გვარდიოლას კაცი "ბაიერნში"
"ბაიერნის" ნახევარდაცვას წინა სეზონშიც არაფერი დაეწუნებოდა - იუპ ჰაინკესის ფორმაციის რეკორდმაისტერი თითქმის იდეალურად გახლდათ დაკომპლექტებული, რაც სამგზის ტრიუმფმა - გერმანიის ჩემპიონატის, ჩემპიონთა ლიგისა და გერმანიის თასის მოგებამ დაადასტურა.

ფაქტია ისიც, რომ კარგ კადრებს კარგი გამოყენებაც უნდა და ალბათ ხვდებით, რომ ამით თავად ჰაინკესის როლის კიდევ ერთხელ ხაზგასმა გვსურს. ახალი სეზონი ბავარიული გრანდისთვის ახალი გამოწვევაა, ახალ გამოწვევებს კი ახალი კადრებით უნდა შეხვდე და მიუნხენელებმაც ჯერ მარიო გიოტცე შეიძინეს, ახლა კი ახალ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას შეფებმა, ფაქტობრივად, ერთადერთი სურვილიც შეუსრულეს და ტიაგო ალკანტარა მიჰგვარეს.

ეს არის ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც თანამედროვეობის საუკეთესო სპეციალისტად აღიარებული პეპი და თვით საუკეთესო მოთამაშეებიც კი საუკეთესო ეპითეტებს უძღვნიან. შესაბამისად, კითხვას, სჭირდებოდა თუ არა "ბაიერნს" 22 წლის ტიაგო, მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება ჰქონდეს.

ტიაგო ალკანტარა დო ნასიმენტოს ტრანსფერის გამოცხადების შემდეგ თავის პირველ კომენტარებში განსაკუთრებული არაფერი უთქვამს - საერთოდ, ფეხბურთში ახალ გუნდში გადასული ფეხბურთელის პირველი განცხადებების გამოცნობაზე ადვილი არაფერია.

გამონაკლისი არც ტიაგოს შემთხვევა ყოფილა. მანაც თქვა, თუ როგორ ამაყობს იმით, რომ გადავიდა ისეთ სუპერკლუბში, როგორიც "ბაიერნია" - გუნდში, რომელსაც უდიდესი ტრადიციები აქვს და რომელმაც ახლახან ტრიუმფალური სეზონი ჩაატარა. ისიც თქვა, რომ ბედნიერია, კვლავ ხოსეპ გვარდიოლასთან რომ უნდა იმუშაოს.

ეს ყველაფერი გასაგებია და მოსალოდნელიც იყო. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ "ბაიერნის" ნახევარდაცვაში ისედაც უდიდესი კონკურენცია გახლდათ, ტიაგო ალკანტარას ტრანსფერის შემდეგ კი კიდევ უფრო გამძაფრდა.

როცა გვარდიოლამ პირველად დაადასტურა მისი გადაბირების სურვილი, თითქოს თავის გამართლებასავით გამოუვიდა იმის ახსნა, რომ "ბაიერნს" ეს ფეხბურთელი ძალიან სჭირდებოდა და პეპის სიტყვები იმის შესახებ, რომ ალკანტარა ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც მან "ბაიერნის" შეფებს მოსთხოვა, ჩვენს გერმანელ კოლეგებს რაღაცნაირად ეხამუშათ.

ტიაგო თამაშობდა, ჩავი და ინიესტა კი სკამზე ისხდნენ

თავად ტიაგო ალკანტარასაც კარგად ეხსომება 2011 წლის ზაფხული, როცა ესპანელი ჟურნალისტები "ბარსელონას" ხელმძღვანელებსაც დაახლოებით ისეთივე კითხვით მიმართავდნენ, როგორსაც ახლა "ბაიერნის" შეფები პასუხობენ ხოლმე.

მაშინ "ბარსელონას" ნახევარდაცვაც გადატვირთული იყო, გვარდიოლამ კი ბოსებს "არსენალიდან" სესკ ფაბრეგასი აყიდინა. იმ დროს ტიაგო დიდ ფეხბურთში თავის პირველ სეზონს ატარებდა და როცა ათამაშებდნენ, ისე ბრწყინავდა, თითქოს უკვე გამობრძმედილი ვარსკვლავი იყო. სწორედ ალკანტარამ მისცა გვარდიოლას როტაციის საშუალება და პეპიც თამამად ათამაშებდა ხან ანდრეს ინიესტას, ხანაც ჩავი ერნანდესის ნაცვლად. ფაქტია, რომ ალკანტარამ თავიდანვე აუღო ალღო პეპის ტიკი-ტაკას.

"მას მოედანზე დაუჯერებელი რაღაცების გაკეთება შეუძლია," - ამბობდა ჩავი და ჩვენი ესპანელი კოლეგების კითხვაზე, მაინც რა შეეძლო იმ პატარა ბიჭს, აღარ პასუხობდა. არა იმიტომ, რომ ეზარებოდა ან არ იცოდა, უბრალოდ, ტიაგო ალკანტარას ზედმეტად ბევრი რამ შეეძლო.

ალკანტარას საუკეთესო ეპითეტებით ამკობდა ინიესტაც - მასთან ერთად ფეხბურთის თამაში ძალიან მომწონსო. ინიესტა ასეთ რამეს ყოველთვის და ყველაზე ნამდვილად არ ამბობს ხოლმე.

"ბაიერნს" არ ჰყავდა ტიაგო

1,72 მეტრი სიმაღლის მქონე ნახევარმცველი მოედანზე უჩვეულო რაღაცებს, რა თქმა უნდა, ახლაც აკეთებს.

მისი უკანასკნელი და უახლესი მიღწევა ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მოპოვებაა, რაც ალკანტარამ 100 პროცენტით დაიმსახურა. ესპანეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფინალში იტალიას 4:2 მოუგო, ტიაგომ კი ჰეთ თრიქი შეასრულა და ტურნირი, რომელზეც პირველივე თამაშიდან ბრწყინავდა, სრულყოფილად დააგვირგვინა.

ალკანტარა ყველა შეხვედრაში სოლიდურად გამოიყურებოდა, ბურთს ყველაზე ხშირად ეხებოდა და ზუსტად ისე, როგორც გვარდიოლას მოსწონს, გადამწყვეტ მომენტებში გემრიელ პასებს არიგებდა ან თავად ცდილობდა დასარტყმელ პოზიციაზე გასვლას.

"ბაიერნს" შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ ნამდვილად არ ჰყავდა ტიაგო ალკანტარას ტიპის მოთამაშე, - აცხადებს გვარდიოლას მეგობარი მატიას მამა.

- რეკორდმაისტერის შემადგენლობიდან ალკანტარას ყველაზე მეტად ტონი კროოსი ჰგავს, მაგრამ ეს უკანასკნელი მოედანზე გაცილებით პასიური და სტატიკურია. ტიაგო სრულყოფილ ნახევარმცველად მიმაჩნია, რადგან ერთ კონკრეტულ პოზიციას არ ემსახურება, ბევრს დარბის, ინტენსიურად მოძრაობს და ამ მოძრაობით თანაგუნდელებს დერეფნებს უთავისუფლებს".

ტიაგოს თამაში უნდა და ითამაშებს კიდეც

"ბაიერნს" დღეს იმდენი კარგი ფეხბურთელი ჰყავს, რომ მუდმივად ძირითად შემადგენლობაში თამაშის პრეტენზია ვერავის ექნება. თუმცა ცხადია, რომ გვარდიოლას ალკანტარა მიუნხენში სკამის სახეხად არ ჩაუყვანია. ტიაგოს უმთავრესი პლუსი თავის გაცილებით გამოცდილ კონკურენტებთან ისაა, რომ ის ყველაზე კარგად იცნობს გვარდიოლას იდეებს.

ალკანტარა პეპთან მუშაობას და მის სტილს უკვე მიჩვეულია. იმ დროს, როცა ფრანკ რიბერიმ ესპანელი სპეციალისტის მისთვის ახალ იდეებს "ცოტა არ იყოს, კომიკური" უწოდა, ალკანტარას გვარდიოლას ყველა იდეა და ტაქტიკური მონახაზი გათავისებული აქვს.

როცა პეპმა ალკანტარათი დაინტერესება ოფიციალურად დაადასტურა, ისიც თქვა, "ბარსელონადან" წამოსვლა იმის გამო სურს, რომ თამაში უნდაო. ეს კი თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ტიაგო "ბაიერნში" ითამაშებს. როგორც ჩანს, პეპი მას ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებს და დიდი შანსია, რომ ალკანტარას გამო წინა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველი ხავი მარტინესი დაცვის ცენტრში დახიოს.

ალკანტარა "ბაიერნში" სკამზე დასაჯდომად რომ არ გადასულა, იქიდანაც ჩანს, რომ წინ მსოფლიოს ჩემპიონატია, სადაც ასპარეზობა ტიაგოს ოცნებაა - მუნდიალი ხომ ბრაზილიაში უნდა გაიმართოს, ალკანტარა კი წარმოშობით სწორედ ბრაზილიელი, მაზინიოს შვილი გახლავთ, ოღონდ ესპანეთის ნაკრებში თამაშობს.

"ბარსელონაში" ხშირად თამაშის იმედი აღარ ჰქონდა - განსაკუთრებით მას მერე, რაც გაირკვა, რომ "ბარსა" ნეიმარსაც იმატებდა. წინა სეზონში ალკანტარა კატალონიურ გრანდში 27-ჯერ ათამაშეს, რაც ნამდვილად არაა ცუდი მაჩვენებელი, მაგრამ ამ 27 შეხვედრიდან პირველიდან ბოლო წუთამდე მხოლოდ 8-ჯერ ითამაშა. თუმცა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იმდენად კარგად იასპარეზა, რომ კატალონიელებმა ბოლო მომენტში მის შესანარჩუნებლად ყველაფერი გააკეთეს.

ჩავიმ ურჩია, უფრო სწორად, სთხოვა, "ბარსაში" დარჩიო. "სხვათა შორის, მის ასაკში ჩავიც ასეთ სიტუაციაში იყო, მაგრამ სიმშვიდე შეინარჩუნა, "ბარსელონაში" დარჩა და დიდი ეპოქაც შექმნა," - ამბობდა პიკე და ალკანტარას ისიც "ბარსაში" დარჩენისკენ მოუწოდებდა.

მაგრამ გვიანი იყო - ტიაგოს "ბაიერნში", პეპ გვარდიოლასთან გადასვლა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მიუნხენის "ბაიერნის" 319-მილიონიანი ნახევარდაცვა

საბა
როგორ მინდა გვარდიოლამ და ალკანტარამ ერთობლივად ჩაისვარონ ბაიერნში.
germaneli
"komisch" გერმანულად უცნაურს ნიშნავს (და არა კომიკურს)
ისტორიაში პირველად - ბუნდესლიგის კლუბს ქალი მწვრთნელი ეყოლება!
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
[VIDEO] ზურიკომ გამარჯვების გოლი გაიტანა და რა გოლი - "სენტ-ეტიენი" ლიგა 1-სკენ მიიწევს
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ფულჰემთან" მატჩში?
[VIDEO] მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა - "ლივერპულმა" "ფულჰემს" მოუგო
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
გოგლიჩიძე და ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ოქსფორდთან" დამარცხდა
[VIDEO] ზივზივაზეს ორი გოლიდან ერთი ჩაუთვალეს - "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" დრეზდენის "დინამოსთან" დამარცხდა
18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"საფონოვი მეტს ვერაფერს ისწავლის" - ვარმუზა პსჟ-ის პირველი მეკარის სტატუსზე აზრი გამოთქვა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
"ლივერპული" კაპიტნის გარეშე რჩება? - ვან დეიკთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია
"თუ მზადაა, ანჩელოტიმ მუნდიალზე უნდა წაიყვანოს" - რონალდო ნეიმარს მხარს უჭერს
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
ვიგოს "სელტას" ახალწვეული: ტიაგოს ძმა რაფაელი
ნეიმარის უცნაური არჩევანი - ბრაზილიელმა, მისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა
GAME OVER - მწვრთნელების ხუშტურებს შეწირული ვარსკვლავები
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
2020 წლის საუკეთესო გუნდი, რომელიც გულშემატკივარმა დააკომპლექტა [PHOTO]
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ტიაგო ალკანტარამ "ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბი გუნდში მისვლიდან 1 თვეში დატოვა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
Marca: "ბარსელონას" მთავარი სამიზნე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ცნობილია
[VIDEO] ნეიმარის დუბლი და ცეკვა ვინისიუსის სტილში - "სანტოსმა" "ვასკო და გამა" დაამარცხა
საქართველოსთან მატჩის წინ ესპანეთის 24-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
ტიაგო ალკანტარა "ლივერპულს" დიდი ხნით გამოაკლდა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
"პრესა სასტიკად მოექცა" - მარტინესმა ხავი დაიცვა
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
გელა კეტაშვილი: თემურ ქეცბაიას თავისი ამბიციები დაღუპავს, თუ უკვე არ დაღუპა
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
ხავი მარტინესი: სანშეშს საექსპონატო პენისი აქვს
ესპანეთს იტალიასთან მატჩში ხავი მარტინესი დააკლდა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ყველაზე ძვირად ღირებულ ესპანელ ფეხბურთელთა ნაკრები პოზიციების მიხედვით
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ბრაზილიელი ლეგენდა: მესის შეცვლა მხოლოდ 1 ფეხბურთელს შეუძლია
მაზინიო: რაფინია "ბარსელონას" დატოვებას იანვარში შეეცდება
ტიაგო ალკანტარამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"დიასი პსჟ-სთან წითელ ბარათს არ იმსახურებდა" - ტონი კროოსი
"ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ" - ტონი კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
ტიაგო: მეზიზღება თანამედროვე ფეხბურთი...
"ასეთი რაღაცები რაში გჭირდება?" - კროოსმა ვინისიუსი გააკრიტიკა
ეს პირადად პერესის სურვილია - კროოსი შესაძლოა, "რეალში" დაბრუნდეს
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
საფეხბურთო მამა-შვილობა: ტოპლიგებში მოთამაშე ცნობილი ფეხბურთელების ვაჟები
რეკორდსმენი გვარდიოლა - პეპის მორიგი მიღწევა ინგლისურ ფეხბურთში