მოსკოვში მიმდინარე ძიუდოისტთა "დიდ მუზარადზე" მედლებისთვის ბრძოლას ორი ქართველი აგრძელებს
მოსკოვში მიმდინარე ძიუდოისტთა "დიდ მუზარადზე" მედლებისთვის ბრძოლას ორი ქართველი აგრძელებს - ზვიად გოგოჭური (90) და ლევან მატიაშვილი (+100) 17:00 საათიდან ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.

დამამშვიდებლის ფინალში გოგოჭურის მეტოქე იაპონელი ჰიროტაკა კატო იქნება, მატიაშვილი კი ყირგიზ იური კრაკოვეცკის შეხვდება.

წინასწარ შეხვედრებში გოგოჭური თავიდან ისვენებდა, მერე კი ბრაზილიელ ედუარდო სილვას გაფრთხილებებით მოუგო.

მეოთხედფინალში ჩვენებური რუს იური პანასენკოვთან წმინდად დამარცხდა -თავიდან გაფრთხილებებით აგებდა, რისი გაქვითვაც კი შეძლო, მაგრამ ეტყობა, დაიღალა და შეხვედრის ბოლოს ჯერ ძალიან იოლად გადაჰყვა ილეთზე, როცა რუსი ჩავლებიდან უკან გადაკოტრიალდა - ვაზარი, დასრულებამდე 27 წამით ადრე კი პანასენკოვი იოლად შეუშვა შეკვრაზე, რომელმაც ბრუნით იპონზე გადააგდო. დამამშვიდებლის პირველ წრეში გოგოჭურს ჰოლანდიელი მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ხიიომ ელმონტი არ გამოუცხადდა.

მატიაშვილმა პირველად ორი იუკოთი აზერბაიჯანში გადასული ვახტანგ ბიტიევი, ადამ ოქრუაშვილის უმცროსი ძმა დაამარცხა, რუს ალექსანდრ ვოლკოვს ჯერ გაფრთხილებებით გაუთანაბრა ანგარიში, შეხვედრის მიწურულს კი ტექნიკურ-ტაქტიკურად სწორად გაისარჯა - ფეხიც კარგად ჩაუხვია, მხარიც ეფექტურად ჩაუდგა და მიწოლით იუკოზე გადააგდო.

ბრაზილიელი რაფაელ სილვა ისე გამოცელა, პირდაპირ იპონზე ხომ დააგდო, მხარიც ატკინა და, ვგონებთ, მეტოქე ვარდნისას გაითიშა კიდეც - თავით დაეცა.

ამის სემდეგ მას მატიაშვილს მოუწია საჭიდაოდ გასვლა ჩინებულად მოასპარეზე გერმანელ რობერტ ზიმერმანთან, რომელმაც თავისი საყვარელი ფანდით - ჩავლებიდან ფეხის ამოსმით უკუგდებით რამდენიმე მეტოქე დააიპონა. ნახევარფინალში ჩვენებურთან ეს ილეთი არ გამოუვიდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ამ გდებაზე შებოჭა.

სამწუხაროდ, კვირას მოჭიდავე სხვა ქართველები ადრევე გავარდნენ. ნოდარ მეტრეველმა (100) რუსი ხაიბულა მაგომედოვი კი დააიპონა, მაგრამ ყაზახთა მსოფლიოს ექს-ჩემპიონ მაქსიმ რაკოვთან გაფრთხილებებით წააგო.

ამ წონაში დროებით მოასპარეზე ვალერი ლიპარტელიანი იაპონელ იუსიკე კუმაშიროსთან წმინდად მოგების შემდეგ უზბეკ რამზიდინ საიდოვთან კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა - 2 იუკოს და ვაზარის აგებდა, მაგრამ ფიზიკურად მასზე ბევრად დიდმა მეტოქემ შებოჭა.

ადამ ოქრუაშვილს წამიერი მოდუნება იპონად დაუჯდა იაპონელ რუიტა იშიისთან და გავარდა.

ფინალური შეხვედრები 17:00 საათიდან დაიწყება.

ასევე იხილეთ:

ამირან პაპინაშვილმა მოსკოვის "დიდ მუზარადზე" ოქროს მედალი მოიპოვა

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თბილისის გრან პრის საქართველოს ნაკრების ოთხი ლიდერი დააკლდება
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 27 ოქტომბერს აბუ-დაბის გრანდ სლემზე გამოვა
დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი იწყება - წილისყრამ ქართველები დაინდო
აბუ-დაბის გრან სლემს მხოლოდ ავთანდილ ჭრიკიშვილი შემორჩა, რომელიც 1/4-ფინალში გავიდა
ზაგრების გრან პრი: ზაალიშვილისა და ღვინიაშვილის ოქროს მედლები და გუნდური პირველი ადგილი ვაჟთა შორის [VIDEO]
ცინდაოს მასტერსი: ქართული ფინალი, ესპანეთის მონაწილეობით
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართული შვიდეულის გერმანული ხვედრი
ბოლო 5 წელი - რა შედეგი ჰქონდა საქართველოს ნაკრებს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატებზე?
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
აბუ-დაბის გრანდ სლემი: ხუთივე ქართველი ძიუდოისტი მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა
ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი: ქართველები ტოპებში
10-11 თებერვალს ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებენ
ბუდაპეშტის გრან პრის TOP 5 იპონი - ორი ქართველებისაა [VIDEO]
ლიპარტელიანი, მატიაშვილი, თუშიშვილი და ღვინიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ [VIDEO]
ბუდაპეშტის გრან პრი: უშანგი მარგიანი ფინალში დამარცხდა
ზაალიშვილი და მატიაშვილი უნგრეთის გრან სლემზე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ
ევროპის ჩემპიონატზე ღვინიაშვილმა, თუშიშვილმა და მატიაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს [VIDEO]
ბუდაპეშტის გრან პრი: ადამ ოქრუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა