ლიოვმა და ბირჰოფმა რობერტ ენკეს საფლავი ყვავილებით შეამკეს

ზუსტად ერთი წლის წინ, გერმანია და მთელი საფეხბურთო ევროპა შოკისმომგვრელმა ინფორმაციამ შეაძრწუნა: 2009 წლის 10 ნოემბერს გერმანიის ნაკრებისა და „ჰანოვერის“ მეკარე რობერტ ენკემ თავი მოიკლა. 32 წლის სპორტსმენი, რომელსაც 19 წლის ასაკიდან დეპრესიები ჰქონდა, საკუთარი სახლიდან რამდენიმე კილომეტრში, დიდი სიჩქარით მოძრავ მატარებელს ჩაუვარდა...

გუშინ ჰანოვერში და ენკეს მშობლიურ დაბა ემპედეში მწუხარების დღე იყო. ახლობლებმა, მეგობრებმა, ნათესავებმა, თანაგუნდელებმა და გულშემატკივრებმა რობერტის საფლავი ყვავილებითა და უამრავი სამადლობელი წერილით შეამკეს. რობერტის ქვრივმა, ტერეზა ენკემ კი სახელდახელო პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც განაცხადა: „დღეს რობის გარდაცვალების დღეა. ტრაგედიიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა, მე კი მგონია, რომ მთელი ათწლეულებია გასული, რადგან რობის გარეშე დრო ჯოჯოხეთურად ნელა გადის. მინდა, ეს შემთხვევა გამოვიყენო და დიდი მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც დღეს და განვლილ თვეებში ჩემს მეუღლეზე ფიქრობდნენ ან მხარში ამომიდგნენ. ამ ერთი წლის განმავლობაში ათასობით წერილი მივიღე და ყველას, რა თქმა უნდა, ვერ ვუპასუხებდი, მაგრამ დამიჯერეთ, თითოეული ასეთი წერილი ძალას მმატებს და მახარებს.“

ენკეს საფლავი ყვავილებით შეამკეს გერმანიის ნაკრების პრეზიდენტმა თეო ცვანციგერმა, გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა და მენეჯერმა ოლივერ ბირჰოფმაც. „ამ საფლავთან მდგომი ვიხსენებ ბრწყინვალე ადამიანს, ნამდვილ პროფესიონალს, რომელმაც გული მაგრად დაგვწყვიტა. რთულია იმის დაჯერება, რომ რობერტი ცოცხალი აღარ არის,“ - აღნიშნა ლიოვმა.

„ეს იყო ტრაგედია, რომელიც ძალიან დიდხანს გაგვყვება,“ - ეს კი DFB-ს პრეზიდენტ თეო ცვანციგერის სიტყვებია.

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა