26 წლის ქართველი ბომბარდირი "ვოლგაზე", თავისი კარიერასა და ოჯახურ ტრაგედიაზე საუბრობს
წინა კვირას რუსეთის პირველი დივიზიონის ჩემპიონატი დასრულდა, რომლის ერთერთი მთავარი გმირი ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა" გახდა. კლუბმა კრასნოდარის "ყუბანთან" ერთად პრემიერლიგის საგზური მოიპოვა, მისი ფროვარდი ოთარ მარცვალაძე კი 21 გატანილი გოლით ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 26 წლის ქართველი ფეხბურთელი "ვოლგაზე", თავისი კარიერასა და ბედის უკუღმართობების შესახებ საუბრობს:

- ოთარ, პირველ რიგში გილოცავთ, თქვენ და თქვენს გუნდს პრემიერლიგაში აღზევებას. მომავალ სეზონშიც ნიჟნი ნოვგოროდში დარჩებით?

- მადლობა მოლოცვისთვის. ეს სეზონი ნამდვილად საუკეთესოა ჩემ კარიერაში, ამიტომ მოლოცვები ორმაგად სასიამოვნოა. ჩვენი მისიაც შევასრულეთ და არც მწვრთნელი ომარ თეთრაძე დავაღალატე. მან წინა სეზონში "ანჟიში" მიმიწვია, მაგრამ შემდეგ, როცა "ვოლგას" მწვრთნელი გახდა, მახაჩყალის კლუბის ხელმძღვანელობას ჩემი იჯარით გადაყვანის შესახებ მოელაპარაკა. ახლა ყველაფერი ჩემზე არაა დამოკიდებული. იჯარის ვადა მთავრდება. შემიძია მახაჩყალაში დავბრუნდე.

- თეთრაძე ამბობს, რომ იჯარა პრაქტიკულად თქვენი ინიციატივით განხორციელდა. მიზეზი ის იყო, რომ ვიღაცას "ანჟის" გულშემატკივართაგან თქვენი ეროვნება არ მოსწონდა.

- ასეცაა. იყო ქირქილი, რომ "ანჟიში" ძალიან ბევრმა ქართველმა მოიყარა თავი. ეს ყველაფერი მაღიზიანებდა. ნიჟნი ნოვგოროდში ამ თემაზე არ საუბრობენ. აქ მხოლოდ თამაშის მიხედვით მაფასებენ.

- პირველი ლიგის ბომბარდირად გახდომა ძალიან რთულია. ადრე შედეგიანობით არ გამოირჩეოდით. რაშია ამ წარმატების საიდუმლო?

- თავის დროზე კიევის "დინამოში" ვთამაშობდი, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებაში ტრავმებმა შემიშალა ხელი. ამჟამად კი მწევრთნელი მენდო. პატრნიორებიც შესანიშნავი შემხვდნენ. როცა ჯანმრთელი ხარ, ძალებით აღსავსე, თანაგუნდელების ნდობას და თანადგომას გრძნობ, ფეხები თავისთავად მიდიან წინ. და აი, მეც დავიწყე გატანა. შესაძლოა დროდადრო ულამაზო გოლები გამაქვს, მაგრამ ისინი თავდაჯერებას მმატებენ. პირველ წრეში ძალიან რთული პერიოდი გვქონდა, რაღაც მომენტში 12-ე ადგილამდეც დავეშვით. დაიწყო საუბრები - "რისი პრემიერლიგა? მთავარია - პირველ დივიზიონში ადგილი შეინარჩუნონ". მაგრამ თეთრაძე ცივსისხლიანობას ინარჩუნებდა. ამიტომაც არ ჩავვარდით პანიკაში და ჩვენი საქმეებიც ნელ-ნელა წინ წავიდა. უიღბლობა გაქრა და გამარჯვებები დაიწყო.

- როგორი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე რუსეთის პირველმა ლიგამ?

- რთული სათქმელია. მინდვრები, რბილად რომ ვთქვათ, არ არის შესანიშნავი. გრძელი და ხანგრძლივი ფრენებიც დამღლელია. თუმცა, ნახეთ რა შეუპოვარი ბრძოლა იყო პრემიერლიგის საგზურისთვის. მართალია, "ყუბანმა" ვადამდე გაინაღდა პირველი ადგილი, აი, მეორე ადგილისთვის კი ჩვენ თითქმის ბოლო ტურამდე ვიბრძოდით "ნიჟნი ნოვგოროდთან". ჩვენთვის ყველაფერი მხოლოდ ბოლოსწინა ტურში გადაწყდა. პირველ ლიგაში არცთუ ცოტა კარგი ფეხბურთელია. გამოვყოფდი სპარტაკ გოგნიევს "კრასნოდარიდან" და ჩემ თანაგუნდელ სერიოჟა იაშინს. მათ ამ ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელებად დავასახელებდი.

- ოთარ, თბილისში დაიბადეთ, მაგრამ თქვენი პირველი პროფესიონალური კლუბი თელავივის "ჰაპოელი" გახდა. როგორ მოხდა ეს?

- ფეხბურთის თამაში რეზო სოტკილავას ხელმძღვანელობით დავიწყე, შემდეგ კი წარსულში თბილისის "დინამოს" და საბჭოთა კავშირის ნაკრების ცნობილ მცველთან თენგიზ სულაქველიძესთან ვვარჯიშობდი. მართალია, ეს არც ისე დიი ხანი გრძელდებოდა. მიუხედავად ამისა, როდესაც თენგიზს შვილიშვილი შეეძინა, მე მომანათლინა. რაც შეეხება ისრაელს... რთული დრო იყო და როგორც კი აგენტისგან წინადადება მივიღე, დავთანდხმდი. "ჰაპოელი" იმ წელს ქვეყნის ჩემპიონი გახდა. შემდეგ მაინც სამშობლოში დაბრუნება გადავწყვიტე, რასაც არც ვნანობ. სხვათა შორის, ამჟამად ჩემი აგენტი წარსულში თბილისის "დინამოს" ცნობილი თავდამსხმელი რევაზ ჩელებაძეა.

- ნაკრებში საქმე რატომ ვერ აგეწყოთ?

- წინა სეზონში გუნდის მაშინდელმა მწვრთნელმა კუპერმა იტალიასა და ისლანდიასთან მატჩების წინ ნაკრებში მიმიწვია, მაგრამ "ანჟიმ" არ გამიშვა. ამის გამო პრესაში კინაღამ სკანდალი ატეხეს. ყოველთვის მზად ვარ ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ, მით უმეტეს, რომ ახლა გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს - თემურ ქეცბაია.

- ცნობილია, რომ თქვენს ბიოგრაფიაში ტრაგიკული ფურცლებიც არის...

- არ მიყვარს ამის გახსენება... 20 წლის წინ მე და მამა ავტოავარიაში მოვხვდით. მე დავშავდი, მაგრამ გადავრჩი, მამა კი დაიღუპა. მრავალი წლის შემდეგ ავარიაში უკვე ძმასთან ერთად მოვხვდი. ამ შემთხვევაში ორივე ცოცხლები გადავრჩით. შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრებაში ორჯერ გამიმართლა. როცა დედა გარდაიცვალა, ფეხბურთის მიტოვება მინდოდა. შოკში ვიყავი. ძმებმა და ახლობლებმა გადამაფიქრებინეს. ახლა კი ბომბარდირული თვისებების გამოვლენაში ომარ თეთრაძე მეხმარება. თუ "ვოლგაში" დავრჩები, ყველაფერს გავაკათებ, რომ მას უკვე პრემიერლიგაში იმედები არ გავუცრუო.

- სეზონი დასრულდა. ფეხბურთისგან ისვენებთ?

- ტელევიზორში ვუყურებ. ჩემი საყვარელი გუნდი - "ბარსელონაა". ჩემი აზრით, ის ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს, თუმცა ჩემი კერპი - იდეალური თავდამსხმელი კვლავაც მადრიდის "რეალის" ყოფილი ფორვარდი, ბრაზილიელი რონალდოა.

- კიდევ რას აკეთებს თავისუფალ დროს უცოლო ქართველი ნიჟნი ნოვგოროდში?

- როგორ თუ რას? მეგობრებს ვხვდები და საცოლეს ვეძებ (იღიმის).

მომზადებულია www.newizv.ru-ს მიხედვით

Avttandili
მეც უეინ რუნი მირჩევნია ყველას. შარშანდელი ჩინებული სეზონის შემდეგ დაიტანჯა ტრამვებისგან, მაგრამ რუნი თავის სიტყვას კიდევ იტყვის. ბრავო რუნი,ბრავო.
Beka
ჰო ოთარ მეც რონი მევასება :D
NY_THC
აუ მაგარი კაცი.თან ვინ ევასება?ფენომენი . რონალდო მაგარი ხარ მარცვალ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...