგენლებიც, რომელთაგანაც შეჯიბრებებში მხოლოდ ძიუდოისტები და ქამრიანი მოჭიდავეები ჩაერთნენ...

ძიუდოში ასპარეზობები უკვე ოთხ წონით კატეგორიაში გაიმართა, თუმცა 100-ში მონაწილე არ გვყოლია. დანარჩენებიდან კი ყველაზე უკეთ საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტი შალვა ნინიძე (81) გამოვიდა, რომელმაც ერთი შეხვედრის მოგება მაინც შეძლო.

ეს იყო პირველ წრეში, ტაჯიკ ფაროდ რაჰიმოვთან - შალვამ მას სწრაფად მიაღებინა ორი გაფრთხილება და ამის შემდეგაც სრულ უპირატესობას ფლობდა, რაც დასრულებამდე 25 წამით ადრე იპონში გადაზარდა.

ჩვენებური მომდევნო წრეში იაპონელთა მომავალ ჩემპიონ ტაკანორი ნაგასესთან წმინდად დამარცხდა. სამწუხაროდ, აქ უპირატესობა მთლიანად მეტოქის მხარეს იყო და გდებებამდე სამი გაფრთხილებაც მიითვალა.

ამ პერიოდში ნინიძემ მხოლოდ ის შეძლო, რომ ერთხელ გააფრთხილებინა, მაგრამ ბოლო წუთზე, სულ რაღაც 5-წამიანი ინტერვალით იაპონელმა ორჯერ დააგდო ვაზარიზე და სუფთად მოიგო.

ნინიძე სანუგეშოში გადაერთო, მაგრამ მედლის მოპოვების შანსი პირველივე შეხვედრაში დაკარგა - რუსთა ევროპის შარშანდელ ვიცე-ჩემპიონ მურატ ხაბაჩიროვთან სამი გაფრთხილებით წააგო.

ლევან მატიაშვილი (+100) პირველივე წრეში დამარცხდა რუს რენატ საიდოვთან. თავდაპირველად ჩვენებურმა გაფრთხილება მიაღებინა მეტოქეს, თუმცა მსაჯმა ნახევარი წუთის შემდეგ ორივე გააფრთხილა.

მატიაშვილს ამ ანგარიშის შენარჩუნება ხელს აძლევდა, მაგრამ შეხვედრის ზუსტად შუაწელში იპონზე მოჰყვა და გავარდა. პირველივე წრიდან გამოეთიშა ტურნირს დავით კარბელაშვილიც (90) - ყაზახ ისლამ ბოზბაევთან ოთხი გაფრთხილება მიიღო და სუფთად წააგო.

ვერც ქამარი შემოვირტყით

ქართველი სტუდენტები წარუმატებლად გამოდიან ქამრიან ჭიდაობებშიც, სადაც "თავისუფლად" მოჭიდავეებმა იასპარეზეს.

სამწუხაროდ, ჩვენებურთა უმეტესობა პირველივე შეხვედრაში დამარცხდა - იაკობ გაზდელიანმა (68) ლიტველ პოვილას ზუკაუსკასთან 0:6 წააგო, გიორგი ახალკაციშვილმა (62) ფრედ კი დაასრულა შეხვედრა სომეხ გორ მკრტიჩიანთან - 2:2, თუმცა გამარჯვება მაინც მეტოქეს დარჩა.

გიორგი დათუნაშვილი (80) უკრაინელ ერნან სეფეროვთან 5:7 დამარცხდა, გიორგი კობერიძემ (100) უზბეკ ნურიტდინ მაჰამადოვთან წააგო - 3:6.

პირველი წრე მხოლოდ ორმა ჩვენებურმა გადალახა - ომარ ნიაზაშვილმა (75) ტაჯიკ აზიზბეკ ქარობეკოვს 8:5 მოუგო, რუდოლფ ოგანეზოვმა (90) კი თურქ აჰმატ გოკბაიარაკს 7:4 სძლია. მეორე წრიდან ეს დუეტიც დაიშალა, რადგან ოგანეზოვმა მეოთხედფინალში უზბეკ ნოზიმჯონ იბრაჰიმჯონოვთან 0:7 წააგო.

ტურნირში ცალად დარჩენილმა ნიაზაშვილმა ერთი შეხვედრაც მოიგო - მეოთხედფინალში ყირგიზ ბეკნაზერ რუსლანოვს 2:0 სძლია, მაგრამ მერე ზედიზედ ორჯერ დამარცხდა - ნახევარფინალში რუს ალიბეკ ლეპსოკოვთან 0:5 დათმო, ბრინჯაოსთვის პაექრობაში კი უზბეკ ზაილობოდინ არტიკოვთან 3:6 წააგო.

დასასრულ, იმასაც შევნიშნავთ, რომ წლევანდელი უნივერსიადა საჭიდაო სახეობებში ვარსკვლავთა სიმრავლით გამოირჩევა. მაგალითად, რუსებმა უკლებლივ ყველა ნაკრებში ლამის ოპტიმალურ შემადგენლობას უხმეს.

მაგალითად, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გამოვლენ ოლიმპიური ჩემპიონები - რომან ვლასოვი (74) და ალან ხუგაევი (84), ქალთა ნაკრებში გამოვა ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ნატალია ვორობიოვა (78), "თავისუფლებში" კი მიიწვიეს ევროპის ჩემპიონი აბდუსალამ გადისოვი (96), მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი დენის ცარგუში (74) და რუსეთის წლევანდელი ჩემპიონატის გამარჯვებულები, რომლებსაც სექტემბერში მსოფლიოს პირველობაც ელოდებათ. ძიუდოში შედგება ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებულ არსენ გალსტიანის (60) დაბრუნება...

თუმცა რუსების ამბავი გასაგებია - უნივერსიადა მათთან ტარდება და სპორტული პოლიტიკიდან გამომდინარე, პირველობას ესწრაფვიან, მაგრამ ძიუდოში სხვა ქვეყნებიდანაც არაერთი ძლიერი ფალავანია ჩასული...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილია - ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრებს ჩაიბარებს
"არ ვაპირებ ისევ წავაგო, ისევ მე გავნადგურდე და ხალხი მშვიდად იყოს, თავის სკამებს უფრთხილდებოდნენ" - ეთერ ლიპარტელიანი
ლაშა გუჯეჯიანმა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა
"კვარა" ოქროს ბურთისთვის, მუნდიალის აღმოჩენა და სკანდალში მოხვედრილი მსაჯი - ევროპის სუპერთასის PREVIEW
U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
ლუკა დინი პსჟ-ში დაბრუნდა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"ტრაპზონსპორი" "ლივერპულის" კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
"ამას მოურინიოსგან არ ველოდი" - ფედე ვალვერდე
"იტალიური ფეხბურთის ძალიან მჯერა" - სესკ ფაბრეგასი
"ნეიმარმა "ოქროს ბურთი" მესის გამო ვერ მოიგო" - ბრაზილიელის ყოფილი აგენტი
"ტოტენჰემის" კაპიტანმა "არსენალში" გადასვლის სურვილი გამოთქვა
აბუაშვილმა "მეცს" "გენგამთან" გამარჯვება მოუპოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო ბთ 2-2 გაგრა. გამოსყიდული "დანაშაული"
კვარაცხელიასთან ერთად შეუტევს - მუნდიალის გმირი მალე პსჟ-ს ფეხბურთელი გახდება
[VIDEOS] ზივზივაძემ ჩემპიონატი გოლით, "ჰაიდენჰაიმმა" კი გამარჯვებით დაიწყო
ლუკა ზიდანმა ესპანეთში გუნდი გამოიცვალა
ჯიმი ტაბიძე თურქულ გუნდში გადავიდა
სამწუხარო ამბავი - ლიონელ მესის მამა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ბ/რ ჭიდაობა: საქართველოს ნაკრები "ევროპის ერთა თასზე" ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
აბუ-დაბის გრან სლემს მხოლოდ ავთანდილ ჭრიკიშვილი შემორჩა, რომელიც 1/4-ფინალში გავიდა
ზაგრების გრან პრი: ზაალიშვილისა და ღვინიაშვილის ოქროს მედლები და გუნდური პირველი ადგილი ვაჟთა შორის [VIDEO]
კიევის საერთაშორისო ტურნირი: 7 მედალი უჩემპიონოდ
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა "ევროპის ღია თასზე" წარუმატებლად იასპარეზა
ცინდაოს მასტერსი: ქართული ფინალი, ესპანეთის მონაწილეობით
ᓐᓮᕐᓚ
ანტალიის გრან პრი: ტატო გრიგალაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. ნაკრები: ევროპა შეკრებებზე გაირკვევა
ღამის კლუბში დაჭრილი ზურაბ დათუნაშვილი პალატაში გადაიყვანეს
ბაქოს გრან სლემი: ლაშა შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
ლიპარტელიანი, მატიაშვილი, თუშიშვილი და ღვინიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ [VIDEO]
გიორგი დათუნაიშვილი: "ჩიხურას" პლუსები უნდა გავანეიტრალოთ
ზაალიშვილი და მატიაშვილი უნგრეთის გრან სლემზე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ
ევროპის ჩემპიონატზე ღვინიაშვილმა, თუშიშვილმა და მატიაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს [VIDEO]
"სამტრედია" საქართველოს უმაღლესი ლიგის ჩემპიონია [VIDEO]
ბაქოს გრან სლემი. II დღე: შავდათუაშვილმა ბრინჯაოსთვის ბრძოლა წააგო