ჩვენი ახალგაზრდულის თავკაცს სრულიად ახალი ნაკრების ჩამოყალიბება მოუწევს
ძველი შემადგენლობით, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა არსებობა შეწყვიტა. ახლა ოთარ გაბელიას სრულიად ახალი ნაკრების ჩამოყალიბება მოუწევს, რადგან წინა ციკლში მოასპარეზე ფეხბურთელთა აბსოლუტური უმრავლესობას ასაკი გაუვიდა.

დიახ, გუნდის ჩამოყალიბება ოთარ გაბელიას მოუწევს და არა ვინმე სხვას. როგორც შევიტყვეთ, გაბელია კვლავ ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე იმუშავებს. ის ახალგაზრდულ ნაკრებში გასული წლის აგვისტოში, კახა ცხადაძის წასვლის შემდეგ დაინიშნა. ფორსმაჟორული რეჟიმის მიუხედავად, გაბელიამ შესარჩევი ციკლი მესამე ადგილით დაასრულა. თუმცა, მეორე ადგილის დაკავების რეალური შანსიც ჰქონდა.

ვფიქრობთ, მესამე ადგილიც მისაღები შედეგი იყო – გავიხსენოთ, ციკლის დაწყებამდე ჩვენს გულშემატკივრების იმედგაცრუება, ქართული ფეხბურთის არავის სჯეროდა და იყო ერთი ნატვრა - არ შევრცხვენილიყავით, ბოლო ადგილი არ დაგვეკავებინა. გაბელიას ნაკრებმა კი დაკარგულ-მიძინებული იმედი გააღვიძა.

შესარჩევი ციკლის 10 შეხვედრაში, ახალგაზრდულმა 15 ქულა მოიპოვა და კიდევ 6 ქულა მაინც დასანან ვითარებაში დაკარგა. საშინაო შეხვედრებში გუნდი ბოლო ტურამდე დაუმარცხებელი იყო, მაგრამ ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლის ჟინმა, ფეხბურთელებს სომხეთთან დათვური სამსახური გაუწია და 0:2 წავაგეთ.

ოთარ გაბელიას ინფორმაციის გადასამოწმებლად დავუკავშირდით.

- ბატონო ოთარ, ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი როდის გიმთავრდებათ?

- ხელშეკრულების ვადა წლის ბოლოსთვის იწურება.

- როგორც შვეიტყვეთ, ფედერაციის ხელმძღვანელობამ ახალი კონტრაქტი შემოგთავაზათ.

- წინასწარ ვილაპარაკეთ, მაგრამ ოფიციალური შეხვედრა ჯერ არ გვქონია.

- ახალგაზრდულმა ნაკრებმა მომავალი ციკლისთვის მომზადება უნდა დაიწყოს, ახალი მწვრთნელი არ დანიშნულა და დარჩენა შემოგთავაზეს – გასარკვევიც არაფერია.

- ჩვენი შეხვედრიდან ასეც გამოჩნდა, ფედერაციას ჩემი დატოვება სურს. და მაინც, ნაჩქარევი კომენტარს მოვერიდები. გაფორმდება ახალი ხელშეკრულება და დასამალიც არაფერი იქნება.

- როგორც შევიტყვეთ, 2011 წლის მარტში ყატარის ნაკრები ამხანაგური შეხვედრის გასამართად გიწვევთ.

- მთავარია, რას გვეტყვის ფედერაცია და ვადებზე შევთანხმდეთ. ფედერაციას გუნდის მომზადების ჩემი გეგმა წარვუდგინე. საკონტრეოლო შეხვედრას ევროპის ჩემპიონატის ახალ შესარჩევ ციკლამდე ვერ დავგეგმავთ, რათა მომავალ მეტოქეებთან შეხვედრა თავიდან ავიცილოთ – ასეთი თამაში გაუმართლებელი იქნებოდა.

- ფედერაციას რა გეგმა წარუდგინეთ?

- ოთხი ამხანაგური შეხვედრა მაინც უნდა ჩავატაროთ. ოთხი იმიტომ, რომ უეფას კალენდარში სანაკრებო დღეები შეზღუდულია და ჩვენ მხოლოდ ასეთი მცირე რაოდენობით ამხანაგურის მატჩის გამართვა შეგვიძლია. კენჭისყრა იანვარშია და სპარინგ-პარტნიორებს ამის მიხედვით შევარჩევთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა