ცნობილი დანიელი ველომრბოლი ბიარნე რიისე წარსულს იხსენებს
ცნობილი დანიელი ველომრბოლი ბიარნე რიისე, რომელმაც 1996 წელს ტურ დე ფრანსი მოიგო, თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში აქტიური კარიერის იმ დეტალებს იხსენებს, რომელიც დოპინგის გამოყენებას ეხება. კერძოდ, სკანდინავიელმა გაიხსენა ეპიზოდი, როცა აკრძალული პრეპარატის უნიტაზში ჩარეცხვა მოუწია. ეს 1998 წლის ტურ დე ფრანსის დროს მოხდა, როცა ანტიდოპინგურმა სამსახურმა რიისეს მაშინდელ გუნდში - "დოიჩე ტელეკომში" ჩხრეკის ჩატარება გადაწყვიტა.

ავტობიოგრაფიულ წიგნში, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოვიდა გაყიდვაში, რიისემ დაწერა, რომ იმ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი იყო ერითროპოეტინის ამპულების უნიტაზში ჩარეცხვა.

წიგნში ისიც წერია, რომ მთელი კარიერის განმავლობაში რიისემ დოპინგზე ჯამში მილიონი დანიური კრონა (დაახლოებით 134 ათასი ევრო) დახარჯა. ველომრბოლთა სიტყვებით, ის აკრძალულ პრეპარატს ხშირად შინ მაცივარში ინახავდა.

რიისე არასოდეს ჩავარდნილა დოპინგზე, თუმცა 2007 წელს "დოიჩე ტელეკომში" დანიელის პარტნიორმა ბერტ დიტცმა აღიარა დოპინგის გამოყენება და იქვე გამოცხადა, რომ "დოიჩე ტელეკომში" აკრძალულ პრეპარატს ბევრი სპორტსმენი იღებდა. სულ მალე ბიარნე რიისემ პრესკონფერენცია მოიწვია და გამოაცხადა, რომ 1993-98 წლებში იღებდა ერითროპოეტინს, ზრდის ჰორმონებსა და კორტიზონს.

თავიდან დანიელს ჩამორთვეს 1996 წელს ტურზე მოპოვებული ტიტული, მაგრამ 2008 წლის ივლისში ისევ გამოაცხადეს ჩემპიონად. დღეისთვის რიისე დანიური ველოსაჯინიბოს "საქსო ბანკის" მფლობელი და მენეჯერი გახლავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა