ნაჩუქარი ბიჭი და ამოყვინთული წყალქვეშა ნავი
1-ელ ივლისს ესპანეთში, ისევე, როგორც დანარჩენ ევროპაში, სატრანსფერო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა, თუმცა მანამდე უკვე ბევრი რამ გადაწყდა. ივნისის თვეში მომხდარ ესპანურ ტრანსფერებს უკვე სამი მასალა ვუძღვენით. ახლა კი ივლისის თვის პირველი დეკადის ჯერია.

წინა მიმოხილვაში აქცენტი "ბილბაოსა" და "სევილიას" სატრანსფერო სიახლეებზე გავაკეთეთ. ანდალუსიელები ისევ აქტიურობენ, ამიტომაც მათ კიდევ მივუბრუნდებით, თუმცა დღეს უფრო დეტალურად ელიტაში დაბრუნებულ "ელჩესა" და "ვილიარეალზე" შევჩერდებით, ვალენსიის მხარის ორ კლუბზე.

ნაჩუქარი ბიჭი

"ელ გუახე" ასტურიულად ბიჭუნას ნიშნავს - ასე შეარქვეს დავიდ ვილიას სამშობლოში და მას მერე შერჩა ეს მეტსახელი. ესპანეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი (56 გოლი) ამ კვირას ყურადღების ცენტრში მოექცა - 31 წლის "ელ გუახე" მადრიდის "ატლეტიკოში" გადავიდა. მართალია, ის დიდი ხანია, აღარ არის ბიჭუნა, მაგრამ ვილიას სანაცვლოდ გადასახდელი 5,1 მილიონი ევრო (თანაც სამი წლის განმავლობაში) მეტისმეტად ცოტა გვეჩვენება. ნეიმარით გაძლიერებულმა "ბარსამ", უბრალოდ, მოიშორა ფეხბურთელი.

ვილია მეშახტეთა ქალაქ ლანგრეოს კლუბის აღზრდილია. ის 18 წლის ასაკში მოხვდა ხიხონის "სპორტინგში", ჯერ სარეზერვო გუნდში. და აი, პირველი ტრანსფერიც შედგა - 2003 წელს 21 წლის ფეხბურთელი 3 მილიონ ევროდ გაიყიდა "სარაგოსაში", უკვე ორი წლის მერე "ელ გუახეში" "ვალენსიამ" 12 მილიონი გადაიხადა. გავიდა კიდევ 5 წელიწადი და დავიდ ვილიამ "ბარსელონას" მაისურა 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ მოირგო. ვილიას მხრებზე ლა ლიგის 461 მატჩში 235 გოლია.

აი, ასეთი ფეხბურთელი "ატლეტიკომ" მიიღო 2,1 მილიონ ევროდ მომავალ სეზონში და მერე ვნახოთო...

"ატლეტიკოს" თემა რომ დავასრულოთ, ვიტყვით, რომ 23 წლის მეკარე ხოელ რობლესი, როგორც იქნა, დაშორდა მადრიდულ კლუბს - ის ხან "რაიო ვალეკანოსა" და "უიგანში" იყო განათხოვრებული, ხან სკამს "ხეხავდა". რობლესი საბოლოოდ წავიდა - "ევერტონმა" მას 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა და არაოფიციალური ცნობით, "ატლეტიკოს" 5 მილიონი მიუთვალა.

გადარჩენილი ყვითელი ნავი

"ვილიარეალს" ბევრი შესანიშნავი მეტსახელით იცნობს - "ელ სუბმარინო ამარილიო", ანუ "ყვითელი წყალქვეშა ნავი". ვალენსიის მხარის პატარა ქალაქის გუნდმა პრიმერა პირველად 1998 წელს ნახა. მისი "ოქროს ხანა" კი ამ საუკუნეზე მოდის.

შარშანდლამდე "ელ სუბმარინო" ყოველთვის ესპანეთის 8 საუკეთესო გუნდში ასრულებდა პირველობას (2008-ში მე-2 ადგილზე გავიდა). აქ ქუხდნენ გეორგე კრაიოვეანუ, სონი ანდერსონი, დიეგო ფორლანი, ხუან რომან რიკელმე, ნიჰათი, ნილმარი, ჯუზეპე როსი... გუნდი ბრწყინვალედ თამაშობდა ევროთასებზეც. აი, ასეთი კარგი "წყალქვეშა ნავი" გავარდა, მაგრამ ფსკერზე არ ჩარჩა და პირველივე ცდაზე ელიტაში ამოყვინთა.

9 ივლისს, ელიტაში დაბრუნებულმა, აქ გაჩერების სერიოზული განაცხადი გააკეთა - "მალიორკადან" ჯოვანი დოს სანტოსი იყიდა. მექსიკელი ფორვარდი "მალიორკას" ლამის ერთადერთი ნათელი წერტილი იყო. 24 წლის ფეხბურთელი ახლა "ვილიარეალისთვის" გაიტანს. ჯოვანიმ 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, მასში 6 მილიონი ევრო გადაიხადეს.

"ბედნიერი ვარ, რომ კარიერის მორიგი ნაბიჯი გადავდგი და დიდ კლუბში ვითამაშებ, როგორიც "ვილიარეალია". დიდებული სეზონი გველის", - განაცხადა მექსიკელმა.

ჯოვანი კლუბის პრეზიდენტ ფერნანდო როიგის ერთადერთი შენაძენი არ არის. ახლახან ვალენსიელებმა ორი კარგი მცველი და ერთი ნახევარმცველიც დაიმატეს. მცველები სლავები არიან: 27 წლის სლოვენიელი ბოიან იოკიჩი (კიევო) და 21 წლის სერბი ალექსანდარ პანტიჩი (ცრვენა ზვეზდა). მათში "ელ სუბმარინოს" ცენტიც არ გადაუხდია. ნახევარმცველმა ტომას პინამ კი ჯოვანის გზა გამოიარა (ჯოვანიმდე) - 5 ივლისს 25 წლის ფეხბურთელმა 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა "ვილიარეალთან", "მალიორკამ" კი 4 მილიონი ევრო მიიღო.

ბუნებრივია, გუნდიდანაც წავიდნენ: ვეტერანები მარკოს სენა (ნიუ იორკ კოსმოსი) და ოლოფ მელბერგი (კოპენჰაგენი) და ახალგაზრდებიც ხერარდ მორენო (მალიორკა) და ხოან ორიოლი (ოსასუნა).

პასიური "ელჩე"

"ელჩეც" ვალენსიის მხარის კლუბია. ის 1989 წლის მერე პრიმერადივიზიონში არავის უნახავს. ალიკანტელთა "ოქროს ხანა" უფრო 60-70-იან წლებზე მოდის, როცა გუნდი რეგულარულად ელიტაში იყო - საუკეთესო მიღწევა მე-5 ადგილი 1964 წელს.

სეგუნდას ჩემპიონი "ვილიარეალივით" აქტიური ვერ არის. "ელჩემ" სამი ფეხბურთელი დაიმატა: გამოცდილი მანუ დელ მორალი და მიროსლავ სტევანოვიჩი "სევილიადან" იჯარით.

ასევე იჯარით "ბარსელონას" სარეზერვო გუნდის წევრი დავიდ ლომბანი გაიფორმა. თუ ვალენსიური კლუბი დარჩენილ სატრანსფერო სეზონში არ გააქტიურდება, მას სეგუნდაში დაბრუნების ფავორიტად მივიჩნევთ.

თარ. ფეხბურთელი საიდან სად თანხა

1 ივლ ჩაბი ეჩეიტა ელჩე ბილბაო თ.ა.

1 ივლ ხავი ფუეგო ვალეკანო ვალენსია თ.ა.

1 ივლ კიკე სოლა ოსასუნა ბილბაო 4 მლნ.

1 ივლ ნოლიტო ბენფიკა სელტა 2,6 მლნ.

1 ივლ ხოან ორიოლი ვილიარეალი ოსასუნა თ.ა.

2 ივლ ალეხანდრო პოსუელო ბეტისი სუონსი 0,5 მლნ.

2 ივლ მარკ მუნიესა ბარსელონა სტოკი თ.ა.

2 ივლ ჩორი დომინგესი ვალეკანო ოლიმპიაკოსი თ.ა.

3 ივლ ესეკილ კალვენტე ბეტისი უელვა იჯარა

3 ივლ მანე ხეტაფე მაკაბი თ. თ.ა.

4 ივლ იგორ მარტინესი ბილბაო მირანდესი თ.ა.

4 ივლ ნიკოლას პარეხა სპარტაკი სევილია იჯარა

4 ივლ ხოსე ანხელი რომა სოსიედადი იჯარა

4 ივლ ბობლი ანდერსონი კასაბლანკა მალაგა თ.ა.

4 ივლ ბოიან იოკიჩი კიევო ვილიარეალი თ.ა.

5 ივლ დიეგო გარსია ალმერია პონფერადინა თ.ა.

5 ივლ ტომას პინა მალიორკა ვილიარეალი 4 მლნ.

5 ივლ ხოსელუ მორენო ვილიარეალი უელვა თ.ა.

5 ივლ ტონიო გრანადა ელჩე თ.ა.

5 ივლ მარიო ალვარესი ბეტისი ელჩე თ.ა.

5 ივლ გაი ასულინი რასინგი გრანადა თ.ა.

5 ივლ დიეგო მარინიო ვილიარეალი ვალიადოლიდი თ.ა.

5 ივლ ორიოლ რიერა ალკორკონი ოსასუნა თ.ა.

5 ივლ იოან მოხიკა დეპ. კალი ვალეკანო იჯარა

5 ივლ გილერმო სარა ატლ. რაფაელა ბეტისი 0,8 მლნ.

5 ივლ ფლორიან ლეჟონი ვილიარეალი ბრესტი იჯარა

5 ივლ მანუ დელ მორალი სევილია ელჩე იჯარა

5 ივლ მიროსლავ სტევანოვიჩი სევილია ელჩე იჯარა

6 ივლ ბოიან კრკიჩი ბარსელონა აიაქსი იჯარა

6 ივლ მიგელ პალანკა ელჩე ნუმანსია თ.ა.

6 ივლ ხოსე ბარკერო ლევანტე სარაგოსა თ.ა.

6 ივლ აბდელ ბარადა ხეტაფე ალ ჯაზირა 10 მლნ.

6 ივლ ფერნანდო ტისონე სამპდორია მალაგა თ.ა.

6 ივლ ალვარო გარსია სან ფერნანდო გრანადა თ.ა.

6 ივლ სერჟიო პინტო ჰანოვერი ლევანტე თ.ა.

6 ივლ მიგელ ლინარესი ელჩე უელვა თ.ა.

6 ივლ ხესუს ვასკესი დეპორტივო უელვა თ.ა.

6 ივლ ჟერემი ტულალანი დეპორტივო უელვა 5 მლნ.

7 ივლ ალექსანდარ პანტიჩი ცრვენა ზვეზდა ვილიარეალი თ.ა.

7 ივლ სერხიო როდრიგესი ბეტისი ბარსელონა II იჯარა

7 ივლ კრისტიან ალვარესი ესპანიოლი სან ლორენსო თ.ა.

8 ივლ ერიკ აბიდალი ბარსელონა მონაკო თ.ა.

8 ივლ ხოსე მანუელ კასადო ვალეკანო ლევანტე თ.ა.

8 ივლ ხერარდ მორენო ვილიარეალი მალიორკა იჯარა

8 ივლ დავიდ ვილია ბარსელონა ატლეტიკო 5,1 მლნ.

8 ივლ დავიდ ლომბანი ბარსელონა II ელჩე თ.ა.

8 ივლ დუგლას დოს სანტოსი ნაუტიკო გრანადა თ.ა.

9 ივლ ხოსე კალეხონი რეალი ნაპოლი 10 მლნ.

9 ივლ სილვიო ატლეტიკო ბენფიკა იჯარა

9 ივლ ხოელ რობლესი ატლეტიკო ევერტონი 5 მლნ.

9 ივლ ჯოვანი დოს სანტოსი მალიორკა ვილიარეალი 6 მლნ.

9 ივლ ოლოფ მელბერგი ვილიარეალი კოპენჰაგენი თ.ა.

9 ივლ ხავი ფლანიო ელჩე მირანდესი თ.ა.

9 ივლ კრისტიან ბუსტოსი ელჩე მირანდესი იჯარა

9 ივლ კარლოს ბაკა ბრიუგე სევილია 7 მლნ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დავიდ ვილია: ღმერთმა ქნას, აქაც ისეთივე ბედნიერი ვიყო, როგორც "ბარსელონაში"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"კვარა"? შეიძლება, ოსიმენზე მაღლაც დგას" - დავიდ ვილია ქართველის თამაშით აღფრთოვანებულია
"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" "ელჩეს" ვერ მოუგო
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
ᓛᓔᓥᓡᓘᓙᓐ-ᓙᓐᓛᓔᓠᓣᓜᓘ 1:0 - ᓛᓡᓐᓯᓝ, ᓩᓐᓗᓕᓐᓚᓔ ᓜᓐᓦᓓᓘ ᓒᓝᓚᓔᓑᓘ! [VIDEO]
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ელჩესთან" მატჩში?
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
დავიდ ვილიას ისტორია: მენახშირე მამა, კოჭლად დარჩენის საშიშროება და ავსტოსადგომზე დაწყებული საფეხბურთო კარიერა
ჯოვანი და ჯონათან დოს სანტოსები ისევ ერთად ითამაშებენ
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ᓰᓝᓚᓐᓜᓓᓘᓐ-ᓛᓔᓥᓡᓘᓙᓐ 2:1 - ᓰᓝᓚᓐᓜᓓᓘᓣᓠᓘ ᓡᓐᓡᓬᓐᓣᓚᓘ ᓤᓝᓠᓢᓐᓚᓔᓖᓐᓨᓘ
[VIDEO] მიქაუტაძის 84 წუთი და სათადარიგო საზონოვი - "ვილიარეალმა" "ხეტაფეს" სძლია
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
დავიდ ვილია MLS-ს ტოვებს, დაბრუნდება ვეტერანი თავდამსხმელი ესპანეთში?
ფეხბურთს დაუბრუნდა - დავიდ ვილია "ატლეტიკოში" დასაქმდა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
3 წლის შემდეგ: დავიდ ვილია ნაკრებში გამოიძახეს
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
ᓛᓣᓜᓓᓘᕐᓚᓘ 2014: ᓠᓐᓤᓐ ᕛᓐᓠᓙᓔᓡᕘᓡ ᓛᓔᓝᓗᓮᓔ ᓛᓣᓜᓓᓘᕐᓚᓘ
მიქაუტაძე შეცვლაზე და პსჟ-სთან გაბითურებული "ვილიარეალი"
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძემ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა და გაამხილა, რომელ კლუბს ქომაგობს
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
[VIDEO] რა აზრი აქვს, ვინ ითამაშებსო... - პსჟ-მა "ვილიარეალს" კაპიტულაცია გამოაცხადებინა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
პსჟ-მა "ვილიარეალის" განადგურებით ჩემპიონთა ლიგაზე 2 რეკორდი დაამყარა
[VIDEO] სეზონის საუკეთესო გოლი? - გიულერმა 70 მეტრიდან გაიტანა
[VIDEO] მიქაუტაძეს შედევრამდე ცოტა დააკლდა - "ვილიარეალმა" "ელჩე" დაამარცხა
ᓛᓔᓥᓡᓘᓙᓐ-ᓙᓐᓛᓔᓠᓣᓜᓘ 1:0 - ᓡᓐᓛᓐᓠᓗᓐᓚᓛᓐ ᓞᓣᓠᓘ ᓑᓝᓚᓝᓡ ᓭᓐᓛᓐ [VIDEO]
[VIDEO] ლა ლიგაში გულიაშვილის დებიუტი შედგა - "რასინგმა" "ელჩეს" მოუგო
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ტომას ვერმაელენი ინიესტასა და ვილიას თანაგუნდელი გახდება
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
რეალი-ვილიარეალი 4:2 - 6-გოლიანი თრილერი [VIDEO]
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს