ლანჩხუთელები უმაღლესში დაბრუნებას 14 წელიწადი ელოდნენ და რას წარმოიდგენდნენ, რომ გადასვლა ასე ჩაუმწარდებოდათ
ჩემპიონატი 10 აგვისტოს იწყება და სახელმწიფოს დოტაციაზე მყოფი "გურიაც" მძიმე მდგომარეობაშია. არადა, ლანჩხუთელები უმაღლესში დაბრუნებას 14 წელიწადი ელოდნენ და რას წარმოიდგენდნენ, რომ გადასვლა ასე ჩაუმწარდებოდათ.

კლუბს ჯერ კიდევ დასრულებული სეზონის ხელფასების, პრემიებისა და ბონუსების დავალიანება დაუგროვდა.

ამის გამო დატოვეს "გურია" ლიდერებმა: დავით მაისაშვილი რუსთავის "მეტალურგში" გადავიდა, ალეკო გოგობერიშვილი "სიონში", მიხეილ კაკალაძე - ქობულეთის "შუქურაში" და სავარაუდოდ, გიორგი სალარიძეც სხვა გუნდის ფორმას მოირგებს.

"ფინანსური მდგომარეობა ჯერაც გაურკვეველია. მოთამაშეებსა და ადმინისტრაციის წევრებს კონტრაქტები დაუმთავრდათ, ახალი ხელშეკრულებები კი არავის შემოუთავაზებია, მათ შორის, არც ჩემთვის.

ახალი ფეხბურთელების მოყვანა მსურდა: "ჩიხურადან" რევაზ გოცირიძისა და თემურ შარაშენიძის, "ზუგდიდიდან" დავით გამეზარდაშვილის, ქუთაისის "ტორპედოდან" ბიძინა ცინცაძის, ბათუმის "დინამოდან" კი - ალეკო კოშკაძის.

კიდევ 2-3 გამოცდილ ფეხბურთელზე ვფიქრობდი, გასინჯვაზეც რამდენიმეს ვიწვევდი, მაგრამ ამ გაურკვევლობის გამო ვეღარაფერი შევთავაზე. მერე გავიგე, რომ ცინცაძე რიგაში წავიდა; თუ არ მეშლება, გოცირიძეც ახალ კლუბში გადავიდა.

ჩვენი საკითხი უახლოეს დღეებში უნდა გადაწყდეს და გვეცოდინება, ვინ წავა და დარჩება.

ჩემი სურვილია, რომ იგივე სამწვრთნელო შტაბი დარჩეს, მაგრამ ასეთ პირობებში რა გუნდი შეიკრიბება და რა შედეგის იმედი უნდა გვქონდეს?

გამგეობა ყველანაირად გვერდში გვიდგას, მაგრამ ლანჩხუთს მწირი ბიუჯეტი აქვს და რატომღაც, მაქვს წინათგრძნობა, რომ დაფინანსებასა და ჩვენს სხვა მოთხოვნებზე სასურველ პასუხს ვერ მივიღებთ, 2 მილიონის იმედი კი აღარ გვაქვს", - გვითხრა "გურიას" მთავარმა მწვრთნელმა თემურ ლორიამ.

აქვე ვიტყვით, რომ ლანჩხუთის სტადიონზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ, სავარაუდოდ, ჩემპიონატის პირველ ტურებში "გურია" მეტოქეებს ქობულეთში უმასპინძლებს.

აგვისტოს ბოლომდე კი იმედოვნებენ, რომ ლანჩხუთის სტადიონი მოწესრიგდება და საშინაო არენაზე გადაინაცვლებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Dimitri
ლანჩხუთის გამგებელი გურიას ოქროს მთებს ჰპირდებოდა და ეს არის მისი სიტყვის ფასი? მაჟორიტარ დეპუტატსაც არაფერი შAესძლებია, რისთვის ზის პარლამენტში.შარშან სტადიონი მაინც გაკეთდა სანახევროდ, მოკლედ გოგუაძე მოგენატრებათ
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"დილამ" "ჩიხურას" ორი მცველი დაიმატა
ᓥᓝᓑᓣᓚᓔᓗᓘᓡ "ᓨᓣᓥᓣᓠᓐ": ᓮᓝᓭᓝᓚᓐᓕᓐ ᓐᓥᓔᓗ, ᓙᓐᓙᓐᓚᓐᓫᓔ ᓘᓥᓘᓗ...
კახა გოგიჩაიშვილი ლანჩხუთის "გურიის" ახალი მთავარი მწვრთნელია
ᓤᓚᓐᓛᓣᓠᓢᓐᓠᓘ VS ᓡᓘᓝᓜᓘ - ᓐᓚᓑᓐᓜᓔᓗᓨᓘ ᓨᓔᓡᓐᓡᓠᓣᓚᓔᓑᓔᓚᓘ ᓛᓘᓡᓘᓐ
ლოკომოტივი-ცხინვალი 0:1 - არ გაყიდო! [VIDEO]
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
ლანჩხუთის "გურია" ვარლამ კილასონიას კანდიდატურას განიხილავს
ეროვნული ლიგის VI ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ეროვნული ლიგა 2. IV ტური: "მერანმა" "სიონს" მოუგო და გალიდერდა
ფერდინანდის და კარაგერის წინააღმდეგ - ალეკო გოგობერიშვილმა კარიერა 42 წლის ასაკში დაასრულა
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
მარტვილის "მერანმა" ვანო კურდღელაშვილი და დავით მაისაშვილი დაიმატა
დავით მაისაშვილი: ჩვენს კარში მსაჯმა საკამათო პენალტი დანიშნა
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
ლანჩხუთის "გურიაში" მთავარ მწვრთნელად ცხადაძის ასისტენტი გია ცეცაძე სურთ?
სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: ლანჩხუთიდან არველაძის წარდგენა სირცხვილიაო...
[ექსკლუზივი] გურიაში ფეხბურთს დავით მუჯირი-უფროსი მიხედავს!
მოშუშდით, ბიჭებო! - ნიკა ჭანტურია შტუტგარტში, ირაკლი ძარია მალე მოედანზე
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
ᓡᓐᕥᕐᕠᓗᓕᕔᓚ
ᓡᓘᓝᓜᓘ VS ᓤᓚᓐᓛᓣᓠᓢᓐᓠᓘ - ᓗᓕᓐᓚᓔᓑᓨᓘ ᓜᓐᓪᓠᓘᓡ ᓨᓔᓧᓠᓘᓡ ᓒᓐᓠᓔᓨᓔ
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
[ოთხშაბათის საკითხავი] მოსალოდნელი რევოლუცია და ვაისის არჩევანი
ალეკო გოგობერიშვილი: "ასტონ ვილა" რომ გამოსულიყო...
"შევარდენი 1906"-მა ახალი სეზონიდან შესაძლოა "ბენდელაზე" ითამაშოს