საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს 10 ივლისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი შეხვდა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს 10 ივლისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი შეხვდა.

ლევან ყიფიანმა, თავის მოადგილე აკაკი ლოდიასთან ერთად, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი და ნაკრების წევრები სამინისტროში მიიღო.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მასზე სამინისტროს პრესსამსახურს მასმედია არ მოუწვევია.

მინისტრმა განაცხადა, რომ ნაკრების წევრები გაცნობის დიდი სურვილი ჰქონდა, მაგრამ ამას იმის გამო ვერ ახერხებდა, რომ ძირითადი ბირთვი მთელი სეზონი საზღვარგარეთაა და ახლა, როცა ნაკრები შეიკრიბა, შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა.

"ჩვენი დიდი სურვილია, რომ სხვა სახეობებთან ერთად, კალათბურთელთა ნაკრებსაც დავეხმაროთ - განაცხადა ლევან ყიფიანმა, - მოგიგვაროთ ის პრობლემები, რომელიც არსებობს და ისეთი პირობები შეგიქმნათ, მომავალში კიდევ უფრო დიდი წარმატებების მიღწევაში რომ დაგეხმარებათ.

სამინისტროს და ზოგადად, ქართველი ხალხის სურვილია, რომ მომავალ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოაჩინოთ. ყველამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს და საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე ასახელოს...

...სპორტის და მასთან ერთად, კალათბურთის განვითარების კუთხით არაერთი პროექტია შედგენილი და 2015 წლამდე განხორციელდება.

აშენდება ახალი სპორტის სასახლე, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით იქნება უზრუნველყოფილი.

გარემონტდება სპორტის სასახლე, ვერის ბაღის დარბაზი, დიდუბის სპორტული კომპლექსი. 2015 წლისთვის, როცა თბილისმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უნდა უმასპინძლოს, არც კალათბურთს და არც სხვა სათამაშო სპორტის სახეობებს დარბაზების პრობლემა თითქმის აღარ ექნებათ".

კალათბურთელებმა და მინისტრმა მათთვის საინტერესო კიდევ არაერთ თემაზე ისაუბრეს და ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატამდე კიდევ ერთხელ შეხვედრის პირობით დაემშვიდობნენ.

ბესიკ ლიპარტელიანი, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი:

"მინისტრთან შეხვედრით კმაყოფილები ვართ. ბატონმა ლევანმა გვერდში დგომა აღგვითქვა და იმედი მაქვს, ნაკრებიც გაამართლებს იმედებს და ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულ შედეგს აჩვენებს.

ნაკრები 25 ივლისს სლოვენიაში გაემგზავრება, სადაც ყველა კალათბურთელი მოიყრის თავს და კონტინენტის პირველობისთვის იდეალურ პირობებში მოემზადება".

ნიკა ცქიტიშვილი:

"იმედი მაქვს, რომ ჩვენს ნაკრებს შესწევს ძალა, ის იმედები გაამართლოს, რომელზეც მინისტრმა ისაუბრა. ჯგუფიდან გასვლის შანსი გვაქვს და მის მისაღწევად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ".

ვიქტორ სანიკიძე:

"მინისტრმა იმ თემებზე ისაუბრა, რაც ზოგადად, კალათბურთისთვის და პირადად ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ვფიქრობ, შეთანხმებული მუშაობით და მონდომებით მისაღები შედეგის მიღწევა შეიძლება როგორც ევროპის ჩემპიონატზე, ისე მთლიანად ქართული კალათბურთისთვის".

gbf.ge

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..
ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის
"როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა" - ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები: ტოპ-10 მატჩი [II ნაწილი]
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები: ტოპ-10 მატჩი [I ნაწილი]
თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?
ვინ მოდის? - ზურა თალაკვაძის თავისუფალი თემა
ნიკა ცქიტიშვილის ორმაგი დუბლი ლიბანის ჩემპიონატზე
ცქიტიშვილის 11 ქულა და მორიგი მარცხი ლიბანში
მიხეილ გაბრიჩიძე: ვეცდები, ქართული კალათბურთი ახალ სიმაღლეზე ავიყვანო
ნიკა ცქიტიშვილის 34 ქულა "ბიბლოსს" მოსაგებად არ ეყო
მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?
ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა
საქართველოს ნაკრების გზა 2021 წლის ევრობასკეტამდე - ნაწილი III
იმ გორიდან იგორამდე - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მწვრთნელები
ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს
ნიკა ცქიტიშვილმა "ლოუაიზეს" 18 ქულა ჩაუგდო
ვიქტორ სანიკიძე: ბაგაცკისის მხრიდან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი - FIBA-ს რეაგირებას მოვთხოვთ
მსაჯთა ახალი ინსტრუქტორი, რიჩარდ სტოკსი, ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ წარადგინა
პირველი ქართველი ფიბა-ში: ვიქტორ სანიკიძე საშეჯიბრო კომისიაში შეიყვანეს
ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]
რატომ ვერ დამკვიდრდა ნიკა ცქიტიშვილი NBA-ში?
ნიკა ცქიტიშვილი ვაჟის მამა გახდა