ჟოზე მოურინიოს იმდენად სურს ფეხბურთელის ხელში ჩაგდება, რომ მზად არის, მას ლონდონური კლუბის ისტორიაში რეკორდული ხელფასი შესთავაზოსო
"დეილი მეილმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელით, 27 წლის უეინ რუნით დაინტერესებულ კიდევ ერთ კლუბზე გაავრცელა ინფორმაცია.

აქამდე ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის პოტენციურ მყიდველებად მიიჩნეოდნენ "ბარსელონა", "პარი სენ-ჟერმენი" (რომელიც გასაგები მიზეზების გამო ბრძოლას ჩამოშორდა) და "არსენალი". გამოცემა ირწმუნება, ჟოზე მოურინიოს იმდენად სურს ფეხბურთელის ხელში ჩაგდება, რომ მზად არის, მას ლონდონური კლუბის ისტორიაში რეკორდული ხელფასი შესთავაზოსო.

ლაპარაკია კვირაში 240 ათას ფუნტზე, რაც წელიწადში 12,480 მილიონს უტოლდება. 5-წლიანი კონტრაქტით კი რუნი სულ 62,5 მილიონს გამოიმუშავებს.

"ოლდ ტრეფორდზე" ის 250 ათასს იღებს, მაგრამ "იუნაიტედი" ახალი ხელშეკრულებით მას ანაზღაურების მნიშვნელოვნად დაკლებას სთავაზობს. იმისთვის, რომ "ჩელსის" მიერ შეთავაზებული ხელფასი დაიმსახუროს, ფეხბურთელმა კლუბის მენეჯმენტს პოზიცია უნდა შეაცვლევინოს და ლონდონელებთან მოლაპარაკებებზე დაითანხმოს.

"ჩელსის" დაჟინება გასაგებია, რადგან "მანჩესტერ სიტისა" არ იყოს, რადამელ ფალკაოსა და ედინსონ კავანისთვის ისიც იბრძოდა და თანაც, რაც დრო გადის, მაღალი დონის ფეხბურთელის ხელში ჩაგდების შანსები სულ უფრო მცირდება.

ფერდინანდი ურჩევს

რუნის დაუსრულებელ სატრანსფერო საგაზე კომენტარი გააკეთა "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა რიო ფერდინანდმა. აი, რას ამბობს ის:

"ვერ წარმომიდგენია, არსებობდეს კლუბი, სადაც უეინი თავს უფრო კომფორტულად იგრძნობს, ვიდრე ჩვენთან. კრიშტიანო რონალდოც ძალიან დიდი ფეხბურთელია, მაგრამ განა მან იმდენი ტიტული მოიპოვა, რამდენის შანსიც ჩვენთან ექნებოდა? იმის თქმა არ მინდა, რომ პორტუგალიელი არ უნდა წასულიყო, რადგან "რეალი" მისი ოცნება იყო.

ადამიანს, ვინც "ოლდ ტრეფორდზე" იმდენი ტიტული მოიპოვა, რამდენიც უეინმა, უნდა ესმოდეს, თუ რას ნიშნავს კლუბის განვითარების დინამიკა. ის საკმაოდ ჭკვიანია და გამოცდილი იმისთვის, რომ თავად განსაზღვროს, თუ სად ჯობია კარიერის გაგრძელება. თანაგუნდელების საქმე არ არის მისი განსჯა. მოვა დრო და ის ყველაფერს იტყვის. მოიესმა დამარწმუნა, რომ რუნი დარჩება, მაგრამ, მოდი, მაინც დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას".

თუ არა რუნი...

უკვე ვწერდით, რომ "ჩელსი" რამდენიმე დღეა, სერიოზულად მუშაობს "ასტონ ვილადან" კრისტიან ბენტეკეს ტრანსფერზეც. თუკი დედაქალაქელებს რუნის შეძენა არ გამოუვათ, მაშინ ისინი აქცენტს სწორედ 22 წლის ბელგიელზე გადაიტანენ. იმის მიუხედავად, რომ ფეხბურთელს მოქმედი ხელშეკრულება 2016 წლამდე აკავშირებს, ბენტეკემ ბირმინგემელებს უკვე მიმართა ოფიციალური წერილით და ტრანსფერზე დაყენება ითხოვა.

კრისტიანს შვებულება 18 ივლისამდე აქვს. ასე რომ, იქამდე კონკრეტულად საკითხის გადაწყვეტას არ უნდა ველოდეთ.

"იმედგაცრუებულები ვართ, რომ ფეხბურთელმა გაშვება გვთხოვა, რადგან მიგვაჩნია, რომ ისინი, ვინც ჩვენთან კონტრაქტით არიან დაკავშირებულნი, ჩვენს მისწრაფებებს, ძლიერი გუნდის ასაშენებლად, პატივს უნდა სცემდნენ. ის ვალდებულია, კიდევ სამი წელი დარჩეს ჩვენთან, თუმცა გადაწყვეტილად ვერაფერს მოგახსენებთ," - აცხადებს პოლ ლამბერტი.

ბევრად უფრო მშრალია პრესსამსახურის მიერ გავრცელებული კლუბის ოფიციალური განცხადება: "სატრანსფერო თხოვნა ბენტეკესგან ნამდვილად მივიღეთ. საპასუხოდ მას უკვე ვაცნობეთ, რომ თუკი გარკვეულ დრომდე სოლიდურ შემოთავაზებას მივიღებთ, აუცილებლად გავეცნობით. თუმცა იქამდე მას გუნდის სრულფასოვან წევრად განვიხილავთ, ფეხბურთელად, ვისი იმედიც შეიძლება გვქონდეს 2013/14 წლების სეზონში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჟოზე მოურინიოს სათადარიგო ვარიანტი - "ჩელსიმ" მზერა კრისტიან ბენტეკეს მიაპყრო

ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა
მოსახდენი მოხდა - კრისტიან ბენტეკე "არწივია"
"რუნი გვაკრიტიკებს? წინა წელს სად იყო?" - "ლივერპულის" კაპიტანმა ინგლისელს უპასუხა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"ვიცით, რომ არგენტინა ასე თამაშობს, მაგრამ მესისგან ამის დანახვა სამწუხარო იყო" - რუნიმ "ლა პულგა" გააკრიტიკა
"მისი დაუფასებლობა არ შეიძლება" - რუნიმ მბაპეზე ისაუბრა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
კრისტიან ბენტეკე რუნისთან წავიდა
ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: მესის 500, 16 და 4 376
მუნდიალი 2018. ფაქტები და ციფრები: ევროპის ყველა დროის ბომბარდირობისთვის
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
"VAR-ი სანაგვე ურნაში უნდა გადავაგდოთ" - რიო ფერდინანდი
ჯოშუა ზირკზე იტალიის ჩემპიონატს უბრუნდება
გრინვუდი "ფენერბაჰჩეს" 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO]"პრესა ყოველთვის სიმართლეს არ ამბობს" - კვარაცხელიამ დემბელეს ნეგატიური იმიჯის შესახებ ისაუბრა
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
ოფიციალურად - კაზემირო "ინტერ მაიამიში" მესისთან ერთად ითამაშებს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
შავი კატა კრისტიან ბენტეკესა და იურგენ კლოპს შორის
ხვიჩას პსჟ: ორი შემტევის გაშვება, "მანჩესტერთან" მატჩი - უახლოესი ამბები
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
"მისი რეინკარნაციაა" - ფერდინანდმა კვარა ბრიტანელ ფეხბურთელს შეადარა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
უარი პსჟ-ს, "მანჩესტერ იუნაიტედს" და "ჩელსის" - სამერვილი კარიერას "ალ-ჰილალში" გააგრძელებს
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
პრემიერლიგა. VII ტური: "ევერტონმა" და "კრისტალ პალასმა" ქულები გაიყვეს
"ვინ იყო ყველაზე რთული მეტოქე, ვისთანაც მითამაშია?" - კვარას ვრცელი ინტერვიუ რიო ფერდინანდთან
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს