1/4-ფინალში გაღწევას ანა - ფინისქსში, ოქსანა კი მინსკში ეცდება
მართალია, 15 წლის მედისონ ქეისი (483) ერთობ ნიჭიერი ჩოგბურთელია, მაგრამ მას შედარებით გამოცდილ და 5 წლით უფროს ანა ტატიშვილამდე (134) ჯერ კიდევ ბევრი უკლია. ეს ყველაფერი ფინიქსის 75-ათასიანი ტურინირის პირველ წრეში დამტკიცდა, როცა ჩვენებურმა "უაილდ ქარდით" მიწვეულ მასპინძელს 6:4, 6:2 მოუგო და მერვედფინალში გავიდა. აქ უკვე ანას სერიოზული გამოცდა ელის - მისი მოწინააღმდეგე მე-6 ნომრად განთესილი კანადელი რებეკა მარინოა (101). 19 წლის მარინო ძალიან ახლოსაა იმ მიზანთან, რომელიც ანასაც ამოძრავებს - მსოფლიოს საუკეთესო ასეულში მოხვედრა. კანადელი მსოფლიოს 101-ე ჩოგანია. ახლახან მან ის ტურნირები მოიგო, სადაც ჩვენებურიც გამოდიოდა - კანზას სიტის და ტროის 50-ათასიანები. ტატიშვილი და მარინო ერთმანეთს პირველად შეხვდებიან, არადა, თითქმის თანატოლები არიან.

დღეიდან ანას მხოლოდ ერთეულთა თანრიგზე მოუწევს კონცენტრირება, რადგან წყვილებში მან უკვე დაასრულა ასპარეზობა. ტატიშვილი და ამერიკელი ლილია ოსტერლო (239) ორგანიზატორებმა პირველ ნომრად განთესეს, მაგრამ მათ ფავორიტის სტატუსი ვერ გაამართლეს და პირველივე წრეში ამერიკელებთან (ფუზანო, ჰარკინზი) დამარცხდნენ - 2:6, 3:6. კაცმა რომ თქვას, ეს უკეთესიცაა, რადგან ანას რეიტინგისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ფინიქსში ნახევარფინალში გაღწევა რათა კლასიფიკაციაში დღევანდელი მაღალი ადგილი შეინარჩუნოს.

მინსკის ტურნირის (25 ათასი დოლარი) მერვედფინალშია ოქსანა კალაშნიკოვაც (207). წყვილებში კი ვერც მან იყოჩაღა. ბელარუსის დედაქალაქში კალაშნიკოვასა და ეკატერინა ძეჰალევიჩის (235) წყვილი პირველ ნომრად იყო განთესილი. მიუხედავად ამისა, ფავორიტებმა სრულიად უცნობ ადგილობრივ ჩოგბურთელებთან (მაროზოვა, პეხოვა) წააგეს - 6:7 (10), 6:4, 8:10. ერთეულებში ოქსანა სწორედ მის პარტნიორს დაუპირისპირდება მეოთხედფინალის საგზურისთვის.

"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