შეინარჩუნებს თუ არა ექლსტოუნი პოსტს?
გერმანულმა პროკურატურამ ოფიციალურად წაუყენა ბრალი ბერნი ექლსტოუნს თანამდებობის პირისთვის ქრთამის მიცემის გამო. არსებობს ალბათობა იმისა, რომ სასამართლო გარჩევა არ შედგება, მაგრამ ამის შანსი თითქმის არ დარჩა. The Telegraph-ის ჟურნალისტი ტომ კერი ცდილობს გაარკვიოს, რა ემუქრება ამ ისტორიით ფორმულა 1-ის ბოსს...

რამდენად სერიოზულია ბრალდება ბერნი ექლსტოუნის წინააღმდეგ?

ძალიან სერიოზული. მთელი ეს ისტორია დაიწყო 2005-06 წლებში, როცა გერმანელი ბანკირი გერჰარდ გრიბოვსკი, იმ დროს სახელმწიფო ბანკის BayernLB-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, კურირებდა ფორმულა 1-ზე უფლებების გაყიდვას კერძო საინვესტიციო კომპანია CVC Capital Partners-თვის. მოგვიანებით გაირკვა, რომ გრიბოვსკის მიერ შექმნილი ავსტრიული ფირმის ანგარიშზე, არსაიდან გაჩნდა 44 მილიონი დოლარი. 2011 წლის იანვარში ბანკირი დაიჭირეს. ექლსტოუნი, რომელმაც უფლებების გაყიდვიდან უდიდესი ბონუსი მიიღო, გამოძიების ფიგურანტი გახდა.

რა დაემართა გერმანელ ბანკირს?

ციხეში გატარებული თითქმის ერთი წლის შემდეგ, გრიბოვსკი 2011 წლის შემოდგომაზე მიუნხენში სასამართლოს წინაშე წარსდგა და გასული წლის ზაფხულში რვაწლინახევრიანი პატიმრობა მიესაჯა. ის დაადანაშაულეს გადასახადებისთვის თავის არიდებაში და ექლსტოუნისგან ქრთამის მიღებაში.

რას ეფუძნება ექსლტოუნის დაცვა?

თავიდან ის უარყოფდა ქრთამის მიცემას, მაგრამ, მოგვიანებით, შეცვალა თავისი პოზიცია და განაცხადა, რომ გრიბოვსკი მას აშანტაჟებდა – იმუქრებოდა, რომ ბრიტანეთის საგადასახადო სამსახურს ცრუ ჩვენებებს მიცემდა იმაზე, რომ ექლსტოუნი უფრო აქტიურ მონაწილეობას იღებდა საოჯახო ფონდების მართვაში (ლაპარაკია იმაზე, რომ ბერნი თითქოს საიდუმლოდ ხელმძღვანელობდა საოჯახო ოფშორულ კომპანია Bambino Holdings-ს, რომელსაც მისი ყოფილი მეუღლე სლავიკა ედგა სათავეში). ცხადია, რომ პროკურორმა მას არ დაუჯერა.

შეინარჩუნებს თუ არა ექლსტოუნი პოსტს?

ეს სერიოზული საკითხია. სპორტის ბევრ სახეობაში რთული წარმოსადგენია, რომ ხელმძღვანელმა შეინარჩუნოს პოსტი მისთვის წაყენებული ასეთი სერიოზული ბრალდების შემდეგ. მაგრამ, ფორმულა 1 არ არის სპორტის ჩვეულებრივი სახეობა, და არც ექლსტოუნია - ჩვეულებრივი ადამიანი. თანხმობის ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკები ჯერ ისევ გრძელდება, რაც სიტუაციას კიდევ უფრო დელიკატურს ხდის. ამასთან, “ფერარის” პრეზიდენტი ლუკა დე მონტეძემოლო ადრე აცხადებდა, რომ ექსლტოუნისთვის ბრალის წაყენების შემთხვევაში, ბერნი უნდა წავიდეს – სპორტის ინტერსებიდან გამომდინარე.

რა იქნება შემდეგ?

ექლსტოუნს აქვს დრო აგვისტოს შუა რიცხვებამდე, რათა უპასუხოს წაყენებულ ბრალდებებს, სასამართლო გარჩევა კი სექტემბრამდე არ დაიწყება. მაგრამ თავად წავა ბრიტანელი თუ გაუშვებენ – ეს ჯერ კიდევ გასარკვევია. გასულ წელს, ექლსტოუნმა აღიარა, რომ ეს ისტორია შეიძლება მისი კარიერის დასასრული გახდეს. “თუ გერმანელები ჩემი საქმით დაკავდებიან, CVC, სავარაუდოდ, იძულებული იქნება მომიშოროს”, - თქვა მან დეკემბერში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

როცა რისკი ჩვეულებრივი ამბავია: 2013 წლის ყველა ავარია ავტოსპორტში

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"