მიუნხენში გარეთ ბეილიც სურთ

თუ ჩვენს ხორვატ კოლეგებს დავუჯერებთ, შესაძლოა, იანვრიდან ან მომავალი ზაფხულიდან ივიცა ოლიჩსა და დანიელ პრანიჩს მიუნხენის „ბაიერნში“ მესამე ხორვატი ფეხბურთელი შეემატოთ. ეს ინფორმაცია ხორვატულ და შემდეგ უკვე გერმანულ პრესაში ისეთი პიროვნების განცხადებაზე დაყრდნობით გავრცელდა, რომელიც სიტყვებს ჰაერზე ტყუილად არასდროს ისვრის.

„კიოლნის“ ყოფილმა მწვრთნელმა ზვონიმირ სოლდომ, რომელმაც აქტიური სპორტული კარიერის საუკეთესო წლები ბუნდესლიგაში გაატარა, ხორვატულ გაზეთ „ჟუტარნის“ განუცხადა, რომ მისი ინფორმაციით, „ბაიერნი“ ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელით, ნიკო კრანჩარითაა დაინტერესებული.

26 წლის კრანჩარი ზაფხულიდან „ტოტენჰემში“ თამაშობს, ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში კი 54 მატჩი აქვს ჩატარებული. კრანჩარი კარგად თამაშობს ორივე ფეხით და ნახევარდაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია ასპარეზობა. საინტერესოა ისიც, რომ მისი მრჩეველი „ბაიერნის“ ყოფილი ფეხბურთელი როლანდ გრაჰამერია.

აღსანიშნავია, რომ ინგლისური მედია კრანჩარის ბედს „ლივერპულს“ უკავშირებს. ზემოთ ხსენებული ხორვატული გაზეთი კი წერს, რომ თვითონ ნიკოს ლონდონში დარჩენა ურჩევნია. გერმანული „ბილდი“ იუწყება, რომ „ბაიერნს“ კრანჩართან ერთად, „ტოტენჰემის“ კიდევ ერთი ვარსკვლავის, გარეთ ბეილის შეძენაც უნდა. ამ უკანასკნელზე კი უკვე მთელი ევროპული საფეხბურთი ელიტა ნადირობს.

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის