გუნდ And 1-ის ტრიუმფით დასრულდა პირველი საერთაშორისო ტურნირი 3X3-ზე ქუჩის კალათბურთში - Tbilisi Open 2013
გუნდ And 1-ის ტრიუმფით დასრულდა პირველი საერთაშორისო ტურნირი 3X3-ზე ქუჩის კალათბურთში - Tbilisi Open 2013.

სპორტის სასახლესთან გამართული მასშტაბური ტურნირი საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ორგანიზებითა და კომპანია All Tours-ისა და "ბორჯომის" სპონსორობით ჩატარდა.

ფინალური მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" პირდაპირ ეთერში, 22 საათიდან გადასცა.

Tbilisi Open 2013 ქუჩის კალათბურთში პირველი ტურნირია, რომელიც ფიბა-ს ეგიდით ჩატარდა. 3X3-ზე კალათბურთი ფიბა-მ თავის ოფიციალურ კალენდარში შეიყვანა, დიდ ყურადღებას აქცევს და ნელ-ნელა სპორტის ეს სახეობა ოლიმპიურ ფერხულშიც ებმება. 3X3-ზე კალათბურთი უკვე შეიტანეს ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე - იმართება მსოფლიოს, ევროპის და სხვადასხვა საკონტინენტო ტურნირი როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებსა და ასაკობრივ კატეგორიებში. ამას გარდა, თვეში რამდენიმე ფიბა-ს ტური ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

გამარჯვებულ გუნდ And 1-ს, რომლის ღირსებასაც ლაშა ეძგვერაძე, ირაკლი ალხანაიძე, ბექა ახალაია და დავით ეძგვერაძე იცავდნენ, ტურისტულმა კომპანია All Tours-მა სლოვენიაში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საგზურები გადასცა.

რაც შეეხება ფინალში დამარცხებულ "პანტერას" (მამუკა ტურაშვილი, ზაზა ღონღაძე, ამბროსი ორმოცაძე, გიორგი გაგნიძე), ვეტერანთა გუნდს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მარკეტინგის სამსახურის უფროსმა დავით არველაძემ ფულადი ჯილდო გადასცა. "პანტერას" წევრები სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ზაბახიძემ დიპლომებითა და მეორე საპრიზო ადგილის მფლობელისთვის განკუთვნილი მედლებით დააჯილდოვა.

ტურნირის მსვლელობისას ორგანიზატორებმა ჩატენვებისა და სამქულიანების ტურნირებიც ჩაატარეს და გამარჯვებულები შესაბამისი პრიზებით დააჯილდოვეს. სნაიპერთა კონკურსის ფინალში გუნდ "ქარიშხალას" წევრმა ნიკა ნოზაძემ Shooting Stars-ის მოთამაშე დავით ბაბუნაშვილი დაამარცხა, ხოლო ჩატენვების კონკურსი ჩემპიონი გუნდის ლიდერმა ირაკლი ალხანაიძემ მოიგო, რომელმაც ფინალში ტურნირის სირიელი მონაწილე მოჰამედ ალვაში დაამარცხა.

ჩემპიონობასა და ჩატენვების კონკურსთან ერთად, ალხანაიძემ Tbilisi Open 2013-ის საუკეთესო მოთამაშისთვის დაწესებული სპეციალური თასი და ფულადი ჯილდო მოიგო. ალხანაიძე განსაკუთრებით პლეი ოფის მატჩებში გამოირჩეოდა და And 1-ს უდიდესი დახმარება გაუწია, რაც დაუფასდა კიდეც.

ჩატენვების კონკურსის გამარჯვებული ვეტერანმა და ყველასთვის კარგად ნაცნობმა კალათბურთელმა, ანტონ კაზანჯიანმა დააჯილდოვა, ხოლო ტურნირის სნაიპერს საგანგებო თასი ერთ-ერთმა გამორჩეულმა სტრიტბოლერმა მიხეილ ამაშუკელმა გადასცა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშე, სამქულიანის და ჩატენვების კონკურსების გამარჯვებულები Tbilisi Open 2013-ის ერთ-ერთმა სპონსორმა, კომპანია "ბორჯომმა" სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა.

ტურნირის მსვლელობისას თამაშდებოდა ეროვნული ნაკრების წევრთა მაისურები. ტურნირის წამყვანი ხან მოედანზე იხმობდა მსურველებს და თუკი ბურთს ჩააგდებდნენ, მაისურს ჩუქნიდა, ხანაც ნაკრების ეკიპირებას მაყურებლებში ისროდა და ვინც მოიხელთებდა, საჩუქარიც მისი იყო.

ტურნირი საზეიმო ფოიერვერკითა და ზალპით დასრულდა. გამარჯვებულები საკუთარი წარმატებით გაბედნიერდნენ, მაყურებელს კი სპორტის სასახლესთან ნანახი სანახაობა კარგა ხანს გაჰყვება. 3X3-ზე კალათბურთი ფიბა-ს მხარდაჭერით საქართველოში ფეხს კიდევ უფრო მოიკიდებს - წინ კიდევ არაერთი საინტერესო ტურნირია.

superleague.ge

ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე