კრისტოფ რიბლონმა მოიგო ტურ დე ფრანსის სამეფო ეტაპი
ფრანგმა კრისტოფ რიბლონმა მოიგო ტურ დე ფრანსის სამეფო ეტაპი, რომლის ფინიში ლეგენდარულ ალპ დ'იოზზე შედგა, რაც შეეხება გენერალური კლასიფიკაციის ლიდერ კრისტოფერ ფრუმს, მან პირველი კრიზისი გადაიტანა.

ნოემბერში, საიუბილეო ტურ დე ფრანსის მარშრუტის გამოცხადების შემდეგ, ყველა სწორედ გუშინდელ მე-18 ეტაპს ელოდა. ფრანგული ველომარათონის ისტორიაში პირველად, მრბოლელებს ერთ ეტაპზე ორჯერ უნდა დაეპყროთ ალპ დ'იოზი.

თუმცა ამ ეტაპის მარშრუტს კრიტიკოსებიც ბევრი ჰყავდა. კრიტიკა, პირველ რიგში, შეეხებოდა კოლ დე სარენის დაღმართს, რომლის გავლა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ სპორტსმენები ისევ დაბრუნებულიყვნენ ალპ დ'იოზზე. სხვანაირად ეს ვერ მოხდებოდა. ეს დაღმართი ველომრბოლებმა ტურის წინ, "კრიტერიუმ დოფინეზე" გაიარეს, რის შემდეგაც მრბოლელებმა ორგანიზატორებს ამ ნაწილის მარშრუტიდან ამოღება მოსთხოვეს. მიზეზად ძალიან ცუდი საფარი და სახიფათო მონაკვეთები დასახელდა. მიუხედავად ამისა, მე-18 ეტაპი უცვლელად დარჩა მიმდინარე ტურში.

უკვე პირველ აღმართზე იყო მცდელობა იმისა, რომ დაეშორებინათ კრისტოფერ ფრუმი თავისი თანაგუნდელებისგან. ნაწილობრივ ეს მოხერხდა, რადგან გარკვეული მონაკვეთი ბრიტანელი მარტო დარჩა. მიუხედავად ამისა, "თიმ სქაის" წევრები მალე დაუბრუნდნენ თავიანთ კაპიტანს და ჩვეულ სტილში დაიწყეს პელოტონის გაკონტროლება.

იმ მომენტისთვის ჩამოყალიბებული იყო დაწინაურებულთა ცხრაკაციანი ჯგუფი ძალიან ძლიერი შემადგენლობით. გაქცეულებს შორის იყვნენ: სილვენ შავანელი, არნოლდ ჟენესონი, კრისტოფ რიბლონი, ტიჯეი ვან გარდერენი, ანდრეი ამადორი, ტომ დენილსონი, იენს ფოხტი, ლარს ბოომი და მორენო მოზერი. მათი მაქსიმალური უპირატესობა პელოტონზე რვა წუთს აღწევდა. გარკვეული ხნის შემდეგ, ძირითადი ჯგუფიდან შეუტიეს კონტადორის დამხმარეებმა - სერჟიო პაულინიომ და ნიკოლას როშმა, მაგრამ პელოტონი მათ ალპ დ'იოზზე პირველ ასვლამდე დაეწია. ასე რომ, ალბერტო კონტადორმა და რომან კროიციგერმა ტაქტიკური თვალსაზრისით უპირატესობა ვერ მიიღეს.

ამასობაში, გასაგები გახდა, რომ ეტაპზე გამარჯვებას გაქცეულთა ჯგუფის რომელიმე წევრი მოიპოვებდა. ალპ დ'იოზზე პირველი ასვლისას გამოიკვეთა ტრიო - ვან გარდერენი, რიბლონი და მოზერი. სწორედ ამ სამიდან ერთ-ერთს უნდა რგებოდა ამ ურთულეს ეტაპზე პრესტიჟული გამარჯვება. ეს სამეული პერიოდულად იშლებოდა, მაგრამ დაწინაურებულები მალე ისევ პოულობდნენ ერთმანეთს. ასე გაგრძელდა იქამდე, სანამ ბოლო მთაზე მარტო არ წავიდა შეტევაში ვან გარდერენი.

მიუხედავად იმისა, რომ ერთ მომენტში რიბლონი ამერიკელს 40 წამზე მეტით ჩამორჩებოდა, ფრანგი არ დანებდა, თავად ვან გარდერენს კი ფინიშამდე სამი კილომეტრით ადრე ძალები გამოელია. თავისი სპორტული დირექტორითა და მაყურებელებით გამხნევებულმა რიბლონმა მოახერხა ამ ტურზე საფრანგეთისთვის პირველი გამარჯვების მოტანა. მეორე იყო ვან გარდერენი, მესამე - მოზერი.

რაც შეეხება გენერალური კლასიფიკაციის ლიდერებს შორის გარჩევებს, კოლ დე სარენის დაღმართზე შეუტიეს კროიციგერმა და კონტადორმა, მაგრამ მალე ეს დუეტი მიხვდა, რომ ფრუმისგან შორს ვერ წავიდოდა. ალპ დ'იოზზე კი ესპანელსა და ჩეხს სერიოზულად დაუვარდათ ტემპი, რის გამოც, კროიციგერი საერთო ჩათვლაში სამეულიდან ამოვარდა, კონტადორს კი კონკურენტები მიუახლოვდნენ.

გენერალურ კლასიფიაციაში მესამე ადგილზე გადაინაცვლა კოლუმბიელმა ნაირო კინტანამ, რომელმაც ხოაკიმ როდრიგესთან ერთად შეძლო ფრუმისთვის წუთზე მეტის მოგება. ბრიტანელმა ლიდერმა წლევანდელ ტურზე პირველად იგრძნო კრიზისი. უფრო მეტიც, "თიმ სქაის" ლიდერმა არა მხოლოდ წუთი დაკარგა დისტანციაზე, არამედ 20-წამიანი ჯარიმაც მიიღო.

საქმე ისაა, რომ ფინიშამდე სამი კილომეტრით ადრე, ფრუმს მოშივდა და თანაგუნდელისგან მიიღო საკვები, რისი გაკეთებაც ყოველი ეტაპის ბოლო 20 კილომეტრზე აკრძალულია. თუმცა ფრუმის უპირატესობა კონტადორზე თითქმის ხუთ წუთს აღწევს და ეს ჯარიმა არანაირ როლს არ თამაშობს. ბრიტანელი კვლავაც რჩება საიუბილიეო ტურ დე ფრანსის დომინანტად.

XVII ეტაპი

გაპი-ალპ დ'იოზი. 172.5 კმ

1. კრისტოფ რიბლონი (საფ, Ag2r La Mondiale) - 4:51.32; 2. ტიჯეი ვან გარდერენი (აშშ, BMC Racing Team) - +0.59; 3. მორენო მოზერი (იტა, Cannondale) - +1.27; 4. ნაირო კინტანა (კოლ, Movistar) - +2.12; 5. ხოაკიმ როდრიგესი (ესპ, Team Katusha) - +2.15; 6. რიჩი პორტი (ავსტრა, Sky) - +3.18...

საერთო ჩათვლა

1. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტ, Sky) - 71:02.39; 2. ალბერტო კონტადორი (ესპ, Saxo-Tinkoff) - +4.51; 3. ნაირო კინტანა (კოლ, Movistar) - +5.12; 4. რომან კროიციგერი (ჩეხ, Saxo-Tinkoff) - +5.24; 5. ხოაკიმ როდრიგესი (ესპ, Team Katusha) - +5.38; 6. ბაუკე მოლემა (ჰოლ, Belkin) - +8.38...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ტურ დე ფრანსი 2013: ფრუმის ჰეთ თრიქი

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
შენგელიას გამარჯვება კატალონიურ დერბიში და შერმადინის შედეგიანობა მარცხის ფონზე
[VIDEO] მბაპეს "რეალის" ფანების გამაყრუებელი სტვენა სასაცილოდ არ ეყო
"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა
შევალიეს გარეშე - დეშამმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა
ლუის ენრიკე: ბარკოლაზე შემიძლია გითხრათ, რომ არაფერი არ შემიძლია გითხრათ
მოურინიოს დასაბრუნებლად "რეალს" "ბენფიკასთვის" კომპენსაციის გადახდა მოუწევს
კვარაცხელიასთან და დემბელესთან ერთად შეუტევს - პსჟ-ს ახალი თავდამსხმელი ეყოლება
ლევან კორღალიძე: ახლა ჩვენი ყველაზე დიდი "მტერი" არის დრო
ალისონი მიდის თუ რჩება და ვინ ჩადგება "ასტონ ვილასთან" კარში? - სლოტმა კითხვაზე უპასუხა
ქვიზი: შეამოწმე, რამდენად კარგად იცნობ პსჟ-ს ისტორიას?
ტურ დე ფრანსი 2013: მისტერ შეუჩერებელი
ტურ დე ფრანსი 2013: ფრუმის ჰეთ თრიქი
ჯირო ირლანდიაში დაიწყება
ტურ დე ფრანსი 2013: გიჟური ეტაპი
ტურ დე ფრანსი: ფრუმი ორგზის ჩემპიონია
ტურ დე ფრანსი: ფრუმმა ლიდერობა დაკარგა
ტურ დე ფრანსი 2013: ტრიუმფატორი კრისტოფერ ფრუმი, გმირი კინტანა
ტურ დე ფრანსი: ფრუმის დაცინვა და ნოკდაუნი
ტურ დე ფრანსი - კრის ფრუმი: მე ლენს არმსტრონგი არ ვარ
ტურ დე ფრანსის გამარჯვებულს ახალთახალი "იაგუარი" აჩუქეს