ესპანელმა ის მიზეზები დაასახელა, რის გამოც პარიზის მასტერსში არ მონაწილეობს
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე დაასახელა ის მიზეზები, რის გამოც ამ კვირას პარიზის მასტერსში არ იღებს მონაწილეობას. ამასთან, ესპანელმა დაამშვიდა საკუთარ გულშემატკივრები და მათ ლონდონში ATP-ის წლის შემაჯამებელ ტურნირში თამაში დაპირდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ესპანელმა მოულოდნელად გამოიტანა განაცხადი პარიზის მასტერსიდან. მაშინ ნადალმა განაცხადა, რომ მხართან დაკავშირებული პრობლემები აქვს და ეს დაზიანება იმით არის გამოწვეული, რომ გასულ კვირას აქტიურად ამუშავებდა მოწოდების ტექნიკას.

"რა თქმა უნდა, პარიზში თამაში ძალიან მინდოდა. ეს სეზონის ბოლო მასტერსი და ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ტურნირია. გამიჭირდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. სინამდვილეში დაზიანება სერიოზული არ არის, უბრალოდ თავის დაზოგვა გადავწყვიტე. პარიზში შეიძლება ტრავმა გამიზეზებულიყო, ეს კი ლონდონსა და მომავალი სეზონის სასტარტო ტურნირებზე თამაშში შემიშლიდა ხელს. ახლა ნაკლებად ვნერვიულობ, რადგან მოვასწრებ წლის ბოლო ტურნირისთვის სრულად გამოჯანმრთელებას", - განაცხადა ნადალმა.

შარშან ლონდონში ნადალი ტრავმების სერიის შემდეგ ჩავიდა და ვერ აჩვენა ჩვეული თამაში. ესპანელმა ჯგუფურ ეტაპზე სამი შეხვედრა წააგო რობინ სიოდერლინგთან, ნოვაკ ჯოკოვიჩთან და ნიკოლაი დავიდენკოსთან.

"მოტივაციის მხრივ ყველაფერი წესრიგშია. შარშანდელი წარუმატებლობის შემდეგ მაქსიმალურად ვეცდები უკეთესად გამოსვლას. ახლა სწორედ ამაზე ვფიქრობ, - ამბობს მსოფლიოს პირველი ჩოგანი. - თუმცა წარმატების მიღწევა რთული იქნება, რადგან ჩემთვის ლონდონის ტურნირი ყველაზე რთულია სათამაშოა. ამის მიზეზი კორტის საფარია, რომელიც ძალიან მოუხერხებელია ჩემი სტილის მოთამაშისთვის".

ნადალმა სეზონში პირველმა გაინაღდა სეზონის მთავარ ტურნირში გამოსვლა. მის გარდა ეს უფლება მოიპოვეს - როჯერ ფედერერმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, ენდი მიურეიმ და რობინ სიოდერლინგმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
[VIDEO] მამუკელაშვილის 26 წუთი - "ტორონტო" "ბოსტონთან" დამარცხდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა