სალომე ურუშაძემ მრავალჭიდში მე-2 ადგილი დაიკავა, სპეციალურმა ჟიურიმ კი ქართველი ქალიშვილი "მის პასტორელად" აღიარა
გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში, მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში ("პასტორელი ქაფ") 14 ქვეყნის 160-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. ჯილდოები ოთხ ასაკობრივ ჯგუფში განაწილდა.

ქართველმა ტანმოვარჯიშეებმა სამ ასაკში მოსინჯეს ძალები. განსაკუთრებით, 15-წლიანებში სალომე ურუშაძემ (მწვრთნელი ინგა კიკვაძე) იყოჩაღა: მრავალჭიდში მან მე-2 ადგილი დაიკავა, სპეციალურმა ჟიურიმ კი ქართველი ქალიშვილი "მის პასტორელად" აღიარა.

11-წლიანებში მსგავსი ტიტულის მფლობელი გახდა ნინო კვაშილავა, რომელიც მრავალჭიდში მესამე იყო, მაგრამ უსაგნოდ ვარჯიშში პირველობა არავის დაუთმო.

ამავე ასაკში გამოდიოდა ელენე ერქვანია, რომელმაც უსაგნოდ ვარჯიშში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მრავალჭიდში მე-5 ადგილი ხვდა.

10-წლიანებში საქართველოს დელეგაციას (ხელმძღვანელი - ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნელი სალაძე) ბრინჯაოს მედალი (მრავალჭიდი) ელისო ფხალაძემ მოუტანა. კვაშილავას, ერქვანიასა და ფხალაძეს მარინე მორბედაძე ავარჯიშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალშია
დაჩი დოლიძემ ლუქსემბურგში გამართულ ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
რუსეთში ყველაფერი მოსულა, პრეზიდენტმა ოლიმპიური ჩემპიონი ისევ დააორსულა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება