თურქეთი მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს
თურქეთის ქალაქი ჰატაი, როგორც გაუწყეთ, 2-25 დეკემბერს ნოკაუტ-სისტემით მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. შეჯიბრებაში პლანეტის 64 საუკეთესო დიდოსტატი და საერთაშორისო ოსტატი ჩაებმება, მათ შორის - ოთხი საქართველოდან. სულ გათამაშდება 6 რაუნდი. 5 ეტაპზე მეტოქეები ორ-ორჯერ შეხვდებიან ერთმანეთს (საჭიროების შემთხვევაში მესამე დღე ტაიბრეიკებს დაეთმობა), ფინალში ოთხი პარტია გაიმართება.

ფიდემ რეიტინგების მიხედვით უკვე დააწყვილა შეჯიბრების მონაწილენი. პირველ რაუნდში ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე ინდოელ სუბარამან მეენაკშის შეხვდება. წარმატების შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე ჩინელ ჟაო სიუსა და ეკვადორელ მარტა ფიეროს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ნანა ძაგნიძე დინა კაგრამანოვთან (კანადა) გაარკვევს ურთიერთობას. 2103-პუნქტიანი მეტოქის ძლევა, ალბათ, არ გაუჭირდება. მეორე წრეში კი საკმაოდ სერიოზული მეტოქე ეყოლება - ევროპის ჩემპიონ ელმირა სკრიპჩენკოსა (საფრანგეთი) და კრისტინა-ადელა ფოიშორს (რუმინეთი) შორის უძლიერესი.

მაია ლომინეიშვილი ამერიკელ ანა ზატონსკიხს გაუწევს მეტოქეობას. ამ წყვილში გამარჯვებულს მეორე წრეში მარი სებაგსა (საფრანგეთი) და ირინა ვასილევიჩს (რუსეთი) შორის საუკეთესო დაუპირისპირდება. სოფიკო ხუხაშვილი რუს ირინა ტუროვას ეთამაშება. თუ ამ ბარიერს გადალახავს, უეჭველად, თვით მსოფლიოს ჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკს გაუწევს მეტოქეობას, რადგან ეს უკანასკნელი, იმედია, ალჟირელ ამინა მეზიუდს იოლად გაუმკლავდება.

ახლა კი პირველი რაუნდის წილისყრის შედეგებს გაგაცნობთ:

ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი)-ამინა მეზიუდი (ალჟირი), ჰამფი კონერუ (ინდოეთი)-მელისა გრიიფი (სამხრეთ აფრიკა), ჰოუ იფანი (ჩინეთი)-კარლა სერანო (ეკვადორი), ტატიანა კოსინცევა (რუსეთი)-მონა ხალედი (ეგვიპტე), ნანა ძაგნიძე (საქართველო)-დინა კაგრამანოვა (კანადა), ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი)-ინგრიდ ფერნანდესი (პერუ), ანა მუზიჩუკი (სლოვენია)-მარისა ზურიელი (არგენტინა), პია კრამლინგი (შვედეთი)- ბეთულ ილდიზი (თურქეთი), ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი)-ნადიგ კრუტიკა (ინდოეთი), იუ ვენიუნი (ჩინეთი)-არიანე კაოილი (ავსტრია), კატერინა ლახნო (უკრაინა)-კუბრა ოზთურქი (თურქეთი), ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა)-იულია დემინა (რუსეთი), მაია ჩიბურდანიძე (საქართველო)-სუბარამან მეენაკში (ინდოეთი), მონიკა სოჩკო (პოლონეთი)- შვამინათან სოუმია (ინდოეთი), მარი სებაგი (საფრანგეთი)-ირინა ვასილევიჩი (რუსეთი), რუან ლუფეი (ჩინეთი)-კამილა ბაგინსკაიტე (ამერიკა), ლილიტ მკრტიჩიანი (სომხეთი)-ჰიაოვენ ჟანი (ჩინეთი), ანა ზატონსკიხი (ამერიკა)-მაია ლომინეიშვილი (საქართველო), ჟუ ჩენი (კატარი)-ნაფისა მუმინოვა (უზბეკეთი), ჟაო სიუ (ჩინეთი)- მარტა ფიერო (ეკვადორი), ელიზაბეტ პეტცი (გერმანია)-იოლანტა ზავადსკა (პოლონეთი), ჰოანგ თრანგი (უნგრეთი)-ისინ დინი (ჩინეთი), ნატალია პოგონინა (რუსეთი)-ბაირა კოვანოვა (რუსეთი), ელინა დანიელიანი (სომხეთი)-ტატიანა შადრინა (რუსეთი), მარია მუზიჩუკი (უკრაინა)-დეისი კორი (პერუ), შენ იანი (ჩინეთი)-ევგენია ოვოდი (რუსეთი), ანა უშენინა (უკრაინა)-ქიან ჰუან (ჩინეთი), ელმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი)-ადელა-კრისტინა ფოიშორი (რუმინეთი), ელენა დემბო (საბერძნეთი)-ბათჰუიანგ მონგონტუული (მონგოლეთი), ნატალია ჟუკოვა (უკრაინა)-მარინა რომანკო (რუსეთი), ივეტა რაილიჩი (პოლონეთი)-იოვანკა ჰოუსკა (ინგლისი), ირინა ტუროვა (რუსეთი)-სოფიკო ხუხაშვილი (საქართველო).

[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა