ოლე გუნარ სოლსკიაერი (ნორვეგიულად სულშარი ითქმის) იანვრიდან სამშობლოში დაბრუნდება და "მიოლდეს" ჩაუდგება სათავეში. ამ კლუბთან მან უკვე გააფორმა ოთხწლიანი კონტრაქტი...

ოლე გუნარ სოლსკიაერი (ნორვეგიულად სულშარი ითქმის) იანვრიდან სამშობლოში დაბრუნდება და "მიოლდეს" ჩაუდგება სათავეში. ამ კლუბთან მან უკვე გააფორმა ოთხწლიანი კონტრაქტი. იანვრამდე კი ახლო წარსულში ცნობილი ნორვეგიელი ფორვარდი "მანჩესტერში" მუშაობას განაგრძობს. შეგახსენებთ, "მანიუში" იგი დუბლშემადგენლობის მწვრთნელია.

სოლსკიაერს დამოუკიდებლად მუშაობის დიდი სურვილი ჰქონდა და "მიოლდეს" ხელმძღვანელობამ მას მთავარი მწვრთნელის პოსტი და კლუბის სატრანსფერო საქმიანობაში სრული კარტ-ბლანში შესთავაზეს. სოლსკიაერსაც ბევრი აღარ უფიქრია...

"იუნაიტედში" იგი 1996 წელს სწორედ "მიოლდედან" გადავიდა და ფეხბურთელის კარიერა "ოლდ ტრაფორდზევე" დაამთავრა 2007 წელს. სოლსკიაერის კარიერის უმნიშვნელოვანეს გოლს შეხსენება ნამდვილად არ სჭირდება, მაგრამ მაინც ვთქვათ, რომ 1999 წელს, "კამპ ნოუზე" გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მანჩესტერმა" "ბაიერნი" სწორედ ნორვეგიელის მიერ გატანილი ბურთით დაამარცხა.

"ჩემს გულში "იუნაიტედი" ყოველთვის დარჩება. აქ ხომ უბედნიერესი წლები გავატარე და გამარჯვებებთან ერთად, უზარმაზარი გამოცდილებაც მივიღე, რაც მომავალში აუცილებლად გამომადგება. არ ვიცი რა რანგში, მაგრამ ადრე თუ გვიან, აქ აუცილებლად დავბრუნდები, ახლა კი "მიოლდეში" მუშაობა გადავწყვიტე და ვიმედოვნებ, ჩემი სამწვრთნელო კარიერა წარმატებული გამოვა", - ამბობს ოლე გუნარი.

ფეხბურთის მოყვარული
სოლსკიაერი შეიძლება თბილისშიც ჩამოსულიყო 1996 წელს . ზუსტად ერთი თვით ადრე გადავიდა მანჩესტერ იუნაიტედში თბილისური მატჩების წინ მიოლდედან. არ ვიცი დინამო სოლსკიართან ერთად მოთამაშე მიოლდეს თუ გააგდებდა მაგრამ მის გარეშე დინამომ 2:1 0:0 ძლია მიოლდე .თბილისში გამართულ შეხვედრას დინამო 2:0 -ს იგებდა მერე გაგვიქვითეს ერთი ბურთი. სტადიონზე ვიყავი.
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა