დევისის თასს უახლოეს ხანში, შესაძლოა, სერიოზული ალტერნატივა გამოუჩნდეს
მამაკაცებს შორის მსოფლიოს არაოფიციალურ გუნდურ პირველობას - დევისის თასს უახლოეს ხანში, შესაძლოა, სერიოზული ალტერნატივა გამოუჩნდეს მსოფლიოს თასის სახით.

ამ პროექტის მთავარი ინიციატორი გახლავთ ბატჩ ბუჰგოლცი, რომელიც 2005 წელს დიდების დარბაზში შეიყვანეს ჩოგბურთის განვითარებისთვის შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. კერძოდ, ბუჰგოლცმა ხელი შეუწყო ფონდების, სასპონსორო სისტემისა და მარკეტინგული პოლიტიკის შექმნას, რამაც მთელს მსოფლიოში საჩოგბურთო ტურნირებს დიდი პოპულარობა მოუტანა. ეს ჩინოვნიკი საერთაშორისო საჩოგბურთო ორგანიზაციებში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

ახალ ტურნირში გათვალისწინებული იქნება დევისის თასის სტრუქტურის რამდენიმე ელემენტი (მაგალითად, მონაწილეთა კონტინენტალური პრინციპით დაყოფა), მაგრამ უმეტესად მასში ახალი მომენტები იქნება ჩადებული, რაზეც უკვე დიდი ხანია ლაპარაკობენ დევისის თასის რეფორმაციის მომხრეები. სიახლე იქნება მამაკაცთა და ქალთა ერთდროული მონაწილეობა, ძირითადი ტურნირის ორკვირიანი შემჭიდროებული გრაფიკი, რომლის კულმინაცია უნდა გახდეს "დიდი ოთხეულის" ფინალი ტურნირის მოქმედი ჩემპიონის მოედანზე.

"ჩვენ გვიყვარს დევისის თასი და პატივს ვცემთ ITF-ის (ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია) აზრს ამ ტურნირის განვითარების შესახებ. მაგრამ მათგან განსხვავებით ჩვენ სხვა გზა გვაქვს არჩეული. საკუთარი პროექტის განხორციელებაზე ფიქრი იმის გამო დავიწყეთ, რომ ITF-ის წევრი 205 ქვეყანა და დევისის თასის ორგანიზატორები არაფრის შეცვლას არ აპირებენ", - ამბობს ბუჰგოლცი.

მსოფლიოს თასის პირველ გათამაშებას 2013 წლისთვის გეგმავენ. ამ იდეას უკვე დაუჭირეს მხარი მაიკ დევისმა, რომელიც 12 წელი მუშაობდა დევისის თასის რეორგანიზაციაზე და ლამარ ჰანტმა - თანამედროვე პროფესიული ტურის დამაარსებელმა.

დევისისა და ბუჰგოლცის იდეის რეალიზაციის მნიშვნელოვანი ეტაპი უნდა იყოს პროექტის აღიარება ATP-სა და WTA-ის ხელმძღვანელთა მხრიდან.

"მსოფლიოს თასის მიმართ ტელეკომპანიების ინტერესი უკვე ძალიან დიდია. ყველაზე რთული იქნება - პროფესიული ტურის კალენდარში თავისუფალი ორი კვირის მონახვა. მაგრამ ვფიქრობ, მოთამაშეები და ტელევიზიები მზად არიან, რაც შეიძლება სწრაფად მოაგვარონ ეს პრობლემა", - აცხადებს ბუჰგოლცი.

ამ საკითხთან დაკავშირებით ITF-ის პოზიცია კონსერვატულია. ფედერაციის პრეზიდენტს რიჩი-ბიტის არაერთხელ უთქვამს, რომ ყოველთვის მზადაა დიალოგისთვის, მაგრამ ამავდროულად არსებობს დევისის თასის ჩატარების ძირითადი წესები, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ შეიცვლება.

"ITF-ის ყველა წევრი კმაყოფილია დევისის თასის ამჟამინდელი ფორმატით. მათ მოსწონთ სტადიონზე შექმნილი ატმოსფერო და კომერციული თვალსაზრისითაც ყველაფერი წესრიგშია. ჩვენ არ გვსურს ამ ტურნირის უფრო მეტად კომერციალიზაცია, ფედერაციის მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ჩოგბურთი უფრო მეტად პოპულარული გახდეს და მთელს მსოფლიოში უფრო მეტი მოედნები აშენდეს", - აღნიშნა რიჩი ბიტიმ.

დღევანდელი სქემის მოწინააღმდეგეთა ძირითადი პრეტენზიები კვლავაც დევისის თასის კალენდარს უკავშირდება, რის გამოც წამყვანი მოთამაშეები ხშირად უარს ამბობენ ეროვნული ნაკრების ღირსების დაცვაზე.

"ჯერჯერობით ჩვენ მხოლოდ გზის დასაწყისში ვიმყოფებით, მაგრამ მჯერა, რომ ეს ჩანაფიქრი განხორციელდება და მსოფლიოს თასი პოპულარობითა და საპრიზო ფონდით "დიდი სლემის" ტურნირებს გაუთანაბრდება", - ასკვნის ბუჰგოლცი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა