საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის მზადებას განაგრძობს
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის მზადებას განაგრძობს.

გია ცეცაძის გუნდთან ერთადაა რიგის "სკონტოს" მცველი ლაშა დვალი, რომელიც 13 ივლისიდან სრული დატვირთვით ივარჯიშებს.

11 ივლისს, ლაშამ "სკონტოს" შემადგენლობაში ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი ითამაშა მოლდოვური "ტირასპოლის" წინააღმდეგ. მატჩს საქართველოს 19-წლამდე ნაკრების სრული შემადგენლობა და სამწვრთნელო შტაბი დაესწრო.

თანაგუნდელები მთელი თამაშის განმავლობაში ტრიბუნებიდან ამხნევებდნენ ლაშას, რომელმაც საკმაოდ რთული მატჩი შეუცვლელად, ძალიან მაღალ დონეზე და თითქმის უშეცდომოდ ითამაშა.

"სკონტომ" გოლი მატჩის მიწურულს გაუშვა და ჯერ დამატებითი დრო, შემდეგ კი, პენალტების სერიაც ვიხილეთ, სადაც რიგელებმა ყველა დარტყმა ზუსტად შეასრულეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

ლაშამ გამარჯვება გუნდთან ერთად იზეიმა და დილიდან უკვე ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდა. ჩვენც, განვლილ მატჩსა და სანაკრებო სამზადისზე ვკითხეთ.

ლაშა დვალი (19-წლამდე ნაკრების მცველი):

- მართლაც ძალიან მძიმე თამაში იყო. უპირველესად, თამაზ პერტიას მინდა მადლობა ვუთხრა, რომ ასე მენდო და ძირითად შემადგენლობაში მათამაშა.

90 წუთი, რა თქმა უნდა, არაერთხელ მაქვს ნათამაშები, მაგრამ დამატებითი დრო პირველი იყო ჩემთვის და ძალიან დამღლელი იყო. ყველა დაიღალა... ბოლოს, ვერც ჩვენ ვუტევდით და ვერც ისინი.

მოკლედ, დებიუტების საღამო მქონდა - ევროპალიგა და დამატებითი დრო. თამაშის მერე კი, იმ სიხარულის განცდა ძალიან მაგარი გრძნობა იყო.

- ამ თამაშზე შენი პირადი გულშემატკივრების საკმაო რაოდენობა გყავდა - მატჩს მთელი ნაკრები ესწრებოდა...

- ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი... ჯერ იმიტომ, რომ მწვრთნელი მენდო და ძირითადში დამაყენა და რა თქმა უნდა, რომ ვიცოდი, ჩვენი ნაკრები მოდიოდა ჩემს სანახავად და ყველა ჩემს სახელს იძახდით.

თუმცა, თამაშის დროს მე ჩემი საქმე მქონდა და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი. ვიცოდი, რომ მთელი სტადიონი და განსაკუთრებით ჩემი ნაკრები, გვერდში მედგა.

- დღეიდან უკვე სანაკრებო ამბებზე გადმოერთე... რას ფიქრობ და ხარ თუ არა ევროპის ჩემპიონატისთვის განწყობილი?

- რა თქმა უნდა! რაც ევროპაზე გავედით, იმ დღიდან ვფიქრობ, მაგრამ ახლა განსაკუთრებულად და უპირველესად, საფრანგეთზე, რადგან, ჩემი აზრით, პირველი თამაში გადამწყვეტია. რთული იქნება, მაგრამ ნახევარფინალში აუცილებლად უნდა გავიდეთ.

- შენ უკვე ევროპალიგაზეც ნათამაშები გაქვს და საერთოდ, ამ ნაკრებში, შენ და ნიკა ჭანტურიას გაქვთ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილება. ერთი წელი გავიდა 17-წლამდელთა ევროპის პირველობიდან და თქვენ ძალიან გაიზარდეთ, გამოცდილება მიიღეთ...

- გამოცდილება ძალიან ბევრს ნიშნავს. უფროსებთან თამაშისას გამძლეობაც უფრო მეტი გჭირდება და სისწრაფეებიც სხვაა, ვიდრე პატარა ასაკში. ისევ იმ დამატებით 30 წუთს გავიხსენებ, რომელმაც ასე დამღალა. მაგრამ სამაგიეროდ, ევროპის ჩემპიონატზე თუ მოხდა და დამატებითი დროის წინაშე დავდექით, მე გამოცდილება უკვე მაქვს - ეგ პრობლემა არ იქნება. ამასთან, თავდაჯერებულობაც მომემატა და ეს ყველაფერი ძალიან დამეხმარება.

ასე რომ, ახლა დიდი მოლოდინი მაქვს მეც და ბიჭებსაც, ყველას - მალე მოვიდეს 20 ივლისი და ჩვენი სათქმელი თამაშით ვთქვათ.

12 ივლისი კი, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა აღდგენითი ვარჯიშით დაიწყო. სადილის შემდეგ, გუნდმა იურმალაში გაისეირნა და იქ სასიამოვნო გარემოში ნახევარი დღე გაატარა.

ნაკრებს შეუერთდნენ ნიკა ჭანტურია და ნიკა სანდოხაძე, რომლებიც სანაკრებო ფერხულში დილიდან ჩაებმებიან.

სფფ-ის პრესსამსახური

რიგა, ლატვია

ასევე იხილეთ:

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა "სკონტო 2" გაანადგურა

19-წლამდელების მეტოქე: ფრანგების დამრიგებელი ფავორიტად თურქეთს თვლის

U19-ის ევროპული დღიური - ნაკრები 12 ივლისს შეივსება

16-წლამდე ნაკრებმა თურქული შეკრება დაასრულა
15-წლამდე ვაჟთა ნაკრები თურქეთში მიემგზავრება
U18 | სასელექციო შეკრება რუსთავში
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
საბა ხარებაშვილი 19-წლამდელებს შეუერთდება
დვალი სოფიის ცსკა 1948-სთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს
[ჩვენ და ლატვიელები] გავასწოროთ ანგარიში
სად არიან დღეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის საუკეთესო ოთხეულში შევიდნენ
ლაშა დვალი: სხვა გზა თუ არ არის, "რედინგს" ამაზე უნდა დავთანხმდე...
"ვინც უნდა იყოს ნაკრების მწვრთნელი, მჯერა, შრომას არ დამიკარგავს"
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
ლაშა დვალი: შეგვიძლია ჩვენი გულშემატკივრების გახარება
გოჩოლეიშვილი და დვალი კონფერენს ლიგაზე შეცვლაზე შევიდნენ
ზაზა ჯანაშია: ქართველი მწვრთნელები სამშობლოს რეკლამას უკეთებენ
ეროვნული ლიგის XIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ზურაბ ჯაფიაშვილი და "სკონტო": რა იქნება ხვალ?
კონფერენს ლიგაზე დვალის და გოჩოლეიშვილის გუნდების მეტოქეები გაირკვა
დვალი "ცსკა 1948"-ის ფეხბურთელია
"მჯერა, რომ ეს წარმოუდგენელი ბოროტება, რომელიც უკვე 200 წელია სხვადასხვა ფორმით გრძელდება, დასრულდება"
ეროვნული ლიგის XII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
ნიკა სანდოხაძე: "ტორპედოს" მიზანი ერთია - ჩემპიონობა!
ნიკა სანდოხაძემ თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტი გააფორმა
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
[VIDEO] U19. სამი გოლი კომპენსირებულ დროში - საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან დამარცხდა
ნიკა სანდოხაძემ "საბურთალოსთან" კონტრაქტი გააფორმა
[ლეგიონი ევროპალიგაზე] ორი გოლი და მწვრთნელების წარმატება [VIDEO]
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
ნიკა სანდოხაძე თბილისის "ლოკომოტივში" გადავიდა
თამაზ პერტიამ ლატვიაში იჩხუბა, მისი "სკონტო" კი ჩემპიონატიდან მოკვეთეს
ᓠᓘᓒᓘᓡ "ᓡᓙᓝᓜᓢᓝᓛ" ᓘᓠᓐᓙᓚᓘ ᓙᓚᓘᓛᓘᓐᓨᓕᓘᓚᓘᓡᓐ ᓓᓐ ᓚᓐᓨᓐ ᓓᓕᓐᓚᓘᓡ ᓒᓝᓚᓔᓑᓘᓗ ᓛᓝᓘᓒᓝ
დავით ხოჭოლავა ინდივიდუალურად ვარჯიშობს
ვენგერი თვითონაც ძალიან ემოციური იყო, რასაც ხშირად ვერ შეატყობთ... - ქართველი მწვრთნელი, რომელიც "არსენალში" მუშაობს
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
ნიკა სანდოხაძემ "კარპატი" დატოვა
ლეგიონი ევროპალიგაზე: ვერც ცხადაძემ მოიგო, ვერც ბერიძემ
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
თამაზ პერტია რიგის "სკონტოს" ერთგულია
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
ეროვნული ლიგის V ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
ლეგიონი ევროპის ლიგაზე: აქაც კრახი!
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
რევაზ ძოძუაშვილი: ეს სიტყვები საბოლოოდ უნდა ამოვიგდოთ თავიდან...
დვალმა პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა