10 ივლისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა
10 ივლისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გამართა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციამ, რომელიც ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში ჩატარებულ ევროპის პირველობებს მიეძღვნა.

მოგეხსენებათ, ჩვენმა გუნდებმა ამ პრესტიჟულ ტურნირში ჯამში 15 მედალი მოიპოვეს - 2 ოქრო, 3 ვერცხლი და 10 ბრინჯაო.

ამათგან კონტინენტის პირველობაში უფრო გვიან ახალგაზრდები გამოვიდნენ, რომელთა წილადაც 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 5 ბრინჯაო მოდის.

პრესკონფერენციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე უძღვებოდნენ.

ის ცოტა უცნაური გამოდგა, რადგან ზემდგომ-ქვემდგომთა ტრადიციული მადლობებით არ შემოფარგლულა და პრობლემებზეც ისაუბრეს, ხოლო მინისტრი მოულოდნელად ყველა ხელშემშლელი მიზეზით სიღრმისეულად დაინტერესდა.

მან ქართული სპორტის ზოგადი პრობლემებიც მიმოიხილა და სკანდალური ფაქტებიც გაგვანდო ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებიდან ფეხბურთზე დახარჯულ მილიონებზე.

მინისტრმა ყიფიანმა სპორტსმენებს და მწვრთნელებს მადლობა გადაუხადა მიღწეული შედეგისთვის და მათ სამომავლოდაც ყველანაირი მხარდაჭერა აღუთქვა, რათა ისევ გაახარონ ქართველი გულშემატკივარი.

თავის მხრივ, ფედერაციისა და სპორტსმენთა სახელით მადლობა სამინისტროს კურტანიძემაც გადაუხადა გაწეული მხარდაჭერისთვის, პარალელურად კი წარმატება მიულოცა ბიჭებს, მწვრთნელებს, რომელთათვისაც ეს პირველი ოფიციალური შეჯიბრება იყო ახალ ამპლუაში.

კურტანიძემ იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები ახლა მიზნობრივად იხარჯება ფალავნებისთვის და შედეგიც ჩანს.

ზემდგომთა მიმართ მადლობა არც ახალგაზრდა და ჭაბუკ ბერძენ-რომაელთა ექსთავკაცებსა და ამჟამინდელ კონსულტანტებს - ვლადიმერ ადეიშვილსა და ვაჟა კრავეიშვილს დავიწყებიათ, თუმცა ადეიშვილმა შეკრებებისა და ტურნირების რაოდენობის გაზრდაც მოითხოვა.

მისი თქმით, რუსეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის პირველობისთვის მოსამზადებლად... 11 შეკრება გაიარა, ხოლო აზერბაიჯანელები სულაც ოლიმპიურ ბაზაზე ცხოვრობენო.

ევროპაზე გუნდური შეჯიბრება რუსებმა მოიგეს, მეორეზე კი აზერბაიჯანი გავიდა, რომელსაც ჩვენები მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩნენ.

ამავე პრობლემაზე გაამახვილეს ყურადღება ჭაბუკთა გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა - ემზარ ბედინეიშვილმა და დავით ბედინაძემ. მათი თქმით, ჭაბუკთა ასაკი სპეციფიკურია - პატარები არიან, ბევრი საერთოდ არაა შეკრებაზე ან უცხოეთში შეჯიბრებაზე ნამყოფი და მოზარდებს თვითრწმენის ასამაღლებლად მეტი შეჯიბრება სჭირდებათ.

ბედინეიშვილმა განაცხადა, რომ მათ სეზონში სულ ხუთი შეკრება დაუტოვეს კალენდარში, საიდანაც მსოფლიოსთვის მოსამზადებლად მხოლოდ ორი დარჩათ და ახლა ცდილობენ, დარჩენილ ორთვიან პერიოდში ისინი როგორმე ეფექტურად გადაანაწილონ.

მრავალმხრივ საინტერესო იყო ახალგაზრდა "თავისუფალთა" დამრიგებელ გიორგი გოგშელიძის გამოსვლა.

მან ამ ყველაფერთან ერთად, აუცილებლად მიიჩნია ერთობლივი შეკრებების ჩატარება წამყვან გუნდებთან, რათა ბიჭებმა გადალახონ ფსიქოლოგიური ფაქტორი და ირწმუნონ, რომ ის რუსი, თურქი, ირანელი, აზერბაიჯანელი და სხვაც ჩვეულებრივი ადამიანია, რომ მოგება იმათთანაც შეიძლება.

მინისტრი დაინტერესდა, დაახლოებით რამდენი ტურნირი თუ შეკრებაა საკმარისი მოჭიდავეებისთვის სრულყოფილად მოსამზადებლად. ამაზე ადეიშვილმა უპასუხა, რომ შეჯიბრება სჭირდებათ არა მხოლოდ ლიდერებს, არამედ სათადარიგოებსაც.

პრესკონფერენციაზე დიდი ადგილი დაეთმო საკლუბო სისტემის აუცილებლობაზე საუბარსაც, რაც, საერთო მოსაზრებით, გააუმჯობესებს ფალავანთა სოციალურ მდგომარეობას, შეამცირებს სატურნირო პრაქტიკის დეფიციტს...

კურტანიძემ მინისტრს უთხრა, რომ ამაზე ინტენსიურად მუშაობენ და წლის ბოლოს უკვე კონკრეტულ შედეგებსაც მოახსენებს.

გოგშელიძე, რომელსაც ირანში, თურქეთსა და სხვა წამყვან საკლუბო ლიგებში უასპარეზია, აქაც საინტერესო მოსაზრებით გამოვიდა - კლუბების შენახვას დიდი ფინანსები სჭირდება და ადგილობრივი თვითმმართველობების სამსახურები გადაკეთდნენ კლუბებადო.

ეს მართლაც აქტუალური საკითხია, რომელსაც ბევრი პრობლემის მოგვარება შეუძლია, მათ შორის - მიგრაციის შეჩერებაც.

მაგალითად, როცა ძიუდოისტი ვახტანგ ბიტიევი აზერბაიჯანში წავიდა, ჩვენმა ფედერაციამ ვერც დააკავა - ნაკრების წევრი არ ყოფილა, არც ჩვენი სახელით უასპარეზია სადმე და არც დაგვიფინანსებიაო.

აი, სწორედ ამ დროს შეუძლია, ასეთი სპორტსმენი თავისი მუნიციპალიტეტის კლუბმა დააკავოს, რომლის წევრიც აუცილებლად იქნება (უამისოდ ვერც ივარჯიშებს), ახლა კი სად მიდის ეს მუნიციპალური დაფინანსება, რას ხმარდება, კაცმა არ იცის.

ყიფიანმაც სწორედ ამ თემაზე საუბრისას გაგვაცნო ზემოხსენებული სკანდალური ინფორმაცია - თურმე სამინისტრომ მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვა სპორტზე დახარჯული ხარჯები და გაირკვა, რომ ჯერ კიდევ დაუსრულებელ 2012/13 წლის სეზონში, საერთო ჯამში, ფეხბურთზე დახარჯულია... 50 მილიონი ლარი!

კონკრეტულად ჭიდაობის პრობლემებთან დაკავშირებით, მინისტრმა ფედერაციისგან მოითხოვა ბიუჯეტის სწორად დაგეგმვა, რათა თანხები ეფექტურად გაანაწილონ და ყველა აუცილებელი ეტაპი დააფინანსონ.

პრესკონფერენციაზე შეეხნენ ახალგაზრდული გუნდების მძიმეწონოსნების საკითხსაც. კერძოდ, გენო პეტრიაშვილს მსოფლიოს პირველობა "თავისუფლებში" თანატოლების გარდა, უფროსებშიც უწევს, რადგან საქართველოს თასზე გაიმარჯვა.

იაკობ ქაჯაიას ამ ტურნირზე არ უჭიდავია, რადგან სწორედ იმ დღეებში ტრიუმფით იგებდა ახალგაზრდების ევროპირველობას სკოპიეში.

