ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, რომელიც საქართველოს მეტოქეა ევრობასკეტ 2013-ის ჯგუფში, ის შემადგენლობა დაასახელა, რომლითაც კონტინენტის პირველობაზე იასპარეზებს
ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, რომელიც საქართველოს მეტოქეა ევრობასკეტ 2013-ის ჯგუფში, ის შემადგენლობა დაასახელა, რომლითაც კონტინენტის პირველობაზე იასპარეზებს.

ესპანელებს აკლიათ მსოფლიო დონის ვარსკვლავები, მაგრამ მათ ასეთი იმდენი ჰყავთ, რომ არაოპტიმალური შემადგენლობაც უძლიერესად მიიჩნევა.

ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ხუან ორენგამ ნაკრებში შემდეგ კალათბურთელებს უხმო: ხოსე კალდერონი ("დალასი", NBA), რიკი რუბიო ("მინესოტა", NBA), სერხიო ლული, სერხიო როდრიგესი, რუდი ფერნანდესი (ყველა - "რეალი"), ალექს მუმბრუ ("ბილბაო"), ფერნანდო სან ემეტერიო ("კახა ლაბორალი"), ვიკტორი კლავერი ("პორტლენდი", NBA), მარკ გასოლი ("მემფისი", NBA), ხერმან გაბრიელი ("ესტუდიანტესი"), ხავი რეი ("გრან კანარია"), პაბლო აგილარი ("ვალენსია").

ესეც 3 სარეზერვო კალათბურთელი, თუკი ევროპის ჩემპიონატამდე რომელიმე ძირითადის მოთამაშე ტრავმას მიიღებს: ხავი რაბასედა ("ბარსელონა"), ნაჩო მარტინი ("ვალიადოლიდი") და ალბერტო გორბაჩო ("ობრადოირო").

ნაკრებში არ არიან NBA-ს ვარსკვლავები - პაუ გასოლი, სერჟ იბაკა და ესპანეთის ჩემპიონატის რეგულარული სეზონის უძვირფასესი მოთამაშე ნიკოლა მიროტიჩი.

ესენი მოწვეულნი იყვნენ, მაგრამ რიგი მიზეზების გამო ნაკრებში არ არიან. ეროვნულ გუნდს უარი შეუთვალა "ბარსელონას" ვარსკვლავმა ხუან კარლოს ნავარომ.

მიუხედავად ასეთი სოლიდური დანაკლისისა, ესპანელებს NBA-ს წამყვანი მოთამაშეები: ხოსე კალდერონი, რიკი რუბიო, მარკ გასოლი და ვიქტორ კლავერი ჰყავთ. ამასთან, ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეები.

მომავალ ევრობასკეტზე საქართველოს და ესპანეთის ნაკრებები C ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მათ გარდა, სლოვენიის, ხორვატიის, პოლონეთის და ჩეხეთის გუნდებიც ითამაშებენ.

საქართველოს და ესპანეთის ნაკრებები ერთმანეთს ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, 9 სექტემბერს შეხვდებიან.

gbf.ge

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
წინასაახალწლო ოვერტაიმი "დინამოსთან"
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
სუპერლიგის 2013/14 წლების სეზონის დაწყების თარიღი და მონაწილე გუნდები დადგინდა
ზაზა ფაჩულია: მეამაყება, რომ ასეთი გუნდის წევრი ვარ
სერგეიუს იოვაიშა: საქართველოს ამაყმა ნაკრებმა ლიტვასთან ფრეზე უარი თქვა!
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
[ექსკლუზივი] იგორ კოკოშკოვი: თორნიკეს "ბრუკლინში" მოხვედრა, ერთი მხრივ, ცუდია
ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე და გიორგი შერმადინი სიმბოლურ ნაკრებში
მზადება დასრულდა – საქართველო ოფიციალურ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდება