გიორგი ძებისაშვილი მხოლოდ ფინალში დამარცხდა
ქართველმა ჭაბუკმა ძიუდოისტებმა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ოქროთი დაიწყეს და ვერცხლით დაასრულეს - ჰოლანდიურ უტრეხტში მიმდინარე ამ სპორტულ ღონისძიებაში პირველ ორ დღეს თუ ოქროები მოიპოვეს, მომდევნო ამდენივე დღის განმავლობაში ვერცხლს დასჯერდნენ.

ასე მოხდა პარასკევსაც, როცა ტურნირის ბოლო დღეს მძიმეწონოსანი გიორგი ძებისაშვილი ფინალში დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა ბიჭების გუნდმა ორ დღეში სამი ფინალი წააგო, მთლიანობაში კი 8-დან 5 ფინალში იჭიდავა.

ძებისაშვილი პირველ წრეში ისვენებდა და ფინალამდე სამი ორთაბრძოლა იპონით მოიგო - ლიტველ მარტინას ვასკოვიჩიუსთან, რუმინელ ევროპის მესამე პრიზიორ ალექსანდრუ მირჩეა კროიტორუსთან და ნახევარფინალში ჰოლანდიელ ხურ სპიხკერსთან. ფინალში მისი მეტოქეთა ჭაბუკებში ევროპის მოქმედი ჩემპიონი, რუსი რუსლან შახბაზოვი აღმოჩნდა, ვინც ევროპის შარშანდელი ვერცხლის მედალოსანიცაა. სამწუხაროდ, ძებისაშვილი მასთან ვერაფერს გახდა, ორი ვაზარი გაატარა და ოქროს მედალიც დათმო.

პარასკევს გიორგი გველესიანიც (90) ჭიდაობდა, მაგრამ პირველივე შეხვედრა წააგო ბრიტანელთა მომავალ მესამე პრიზიორ ჯონ ჯაინესთან.

ამდენად, ჩვენმა ძიუდოისტებმა უტრეხტში 7 მედალი მოიპოვეს - 2 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. შეგახსენებთ, რომ ფესტივალის ჩემპიონები ერეკლე არხოზაშვილი (55) და გიორგი კაციაშვილი გახდნენ, მეორეზე თამაზ კირაკოზაშვილი (73), იესო კვირიკაშვილი (81) და ძებისაშვილი გავიდნენ, მესამე პრიზიორები კი სიმონ მამარდაშვილი (66) და გოგოების ნაკრების წევრი მარიამ ჯანაშვილი (52) გახდნენ.

ასევე იხილეთ:

ორი ვერცხლი უტრეხტიდან - კირაკოზაშვილი და კვირიკაშვილი ფინალში დამარცხდნენ

"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ევროპის ჩემპიონატი ჭაბუკებში: ირაკლი ცირეკიძის გუნდი ტრავმებმა დააზარალა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 27 ოქტომბერს აბუ-დაბის გრანდ სლემზე გამოვა
სეოკ-მა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მედალოსნები დააფასა
პაპინაშვილის ვერცხლი და ლიპარტელიანის ბრინჯაო ახალგაზრდული ევროპირველობიდან
ორი ვერცხლი უტრეხტიდან - კირაკოზაშვილი და კვირიკაშვილი ფინალში დამარცხდნენ
ერეკლე არხოზაშვილის ოქრო უტრეხტში
ზაგრების გრან პრი: ლოკაუტი დასრულებულია, 9 ქართველი ხორვატიაში
ძიუდო. ახალგაზრდული ნაკრები: 20 მედალი ათენიდან!
ღვინიაშვილი, კირაკოზაშვილი და ნაგლიაშვილი შეკრებაზე გაემგზავრნენ - ძიუდოისტების განცხადება
ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს მეორე ოქრო გიორგი კაციაშვილმა მოუტანა
ლაშა შავდათუაშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემი მოიგო [VIDEO]
ვლადიმერ ახალკაცი ევროპის ჩემპიონი გახდა