მას 20-წლამდელებში მსოფლიოს ჩემპიონატში გამოსვლაში ხელს არაფერი უშლის, მაგრამ მიეცემა თუ არა უფროსთა ნაკრებში მოხვედრის შანსი? ისიც საკითხავია, ღირს თუ არა პეტრიაშვილის გაგზავნა ახალგაზრდების მსოფლიოზე, თუ უფროსებშიც იჭიდავებს (თუ ქაჯაიაც მოიპოვებს უფროსებში გამოსვლის უფლებას, ეს პრობლემა მასთანაც დადგება?).

ერთი სიტყვით, კითხვები არსებობს, თუმცა კურტანიძემ დაახლოებით ასე გვიპასუხა, რომ ყველაფერი დამოკიდებულია შეკრებებსა და ტურნირებზე.

მისი თქმით, ქაჯაიას მსოფლიოზე მოხვედრის შანსი უფროსებშიც მიეცემა, მაგრამ ამ ეტაპზე პრიორიტეტი საქართველოს თასის გამარჯვებულს ენიჭება.

თუმცა იქვე დაამატა, რომ თუ იმ შეჯიბრების გამარჯვებულები საერთაშორისო ტურნირში შედეგს ვერ აჩვენებენ, მაშინ ყველაფერი შეიცვლება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

alika
თქვენ არა ხართ სამინისტრო პერსონა. სამწუხაროა, თუმცა თქვენი წასვლის დროც მოვა.
gulshematkivari
კრივი დაგვიბრუნეთ გულშემატკივარს, როდემდე უნდა მართონ ზონდერებმა კრივი. სად არიან პროფესიონალები, ჩემპიონები???? როდემდე უნდა აკონტროლებდეს კრივის სამყაროს ყოფილი პოლიციელი ახალკაცი? დაგროვდა ბევრი კითხვა . პასუხისმგებლობა ეკისრება ლევან ყიფიანს. ზონდერი წიკლაურის დაწინაურებაში. თქვენ საერთოდ არ გაინტერესებთ სპორტის ეს სახეობა. გაგვეცით პასუხი რატომ ვერ გამოდის ნაკრები წარმატებით? წინა ევროპიდან 3 პრიზიორი ჩამოვიდა. რა მოხდა ეხლა???? პასუხი გაგვეცი სპორტის მინისტრო????????
kaxi
მოჭიდავეებს , რომ ხვდები კარგია. ფეხბურთიც გაინეტერსებს, ამასაც მივესალმები, მაგრამ კრივმა რა დაგიშავა?????? ზონდერების ხელში რომ ჩააგდე. რა პასუხს გასცემ კრივის გულშემატკივარს ლევან ყიფიანო???? არანაირი წარმატება. გაიყინა კრივი. არც ევროპა. არც უნივერსიადა. კიდევ რამდენი წარუმატებლობა იქნება კვლავ. რატომ ნიშნავ ზონდერებს და არაპროფესიონალ ხალხს. ვინ მოგცა იმის უფლება რომ კრივი დაგვისამარე. პასუხი გაეცი ამ შეკითხვას? გულშემატკივარს გაეცი პასუხი.
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] დიდებული მერაბ დვალიშვილი! - ქართველმა საოცარი ბრძოლა შემოატრიალა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?
კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..
ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის განცხადება
ლუკა კურტანიძე: არავის მივცემ იმის უფლებას, რომელიმე სპორტსმენი დაიჩაგროს ან ჭიდაობის ფედერაციას შეეშალოს ხელი მუშაობაში
ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს
ლუკა კურტანიძე ვეტერანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია [VIDEO]
აქცია, მცირე ინციდენტი და პრეზიდიუმის სხდომის შედეგები - ჭიდაობის ფედერაციასთან მომხდარის ქრონოლოგია [VIDEO]
მსოფლიოს ჩემპიონატი ვეტერანებში: კურტანიძე ახალგაზრდობას იხსენებს
ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]
მოჭიდავეებმა გეგა გეგეშეძის დაკავების გამო პროტესტის ნიშნად ვარჯიში შეწყვიტეს [VIDEO]
მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?
შოკი: 2012/13 წლების სეზონში ფეხბურთზე 50 მილიონი ლარი დაიხარჯა!