NHL-ის სნაიპერი ხორვატიაში წავიდა
ტორონტოში გამართულ ცერემონიაზე ჰოკეის დიდების დარბაზში სამი ახალი წევრი მიიღეს - კრის ჩელიოსი, სკოტ ნიდერმაიერი და ბრენდან შენეჰანი. აღვნიშნავთ, რომ კანდიდატებს უნდა მიეღოთ დიდების დარბაზის სპეციალური კომისიის 18 წევრის ხმათა სამი მეოთხედი.

სკოტ ნიდერმაიერმა კარიერაში ოთხჯერ მოიგო სტენლის თასი, ორჯერ - ოლიმპიური თამაშები და მსოფლიოს ჩემპიონატები "დიდებსა" და ახალგაზრდებს შორის. ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ორი კლუბის - "ნიუ ჯერსისა" და "ანაჰაიმის" ღირსება დაუცავს და თითოჯერ აქვს მოგებული "ნორის ტროფი" და "კონ სმიტ ტროფი", აგრეთვე სამჯერ მოხვდა სეზონის პირველ სიმბოლურ ნაკრებში. მის ანგარიშზეა "ყველა ვარსკვლავის მატჩში" ხუთი მონაწილეობა. სულ ლეგენდარულმა მცველმა NHL-ში 1263 მატჩი ჩაატარა და 740 ქულა (172+568) დააგროვა.

ჩელიოსს კარიერაში "მონრეალის", "ჩიკაგოს", "დეტროიტისა" და "ატლანტას" რიგებში უთამაშია. 26 სეზონის განმავლობაში, დიადმა ამერიკელმა მცველმა სამჯერ ასწია თავს ზემოთ სტენლის თასი. სულ ლიგაში 1651 მატჩი ჩაატარა და 948 ქულა (185+763) მოიხვეჭა. ის ერთხელ დასახელდა სეზონის საუკეთესო მცველად, იყო 2002 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი და ცხრაჯერ მიიღო მონაწილეობა "ყველა ვარსკვლავის მატჩში".

რაც შეეხება ბრენდან შენეჰანს, მის კარიერაში ხუთი კლუბი იყო: "ნიუ ჯერსი", "სენტ ლუისი", "ჰარტფორდი", "დეტროიტი" და "რეინჯერსი". რეგულარულ ჩემპიონატში ჩატარებულ 1524 მატჩში მან 1354 ქულა (656+698) მიითვალა. რვაჯერ ითამაშა "ყველა ვარსკვლავის მატჩში", იყო 2002 წელს ოლიმპიური ჩემპიონი და 1994 წელს - მსოფლიოს ჩემპიონი.

NHL-ის სნაიპერი ხორვატიაში წავიდა

ჰოკეის კონტინენტალურ ლიგაში მოთამაშე "ზაგრებმა" ახალი სეზონისთვის შემადგენლობა 32 წლის კანადელი ფორვარდით ჯონათან ჩიჩუთი შეავსო.

2005-06 წლების სეზონში, როცა ჩიჩუ "სან ხოსე შარქსის" ღირსებას იცავდა, ფორვარდი რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო სნაიპერი გახდა - 82 მატჩში 56 შაიბა გაიტანა და "მორის რიშარ ტროფი" მოიგო.

საერთო ჯამში, კანადელმა NHL-ში 501 მატჩი ითამაშა და 305 ქულა (170+135) დააგროვა. ჰოკეის ეროვნულ ლიგაში თავისი ბოლო მატჩი ჩიჩუმ 2010 წელს ჩაატარა, რის შემდეგაც ჰოკეის ამერიკული ლიგის (AHL) კლუბებში თამაშობდა. გასული სეზონი მან "ოკლაჰომა სიტი ბარონსში" გაატარა, რომელიც "ედმონტონ ოილერზის" ფარმკლუბი გახლავთ.

გარდა ამისა, "ზაგრებმა" კიდევ ორ კანადელ ფორვარდთან - ბრაიან უილისთან და მეტ მიორლისთან გააფორმა კონტრაქტები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NHL-ის ბაზარზე აქტიურობაა

VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...