რიგაში მყოფ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს სასტუმროში "სკონტოს" მთავარი მწვრთნელი თამაზ პერტია ეწვია
12 ივლისს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ნიკა ჭანტურია და ნიკა სანდოხაძე შეუერთდებიან და გია ცეცაძის განკარგულებაში უკვე თვრამეტივე რჩეული ფეხბურთელი იქნება.

ნაკრების ეს ორი მცველი 11 ივლისს ევროპალიგის განმეორებით მატჩს ჩაატარებს სლოვაკეთში და იქიდან პირდაპირ ლატვიაში გამოემგზავრება.

9 ივლისს ნაკრებმა კვლავ ორჯერ ივარჯიშა. ორჯერვე სრული დატვირთვით გაისარჯა შეკრებაზე ახლად ჩამოსული ნიკა კაჭარავა.

10 ივლისს დილის ვარჯიში არ იქნება, რადგან 11 ივლისს ნაკრებს პირველი ტესტ-მატჩი აქვს "სკონტოს" დუბლებთან.

მანამდე კი სასტუმროში "სკონტოს" მთავარი მწვრთნელი თამაზ პერტია გვეწვია. მას თან ლაშა დვალი და ირაკლი კლიმიაშვილიც ახლდნენ.

"სკონტოს" თავკაცმა სფფ-ის ოფიციალურ ვებგვერდთან კომენტარიც გააკეთა და ლაშა დვალზე ისაუბრა.

თამაზ პერტია ("სკონტოს" მთავარი მწვრთნელი):

"11 ივლისს, ევროპალიგაზე "სკონტოს" ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი ელის და რა თქმა უნდა, დადებით შედეგზე ვფიქრობთ. ჩვენს გუნდს კი ამის ძალა რეალურად შესწევს. გუნდი, ძირითადად, ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული.

მოლდოვაში, ევროპალიგაზე პირველი თამაში ჩაატარა ლაშა დვალმა. ასაკს არ აქვს მნიშვნელობა - ლაშა იმსახურებს ძირითად შემადგენლობაში თამაშს. იმდენად ჩამოყალიბებული ფეხბურთელის შთაბეჭდილებას ტოვებს, იმდენად კარგად ჯდება ჩვენს ტაქტიკაში და ადვილად უღებს ალღოს ყველაფერს, რომ ამ ასაკში ეს ნამდვილად იშვიათია.

ხანდახან წლოვან და გამოცდილ ფეხბურთელებსაც უჭირთ მწვრთნელსა და მის მოთხოვნებთან შეგუება. ლაშა უკვე იმდენად სერიოზული ფეხბურთელია, რომ ასეთი დონის მატჩებში მისი ნდობა სულაც არაა რისკი.

რადგან დავაყენე, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ბიჭს ვენდობი და მან ეს ნდობა გაამართლა. მოლდოვურ მატჩში მის წინააღმდეგ საკმაოდ სერიოზული თავდამსხმელი თამაშობდა, რომელიც სხვადასხვა წელს იყო განის ახალგაზრდული ნაკრებების წევრი... მისი თამაშიდან გამომდინარე, ლაშასთვის სულ ერთია, ვის წინააღმდეგ ითამაშებს - ის ძალიან თამამი და მოურიდებელია.

თუმცა, ეს იმას არ გულისხმობს, რომ 18 წლის ბიჭი უკვე მზადაა, ყველა თამაში ძირითადში ითამაშოს. ის ახლა იწყებს ყველაფერს და ბევრი უნდა იშრომოს. დღესდღეობით კი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დვალი არის იმ 11 ფეხბურთელში, რომელიც მინდორზე გადის და თამაშს იწყებს.

ეს, რაღა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ნაკრებისთვისაც, სადაც ლაშა ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა. მე ვფიქრობ, ნაკრებში დვალი უფრო თამამი და გაბედული იქნება, მით უმეტეს, ამ ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ყველა მისი ტოლია".

შეგახსენებთ, რომ 11 ივლისს "სკონტო" ტირასპოლურ გუნდს უმასპინძლებს. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები სრული შემადგენლობით დაესწრება თანაგუნდელის თამაშს და ყველა ერთად გაამხნევებს ლაშა დვალს.

თამაზ პერტიას შეფასებები კი, ვფიქრობთ, ძალზე საინტერესო და გასახარია, რადგან ჩვენი 19-წლამდელთა ნაკრების მცველს ასეთ მაღალ ნდობას უცხადებს და საქებარ სიტყვებსაც არ იშურებს. იმედია, მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე ლაშა დვალი თავისი თამაშით დაამტკიცებს და გაამყარებს მისი მისამართით გამოთქმულ ყველა მოსაზრებას.

სფფ-ის პრესსამსახური

რიგა, ლატვია

ასევე იხილეთ:

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატიდან ტელერეპორტაჟი არ გვექნება?

თამაზ პერტიას ლატვიაში მტრები ჰყავს - ემუქრებიან და მანქანას უღებავენ

[გაიცანით 19-წლამდელები] ლაშა დვალი: ჩვენი თაობა წინას შეცდომებზე გაიზარდა

U17 | უელსი 2:2 საქართველო - პირველი ადგილი B ლიგის ჯგუფში
U17 | ანდორა 0:1 საქართველო
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
გულიაშვილს ორი გოლი გაუუქმეს - "რასინგმა" მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა
მიქაუტაძის 85 წუთი - "ვილიარეალმა" "სელტას" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
დვალი სოფიის ცსკა 1948-სთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს
[ჩვენ და ლატვიელები] გავასწოროთ ანგარიში
ლაშა დვალი: სხვა გზა თუ არ არის, "რედინგს" ამაზე უნდა დავთანხმდე...
"ვინც უნდა იყოს ნაკრების მწვრთნელი, მჯერა, შრომას არ დამიკარგავს"
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
ლაშა დვალი: შეგვიძლია ჩვენი გულშემატკივრების გახარება
ზაზა ჯანაშია: ქართველი მწვრთნელები სამშობლოს რეკლამას უკეთებენ
გოჩოლეიშვილი და დვალი კონფერენს ლიგაზე შეცვლაზე შევიდნენ
ზურაბ ჯაფიაშვილი და "სკონტო": რა იქნება ხვალ?
კონფერენს ლიგაზე დვალის და გოჩოლეიშვილის გუნდების მეტოქეები გაირკვა
დვალი "ცსკა 1948"-ის ფეხბურთელია
Geo Team: "ბაიერნის" ფეხბურთელს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში უხმეს
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი
[ლეგიონი ევროპალიგაზე] ორი გოლი და მწვრთნელების წარმატება [VIDEO]
ᓠᓘᓒᓘᓡ "ᓡᓙᓝᓜᓢᓝᓛ" ᓘᓠᓐᓙᓚᓘ ᓙᓚᓘᓛᓘᓐᓨᓕᓘᓚᓘᓡᓐ ᓓᓐ ᓚᓐᓨᓐ ᓓᓕᓐᓚᓘᓡ ᓒᓝᓚᓔᓑᓘᓗ ᓛᓝᓘᓒᓝ
თამაზ პერტიამ ლატვიაში იჩხუბა, მისი "სკონტო" კი ჩემპიონატიდან მოკვეთეს
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
ლეგიონი ევროპალიგაზე: ვერც ცხადაძემ მოიგო, ვერც ბერიძემ
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
თამაზ პერტია რიგის "სკონტოს" ერთგულია
ლეგიონი ევროპის ლიგაზე: აქაც კრახი!
რევაზ ძოძუაშვილი: ეს სიტყვები საბოლოოდ უნდა ამოვიგდოთ თავიდან...
დვალმა პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა