„ტოტენჰემ ჰოთსპურმა“ შინ „სანდერლენდთან“ 1:1 რომ ითამაშა, რედნაპის რწმენით, არბიტრის ბრალი იყო

„ტოტენჰემ ჰოთსპურმა“ შინ „სანდერლენდთან“ 1:1 რომ ითამაშა, ლონდონელთა მწვრთნელის ჰარი რედნაპის რწმენით, არბიტრის ჰოვარდ უების ბრალი იყო, თუმცა რედნაპმა თავი მაინც შეიკავა და მატჩისშემდგომ კომენტარში უებს ავსიტყვაობის ნიაღვარი თავზე არ დაანთხია. შეხვედრაში, რომლის შედეგი შესაძლოა მართლაც არ იყო მთლად სამართლიანი, ანგარიში მასპინძელთა ჰოლანდიელმა ვარსკვლავმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა გახსნა, მაგრამ „სანდერლენდის“ განელმა თავდამსხმელმა ასამოა გიანმა გაქვითა.

უების შეცდომები კი ასეთი გახლდათ: მსაჯმა ლონდონელი დევიდ ბენტლი სიმულანტობისთვის ყვითელი ბარათით დასაჯა, არადა ბუდევინ ზენდენმა ის საჯარიმო მოედანში აშკარად წააქცია – პენალტი უნდა დაენიშნა; მეორე ეპიზოდში კი ლუკა მოდრიჩის წინააღმდეგ უხეშობისთვის ლი კატერმოულს არბიტრმა მხოლოდ ყვითელი ბარათი აკმარა, რედნაპის რწმენით კი სანდერლენდელი წითელს იმსახურებდა. როგორც ჩანს არბიტრმა კატერმოული იმიტომ დაინდო, რომ ეს გაძევება მისთვის მიმდინარე სეზონში მესამე იქნებოდა.

„ეს ნამდვილი უხეშობა იყო - თქვა „სფურზის“ თავკაცმა – მოდრიჩს თავისუფლად შეიძლებოდა ფეხი მოსტეხოდა. საერთოდაც, მიმაჩნია, რომ ამ შეხვედრაში ლუკას ძალიან გაუმართლა, რადგან მოედნიდან გასახდელში ფეხზე რამდენიმე იარით დაბრუნდა. დროა მსაჯებმა გაიგონ რა განსხვავებაა ზღვარს გადასვლასა და ბურთის მოსაპოვებლად ვაჟკაცურად თამაშს შორის“.

რედნაპს, რასაკვირველია, ბენტლის ეპიზოდზეც ჰკითხეს. „დეზთა“ მწვრთნელმა უპასუხა:

„ეს აშკარა პენალტი იყო. გამეორების ნახვა საჭირო არც კი გახლავთ. ვერ მივმხვდარვარ , როგორ შეიძლებოდა იმ მომენტში ბენტლის გაფრთხილება. დიახ, ეს ნამდვილი პენალტი იყო, ხოლო როდესაც პენალტს გარტყმევინებენ, თამაშის ბედი იცვლება. ერთი სიტყვით, დღეს მსაჯი ორჯერ ისეთი ეპიზოდის შეფასებისას შედა, რომელთაც შედეგზე იქონიეს გავლენა. რასაკვირველია, ეს შეცდომები უებს განზრახ არ მოსვლია, მან უბრალოდ ასე დაინახა. ხაზს ვუსვამ, წამითაც არ მინდა ვთქვა, რომ ჰოვარდ უები „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ არის. ასეთ რამეს მსაჯებზე არასდროს ვამბობ“.

ამ შეხვედრაში – არადა, რვა დღით ადრე „ტოტენჰემ ჰოთსპურმა“ ჩემპიონთა ლიგაში არც მეტი არც ნაკლები „ინტერს“ მოუგო 3:1 - „უაით ჰართ ლეინზე“ ფანების ერთმა ჯგუფმა ფეხბურთელებს ტრბუნიდან ლაზათიანი ინგლისური „ბუუ“ მოასმენინა.

„რითი არიან ასე უკმაყოფილონი? – იკითხა ნაწყენმა რედნაპმა – თუმცა, საერთოდ, ასეა: როდესაც, მაგალითად, ყოველ წელიწადს ჩემპიონი ხდები, ერთ მშვენიერ დღესაც მეორეზე გასვლა წარუმატებლობად გეთვლება. ჩვენს შემთხვევაში, ერთი კვირის წინ, აქ „ინტერი“ დავამარცხეთ და, ახლა, ნაკლებს შედეგს ვეღარ ეგუებიან“.

სამშაბათსვე, „სტოკ სიტიმ“ „ბირმინგემს“ 3:2 მოუგო. ამ შეხვედრაში სტუმრების თავკაცს ალექს მაკლიშს ნერვიულობის საბაბი ნამდვილად ჰქონდა. მატჩი დრამატული გამოდგა: სტოკელები რობერტ ჰუთისა და რიკარდო ფულერის გოლების წყალობით 2:0-ს იგებდნენ. თამაშის დამთავრებამდე 19 წუთი რჩებოდა, ასე რომ მასპინძლებმა თავი ქუდში იგრძნეს, მაგრამ, ფულერის გოლიდან ხუთ წუთში კით ფეჰეიმ შეამცირა სხვაობა, კიდევ სამ წუთში კი კემერონ ჯერომმა აღადგინა წონასწორობა. აი, აქ, მაკლიშმა დაიჯერა, რომ მისი „ბირმინგემი“ „ბრიტანია სთედიუმიდან“ ქულას წაიღებდა, მაგრამ შეცდა: 85-ე წუთზე მეტიუ ეზერინგტონის პასს დინ უაითჰედმა უხელთა და სამი ქულა მაინც სტოკში დატოვა.

მატჩის შემდეგ მაკლიშმა თქვა: „ფრე ბოლომდე რომ შეგვენარჩუნებინა დიდებული შედეგი იქნებოდა. მომენტი და აღმაფრენა ჩვენსკენ იყო, მაგრამ ამ სეზონში რამდენიმე სულელური გოლი გვაქვს გაშვებული და აგერ, ერთი მათგანი სტოკელთა მესამე გახლავთ. ეს გოლი ნამდვილად შოკისმომგვრელი იყო. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი მცველები იმ ეპიზოდში ინდივიდუალურად შეცდნენ, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა და ამან ძალიან გვატკინა გული“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა