ევროპის საკლუბო პირველობაზე გუჯეჯიანმა გერმანელებს ვერ უშველა
სეზონის მიწურულს ძიუდოისტებს უმთავრესი ტურნირები მომთავრებული აქვთ ხოლმე, მაგრამ აქა-იქ მაინცაა შემორჩენილი თითო-ოროლა სოლიდური შეჯიბრება. ერთ-ერთი ბოლო მნიშვნელოვანი ტურნირი - ევროპის საკლუბო პირველობის ფინალური ეტაპი ამ უქმეებზე ჩებოქსარში ჩატარდა.

ჩუვაშეთის დედაქალაქში გამოსვლის უფლება ოთხმა კლუბმა მოიპოვა - გერმანულმა ”აბენსბერგმა”, მასპინძელთა ”იავარა-ნევამ” სანკტ-პეტერბურგიდან, თურქულმა ”ქოჯაელმა” და ფრანგულმა ”სენ ჟენევიევმა”. ამ კვარტეტიდან ”აბენსბერგი” და ”იავარა ნევა” საკლუბო პირველობის აღიარებული ფავორიტები არიან - არც კი გვახსენდება, ფინალურ ტურნირს მათ გარეშე ჩაევლოს. მეტიც - ჩემპიონიც უმეტესად რომელიმე მათგანი ხდებოდა. რაც შეეხებათ დანარჩენებს, ისინი უფრო ახალბედები არიან. მართალია, ფრანგული და თურქული კლუბები ყოველთვის ხვდებოდნენ ფინალურ ოთხეულში, მაგრამ - უფრო სხვები და არა ესენი, რომლებმაც ამჯერად იყოჩაღეს.

მოვლენებს დავასწრებთ და გეტყვით, რომ ამჯერად ნევისპირელებმა გაიმარჯვეს, რაც მათი მეშვიდე ტიტულია, ეს მაჩვენებელი კი სარეკორდოა ამ თასის გათამაშების ისტორიაში.

მართალია, ქართული კლუბი ამ ტურნირში არ გამოდიოდა, მაგრამ შეჯიბრებას უქართველებოდ მაინც არ ჩაუვლია - ”აბენსბერგის” ღირსებას სამი ჩვენებური იცავდა. მათგან ორი ნატურალიზებული ქართველია - საბერძნეთში გადასული მსოფლიოსა და ოლიპიური ჩემპიონი ილიას ილიადისი (90) და უკრაინაში მცხოვრები მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი ზანთარაია (66), ერთი კი აქაური - ლაშა გუჯეჯიანი (+90).

ზემოდასახელებული კვარტეტი ნახევარფინალებში ასე განაწილდა - ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ”აბენსბერგი” ფრანგულ კლუბს ხვდებოდა, რუსები კი თურქებთან დაწყვილდნენ. ერთი შეხედვით, ჩვენებურთა კლუბის ამოცანა არ იყო ძნელი - გერმანელები შემადგენლობით საგრძნობლად აღემატებოდნენ ფრანგებს. თავად განსაჯეთ - ილიადისისა და ზანთარაიას გარდა, მათ ღირსებას მათივე თანამემამულე, პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონი ოლე ბიშოფი (81), ევროპის მოქმედი ჩემპიონი, პორტუგალიელი ჟოაო პინა (73) და კიდევ ერთი გერმანელი, მძიმე წონაში მსოფლიოს წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი ანდრეას ტოლცერი იცავდნენ. მათ პირისპირ ვინ იდგა ფრანგულ კლუბში? მათგან ქომაგს დავიდ ლაროსესა და მოჰამად რიადის სახელები თუ ექნება გაგონილი. ცხადია, ამ პირობებში გერმანელები ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად ფრანგებმა 6:4 მოიგეს და, სამწუხაროდ, მათ ამაში გუჯეჯიანი წაეხმარა. სწორედ ჩვენებურმა დათმო გადამწყვეტი შეხვედრა მაელ ლე ნორმანდთან - იპონით დამარცხდა. ამ დროს ფრანგები გუნდურ ჩათვლაში ისედაც იგებდნენ - 5:4, მაგრამ ჩვენებურს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, რაც გერმანელებს აძლევდა ხელს, ვინაიდან მეტი წმინდა მოგება ჰქონდათ.

გუჯეჯიანი დაწინაურდა ფრანგთან შეხვედრაში - მშვენიერი სარმით იუკოზე დააგდო და შეხვედრის ბოლომდე ინარჩუნებდა უპირატესობას, ორთაბრძოლის მიწურულს კი, ვგონებთ, ყველაზე მეტად ფიზიკურმა პრობლემებმა ავნო. ისე მომეჩვენა, რომ იმ მომენტში, როცა დამთავრებამდე 30 წამით ადრე ნორმნადმა ჩავლებიდან თავისკენ დაქაჩა და დაითრია, ამას წინააღმდეგობაც არ გაუწევია. ყოველ შემთხვევაში, თითქოს თვითონვე ჩაწვა და დიდად არც მერე უცდია გაქცევა, თუმცა იმ ეპიზოდში ეს შეუძლებელიც იყო. ასე წააგეს ჩვენებურმაც და ”აბენსბერგმაც”. არადა, პირველ შეხვედრაში ნორმანდს ტოლცერმა წმინდად მოუგო.

საერთოდ, ამ კლუბების პირველი ორთაბრძოლა გერმანელთა გამარჯვებით დასრულდა - 3:2. არადა, თავიდან აქაც ფრანგები დაწინაურდნენ - ლაროსემ წმინდად მოუგო ზანთარაიას, რიადიმ - პინას, მაგრამ მერე გერმანელებმა - ბიშოფმა, ილიადისმა და ტოლცერმა სამი იპონი მიითვალეს. მეორე შეხვედრაში გერმანელთა რუმინელმა თავკაცმა ივან რადუმ რატომღაც დაარღვია დაუწერელი კანონი, მოგებულ შემადგენლობას არ ცვლიანო და დაისაჯა კიდეც - ზანთარაიას ნაცვლად ავსტრიელი ანდრეას მიტფელნერი აჭიდავა, ბიშოფის ნაცვლად გერმანელი სვენ მარეში გაიყვანა, ტოლცერი კი გუჯეჯიანით შეცვალა. მისდა სამწუხაროდ, ახლებმა ვერ გაუმართლეს და სამივემ წააგო. ამას პინას ზედიზედ მეორე მარცხიც დაემატა და რადუს მხოლოდ ილიადისმა გაუმართლა. მან თავისი მეორე შეხვედრაც მოიგო ლუდოვიკ გობერთან. აღსანიშნავია, რომ ის ორივეჯერ აგებდა, მაგრამ ჩამორჩენა მაინც ამოქაჩა, თუმცა ამან მის თანაგუნდელებს დიდად ვერაფერი არგო. იმ შეცვლილთა ტრიოდან ზანთარაიას ამბავი კიდევ გასაგებია - წააგო პირველი შეხვედრა, მაგრამ მწვრთნელი ბიშოფს და ტოლცერს რას ერჩოდა, ვერ გეტყვით. ასეა თუ ისე, გერმანელებმა შეხვედრა წააგეს საერთო ანგარიშით 4:6 და ფინალის საგზური კონკურენტს დაუთმეს.

მეორე ნახევარფინალში რუსებმა უპრობლემოდ დაჯაბნეს თურქები. აღსანიშნავია, რომ პირველი რვა შეხვედრა მასპინძლებმა მოიგეს, თურქებმა კი ამის შემდეგ მოიგეს ორი ორთაბრძოლა. ესეც უკრაინელებმა გააკეთეს - ვადიმ სინიავსკიმ (90) მურატ გასიევი ვაზარით დაამარცხა, ახალგაზრდებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა სტანისლავ ბონდარენკომ (+90) კი ევროპის ჩემპიონი ტაგირ ხაიბულაევი დააიპონა.

რუსებს დიდად არც ფინალში გასჭირვებიათ - პირველი შეხვედრა 5:0 მოიგეს. ალიმ გადანოვმა (66), ივან ნიფონტოვმა (81), კირილ დენისოვმა (90) და რენატ საიდოვმა (+90) იპონით იმარჯვეს, მანსურ ისაევმა (73) კი იუკოთი მოიგო. პეტერბურგელებმა მეორე შეხვედრაც რიხით დაიწყეს - გადანოვის ნაცვლად მოჭიდავე მუსა მოგუშკოვმა ლაროსე დააიპონა. ისაევმა წააგო ლაურენტ ემილიენთან, მაგრამ ნიფონტოვმა ისევ იპონით მოიგო და ყველაფერს წერტილი დაესვა. ბოლო ორი შეხვედრა ფრანგთა გამარჯვებით კი დასრულდა, მაგრამ ფინალი რუსებმა 7:3 მოიგეს და ევროპის ჩემპიონობაც ირგუნეს. რაც შეეხება ბრინჯაოს მედლებს, ის ავტომატურად გადაეცათ ”აბენსბერგსა” და ”ქოჯაელს”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა