ლეგენდარული ამერიკელი ჩოგბურთელი მშობლიურ ქალაქ ოსტრავაში დაბრუნდა
მშობლიურ ქალაქ ოსტრავაში დაბრუნდა ლეგენდარული ამერიკელი ჩოგბურთელი ივან ლენდლი. მან ყოფილი თანაქალაქელები და თანამემამულეები საჩვენებელი მატჩით გაახარა, რომელშიც ყოფილი ჩეხი ჩოგბურთელის მეტოქე შვედი ლეგენდა ბიორნ ბორგი იყო. აღსანიშნავია, რომ წელს ლენდლი 16-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა კორტზე და პირველ გამარჯვებას მიაღწია - 6:4, 7:5. 50 წლის ივანმა წინა ხუთ შეხვედრაში ხუთივე წააგო.

ასევე ცნობილი გახდა, რომ "დიდი სლემის" ტურნირების რვაგზის გამარჯვებული ჩეხეთის პასპორტის დაბრუნებას აპირებს. ლენდლმა მოქალაქეობა 1986 წელს შეიცვალა და ამერიკელი გახდა. ახლა აცხადებს, რომ უკვე შეიტანა განაცხადი ჩეხეთის პასპორტის მიღებაზე, რადგან მის გარეშე პრობლემატური იყო სამშობლოში ჩასვლა. ივანს ორმაგი მოქალაქეობის მიღება სურს.

ბოლოს ლენდლი ოსტრავას 1998 წელს სტუმრობდა, როცა ის ამ ქალაქის საპატიო მოქალაქე გახდა.

ამერიკელის კორტზე მორიგი გამოჩენა 2011 წლის 28 თებერვალს არის დაგეგმილი. ნიუ იორკის "მედისონ სკვერ გარდენში" გაიმართება საჩვენებელი ტურნირი ლენდლის, ჯონ მაკინროის, პიტ სამპრასისა და ანდრე აგასის მონაწილეობით. ნახევარფინალში ივანი ჯონს შეხვდება, პიტი - ანდრეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა