16-დან 27 ნოემბრამდე რუსეთის მე-60 საიუბილეო ჩემპიონატის სუპერფინალი გაიმართება

16-დან 27 ნოემბრამდე მოსკოვში მიხაილ ბოტვინიკის სახელობის მოჭადრაკეთა ცენტრალური სახლი ქალთა შორის რუსეთის მე-60 საიუბილეო ჩემპიონატის სუპერფინალს უმასპინძლებს.

შეჯიბრების 12 მონაწილეს შორისაა ქართველი დიდოსტატი ნაზი პაიკიძე. (2401), რომელმაც წლეულს მოსკოვის ჩემპიონატი მოიგო, მერე რუსეთის უმაღლეს ლიგაში აჯობა ყველას, რითაც გადამწყვეტ პაექრობაში მონაწილეობის უფლება მიიღო. მედლებისთვის წრიული სისტემით მასთან ერთად იბრძოლებენ წლევანდელი მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულები: მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი (2507), ორგზის ევროპის ჩემპიონი ტატიანა კოსინცევა (2581), მისი და - კონტინენტის პირველობების მრავალგზის პრიზიორი ნადეჟდა კოსინცევა (2576), მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ალისა გალიამოვა (2487), ვალენტინა გუნინა (2479), ასევე, 2009 წლის ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი ნატალია პოგონინა (2472), ოლგა გირია (2435), ალექსანდრა ბოდნარუკი (2407), სვეტლანა მატვეევა (2389), ტატიანა შადრინა (2384), ვერა ნებოლსინა (2377).

სუპერტურნირის საპრიზო ფონდია 1,4 მილიონ რუსული რუბლი, რომელიც მონაწილეთა შორის ასე გადანაწილდება: რუსეთის ჩემპიონს ოქროს მედალთან ერთად 400 000Eრუბლი შეხვდება. მომდევნო ადგილები: II-300 000, III-200 000, IV-140 000, V-100 000, VI-60000, VII-50 000, VIII-40 000, IX-35 000, X-30 000, XI-25 000, XII-20 000 რუბლი.

ტურნირზე დასვენების დღეა 22 ნოემბერი.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა