ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ბობი ფიშერის ნაკვალევზე

ბობი ფიშერის ნაკვალევზე

კარლსენი ანანდს არ შეხვდება

ორი დღის წინ ვწერდით ჭადრაკში ატეხილი სკანდალის შესახებ, რომელიც ახალგაზრდა ნორვეგიელ დიდოსტატს მაგნუს კარლსენს უკავშირდება. კერძოდ, 19 წლის სკანდინავიელმა ვუნდერკინდმა უარი თქვა მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ბრძოლაზე.

კარლსენი, რომელიც მთელი წელი ლიდერობდა FIDE-ის რეიტინგს და ბოლოს პირველობა მოქმედ ჩემპიონ ვიშვანათან ანანდს დაუთმო, საერთაშორისო ფედერაციას უპირისპირდება. მას არ მოსწონს სისტემა, რომლითაც ჩემპიონის ტიტული თამაშდება. FIDE-ის პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი მშვიდად შეხვდა თანამედროვეობის ერთ-ერთი უნიჭიერესი მოჭადრაკის დემარშს, ჭადრაკის მოყვარულებს კი ძველი დრო გაახსენდათ, როცა ლეგენდარული ამერიკელი ბობი ფიშერი მთელ საჭადრაკო სამყაროს უპირისპირდებოდა.

ერთ-ერთი ვერსიით, ნორვეგიელის ამბოხის ინიციატორია მისი კონსულტანტი, ლეგენდარული გარი კასპაროვი, რომელმაც სექტემბერში ვერ მოახერხა FIDE-ის პრეზიდენტის პოსტიდან ჩამოგდება.

"გატყობინებთ, რომ მონაწილეობას არ მივიღებ კანდიდატთა ტურნირში, რომელიც 2011 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი. პირობების ყურადღებით შესწავლის შემდეგ იმ აზრამდე მივედი, რომ საჩემპიონო ციკლი არ არის სამართლიანი და თანამედროვე სისტემა, რომელმაც მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკე უნდა გამოავლინოს", - დაწერა კარლსენმა FIDE-სთვის განკუთვნილ წერილში.

ახალგაზრდა ნორვეგიელი მსოფლიომ 2004 წლის აპრილში გაიცნო, როცა 13 წლის ასაკში საერთაშორისო დიდოსტატი გახდა. ის არ ეთანხმება ტიტულისთვის ბრძოლას იმ წესებით, რომელსაც საერთაშორისო ფედერაცია დიდოსტატებს სთავაზობს. კარლსენი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონზე გაცემული პრივილეგიების წინააღმდეგია. ნორვეგიელის სიტყვებით, დაუშვებელია ჩემპიონმა სატიტულო ბრძოლაში ყოველგვარი შერჩევის გარეშე ითამაშოს. "ასეთი რამ გარი კასპაროვის ჩემპიონობიდან მოყოლებული არ ყოფილა. ხუთ წელიწადზე გაწელილი საჩემპიონო ციკლი, რეიტინგის დათვლის უჩვეულო სისტემა, "მატჩ-რევანშის" პრინციპი შეუძლებელს ხდის ამ ტურნირში ჩემს მონაწილეობას", - ასე ხსნის თავის პოზიციას კარლსენი.

ნორვეგიელმა ვუნდერკინდმა აღნიშნა, რომ არ აპირებს ამ დემარშით FIDE-ზე ზეწოლას. "ჩემი უარის შესახებ ოთხი თვით ადრე შეგატყობინეთ. იმედია, დრო საკმარისია იმისთვის, რომ ადეკვატური შემცვლელი იპოვნოთ", - აღნიშნა კარლსენმა. მან საჩემპიონო ციკლის მოდერნიზაციის საკუთარი იდეა წარმოადგინა. მისი აზრით, უნდა გაუქმდეს ყველა პრივილეგია, რომლითაც ჩემპიონი სარგებლობს. კარლსენს მიაჩნია, რომ თანამედროვე ჭადრაკში, როცა რამდენიმე თანაბარი ძალის დიდოსტატი არსებობს, ყველამ თანაბარ პირობებში უნდა იბრძოლოს.

"არასამართლიანია, როცა ფინალის ორი ბილეთიდან ერთ-ერთი უკვე დაჯავშნულია, მეორესთვის კი დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობს. ჩემი აზრით, ლოგიკური იქნება საჩემპიონო ტურნირების სერიის გამართვა, როგორც 2005 და 2007 წლებში იყო და ამის შემდეგ ჩემპიონის გამოცხადება. მინდა ყურადღება გაამახვილოთ იმაზე, რომ საჩემპიონო პრივილეგიების გაუქმების მოთხოვნა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვიშვანათან ანანდის წინააღმდეგი ვარ. ის ღირსეული ჩემპიონი და შესანიშნავი ადამიანია. ჩემი მიზანია - კარგად ორგნიზებულ და პრესტიჟულ ტურნირებში მონაწილეობა და რეიტინგში პირველი პოზიციის დაბრუნება", - დაასრულა თავისი სიტყვა კარლსენმა.

Chessbase.com-სთვის მიცემულ ინტერვიუში ნორვეგიელმა აღიარა, რომ გაუჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ როგორც კი უარის შესახებ გამოაცხადა, მაშინვე თავისუფლება იგრძნო. მან აღნიშნა, რომ საჩემპიონო ციკლის წესებში მისი მიმდინარეობისას შეაქვთ ცვლილებები, ამიტომაც რთულია გვერდით დადგე და ამ "პოლიტიკურ თამაშებს" გულგრილად უცქირო. "მინდა კონცენტრირებული ვიყო საკუთარი სპორტული შედეგების გაუმჯობესებასა და კარიერის განვითარებაზე. საკულისო ბრძოლებში მონაწილეობის არანაირი სურვილი არ მაქვს. კარგად მესმის, როგორ არაერთმნიშვნელოვნად აღიქვამს ამ გადაწყვეტილებას საჭადრაკო საზოგადოება, მაგრამ მე ის გავაკეთე, რაც საკუთარი თავისთვის უკეთესად მომეჩვენა. იმედი მაქვს, მომავალში საჩემპიონო ტიტულისთვის ბრძოლაში საჭირო ცვლილებებს შეიტანენ. დიდი ხანია ამის დრო მოვიდა", - აღნიშნა ნორვეგიელმა.

FIDE-ის პრეზიდენტმა კირსან ილუმჟინოვმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ხუთი წლით გადაირჩიეს უმაღლეს თანამდებობაზე, გადაწყვიტა არ შეიმჩნიოს ნორვეგიელის დემარში. "გათამაშების დღევანდელი სისტემა მოთამაშეებთან, სპონსორებთან და ორგანიზატორებთან კონსულტაციების შემდეგ შემუშავდა. გასაკვირია, რომ კარლსენი უარს ამბობს დაამტკიცოს თავისი ლიდერობა საჭადრაკო დაფასთან, რაც არაერთხელ გაუკეთებია ტიტულის ამჟამინდელ მფლობელ ვიშვანათან ანანდს. მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილებაა. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი სისტემა კარგად მუშაობს: გრან-პრი, მსოფლიოს თასი, კანდიდატთა ტურნირი, ტიტულისთვის მატჩი... ეს მოვლენები ან უკვე წარსულში დარჩა ან ზუსტად დათქმულ ვადებში გაიმართება. ამჟამინდელი ციკლი შეუცვლელად ჩატარდება და ახალ წინადადებებს დეკემბერში FIDE-ის საპრეზიდენტო საბჭოზე განვიხილავთ", - განაცხადა ილუმჟინოვმა კარლსენის საქციელის კომენტირებისას.

ნორვეგიელთან დაკავშირებული სკანდალი პირველი არ არის პრეტენდენტთა ტურნირის ორგანიზების პროცესში. ადრე ხმაურიანი ისტორია აგორდა ტურნირის ჩატარების ადგილთან დაკავშირებით. თავდაპირველად დიდოსტატები ბაქოში უნდა შეკრებილიყვნენ, მაგრამ სომეხმა დიდოსტატმა ლევონ არონიანმა აზერბაიჯანული მხარისგან უსაფრთხოების გარანტიები ვერ მიიღო. ამიტომაც FIDE-მ ტურნირის ჩატარება ყაზანში გადაწყვიტა, რომელმაც მინიმუმ 500 ათასი ევროს ოდენობის საპრიზო ფონდის გარანტია მისცა ფედერაცას.

მაგრამ ყაზანის კანდიდატურა ბულგარელ ვესელინ ტოპალოვს არ დააკმაყოფილა. მან განაცხადა, რომ არ ითამაშებს რუსი დიდოსტატების წინააღმდეგ რუსეთში, თუმცა მოგვიანებით იუარა თავისი ნათქვამი. მიუხედავად ამისა, ბულგარელის მონაწილეობის საკითხი მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ არის.

ყაზანში ტურნირი უჩვეულო ფორმატით გაიმართება. მონაწილეები წყვილებად დაიყოფიან. მეოთხედფინალებსა და ნახევარფინალებში მათ ოთხი პარტიისგან შემდგარი მატჩები (ფრეს შემთხვევაში გაიმართება ტაი-ბრეიკები) მოუწევთ, ფინალში კი ექვსი პარტია გაიმართება. ასეთი დაძაბული შერჩევის შემდეგ, ტურნირის გამარჯვებული 2012 წელს, ლონდონში ჩემპიონის ტიტულისთვის ვიში ანანდს შეხვდება. მაგრამ ახლა ზუსტად შეიძლება იმის თქმა, რომ ეს მოჭადრაკე არ იქნება კარლსენი, რომელმაც ოქტომბრის ბოლოს ჩინეთის ქალაქ ნანძინში ბრწყინვალე სტილში მოიგო სეზონში პირველი გრან-პრი - მან ერთი ქულით გაუსწრო მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს.ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა

[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა

გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში

[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო

როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ

ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...