13 ივლისს დილით, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა შეკრების განმავლობაში პირველად, სრული შემადგენლობით ივარჯიშა
13 ივლისს დილით, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა შეკრების განმავლობაში პირველად, სრული შემადგენლობით ივარჯიშა.

16 ივლისამდე, სულ ორჯერადი ვარჯიშები იქნება. ლიტვაში წასვლის დღეს კი, დილით, ადგილობრივი დროით 11 საათზე გია ცეცაძის გუნდი მეორე ტესტ-მატჩს გამართავს რიგის "დაუგავასთან", რის შემდეგაც კაუნასში ავტობუსით გაემგზავრება.

სრული დატვირთვით ივარჯიშეს "ტორპედოელებმა" - ნიკა ჭანტურიამ და ნიკა სანდოხაძემ. ვარჯიშის შემდეგ კი, ჩვენ ორივეს გავესაუბრეთ.

ნიკა ჭანტურია: "უპირველესად, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ნაკრებთან ერთად ვარ. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონატზე თამაში.

საქმეს მაქსიმალური სერიოზულობით მოვეკიდებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წარმატებით ვიასპარეზოთ და ევროპის ლიგაზე მიღებული გამოცდილება ნაკრების სასარგებლოდ გამოვიყენოთ.

ამასთან, უკვე აღვნიშნე, რომ ჩემთვის და ლაშა დვალისთვის ეს მეორე ევროპის ჩემპიონატია.

პირველი გამოცდილება, როგორც ყველამ იცის, შარშან, 17-წლამდელთა ნაკრებში მივიღეთ. თუმცა, ვფიქრობ, ამ ასაკში უკვე სხვა ფეხბურთია, სხვა დონეა... იმედია, შარშანდელი გამოცდილება მაინც დაგვეხმარება.

საფრანგეთთან შარშანაც ვითამაშეთ და ის ნაკრები ფიზიკურად ყველაზე ძლიერი გუნდი იყო, ვისთანაც კი ოდესმე გვითმაშია.

როგორც ასეთი, მათი 19-წლამდელთა ნაკრების შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ კონკრეტულ ფეხბურთელებზე წარმოდგენაც მაქვს და ინფორმაციაც."

ნიკა სანდოხაძე: "უკვე მთლიანად სანაკრებო სამზადისზე გადმოვერთე. კლუბი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სერიოზული თამაშიც გვქონდა სლოვაკეთში, თუმცა, ახლა მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე ვფიქრობ.

წინ ძალიან რთული სამი თამაში გველის. ჩვენ ჯგუფური ეტაპის წარმატებით გავლას და მინიმუმ ნახევარფინალში გასვლას ვგეგმავთ.

ეს მართლაც რომ დიდი სამუშაოა... და ამ დარჩენილ ერთ კვირაში, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ძალიან მაგრად მომზადებულები შევხვდეთ პირველ თამაშს. ძალიან მიხარია, რომ უკვე ნაკრებთან ერთად ვარ და მზადებას სრული შემადგენლობით შევუდექით.

ვფიქრობ, საერთაშორისო დონეზე ჩემი გამოცდილება ამ ჩემპიონატზე აუცილებლად გამომადგება, რადგან ფეხბურთელს რაც უფრო მეტი თამაში აქვს მაღალ დონეზე ჩატარებული, ეს უფრო მეტს და მეტს მატებს მას.

ალბათ, ჯგუფის ფავორიტად ყველა ფრანგებს მიიჩნევს - მათი სახელიდან და თუნდაც, საფეხბურთო ჩემპიონატიდან გამომდინარე... ძალიან მნიშვნელოვანია პირველი თამაშის შედეგი. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ დამთავრდეს.

პირდაპირ ვიტყვი - საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ყველას უნდა ეშინოდეს! ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ გუნდი ვართ და არავის არ ვუფრთხით.

შეგვწევს იმის ძალა, რომ ყველა გრანდი დავამარცხოთ. ამიტომ, პირველ რიგში, ფრანგები უნდა დაფიქრდნენ, რადგან პირველი თამაში ჩვენთან აქვთ. მე კარგად ვიცი ჩემი თანაგუნდელების შესაძლებლობები და რაც ვთქვი, მხოლოდ რეალობას ემყარება."

საღამოს ვარჯიშმა კი, ტრადიციულად, ძალზე დინამიურად და ნაყოფიერად ჩაიარა. ცეცაძე თავის ფეხბურთელებს სხვადასხვა კომპონენტებისა და კომბინაციების დამუშავებაში ავარჯიშებდა. კაუნასში გამგზავრებამდე კი, უკვე სამი დღეღა რჩება.

სფფ-ის პრესსამსახური

რიგა, ლატვია

ასევე იხილეთ:

ლაშა დვალი: გამოცდილება და თავდაჯერებულობა ევროპაზე ძალიან დამეხმარება

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა "სკონტო 2" გაანადგურა

19-წლამდელების მეტოქე: ფრანგების დამრიგებელი ფავორიტად თურქეთს თვლის

U19-ის ევროპული დღიური - ნაკრები 12 ივლისს შეივსება

[გაიცანით 19-წლამდელები] დავით უბილავა: შეტევა სისხლში გვაქვს

[გაიცანით 19-წლამდელები] პრეცედენტი - ოქროსმედალოსანი დაჩი ცნობილაძე

[გაიცანით 19-წლამდელები] სანდრო გურეშიძე: ფული ყველაფერს არ წყვეტს

[გაიცანით 19-წლამდელები] ბაჩანა არაბული: იმედია, ფინალურ სტადიაზე ისეთ უსამართლობას არ წავაწყდებით

[გაიცანით 19-წლამდელები] ნიკა სანდოხაძე: ახლა გაჩერება არ შეიძლება

[გაიცანით 19-წლამდელები] თემურ მარკოზაშვილი: ევროფინალი ყველას სტიმულია

[გაიცანით 19-წლამდელები] ავთანდილ ენდელაძე: ნახევარფინალში მაინც!

[გაიცანით 19-წლამდელები] ნიკა კაჭარავა: იმხელა ვიყავი, ასაკგადაკეთებულად მთვლიდნენ

[გაიცანით 19-წლამდელები] გაბრიელ თებიძე: მეტოქეზე კი არა, წარმატებაზე ვფიქრობთ

[გაიცანით 19-წლამდელები] ლაშა დვალი: ჩვენი თაობა წინას შეცდომებზე გაიზარდა

[გაიცანით 19-წლამდელები] დავით მთივლიშვილი: ოდესმე რამე ჩვენც ხომ უნდა მოვიგოთ?

[გაიცანით 19-წლამდელები] ბაჩო მიქავა: სამი წელი თავდასხმაში ვთამაშობდი

[გაიცანით 19-წლამდელები] გიორგი ფანცულაია: ვიცი, ეს მამას ჩემზე მეტად გაუხარდება

[გაიცანით 19-წლამდელები] ლუკა ზარანდია - "აიაქსამდე" "ტორპედოში"?

[გაიცანით 19-წლამდელები] გურამ სამუშია: არავისზე ნაკლებები არ ვართ

[გაიცანით 19-წლამდელები] ბუდუ ზივზივაძე: ჩვენ შიში უკვე დავძლიეთ!

გაბრწყინებული საქართველო: ჰქმენ, რაც შენი ფერია

giorgi12
მიდით ბიჭებო! შეტევა და შეტევა!.. ააწიოკეთ სუყველა!!! თქვენ შემოგევლეთ )
zaza
წარმატებებს ვუსურვებ ამ ახალგაზრდებს
dato
მიხარია რომ ასეთი შემართებით არიან ეს ახალგაზრდები. დარწმუნებულები არიან საკუთარ თავში, ეს კი საქმის ნახევარია!!!
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
U21. საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან ფრეს დასჯერდა
U21. ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
საბა ხარებაშვილი 19-წლამდელებს შეუერთდება
ნიკა სანდოხაძე თბილისის "ლოკომოტივში" გადავიდა
დავით ხოჭოლავა ინდივიდუალურად ვარჯიშობს
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
ნიკა სანდოხაძე: "ტორპედოს" მიზანი ერთია - ჩემპიონობა!
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
ნიკა სანდოხაძემ თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტი გააფორმა
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
[VIDEO] U19. სამი გოლი კომპენსირებულ დროში - საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან დამარცხდა
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
ნიკა სანდოხაძემ "საბურთალოსთან" კონტრაქტი გააფორმა
ნიკა სანდოხაძემ "კარპატი" დატოვა
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა