საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი წყალბურთელთა ნაკრების წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს
საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრებმა 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორი რაუნდი შესანიშნავად განვლო და, როგორც გაუწყეთ, ფაქტობრივად, პლეი ოფში თამაში გარანტირებული აქვს.

ნაკრების წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ყოფილი წყალბურთელი დავით რურუა:

- საქართველოში ერთ დროს წყალბურთის კულტი იყო და აქ ისეთი მოთამაშეები აღიზარდნენ, რომლებმაც ოლიმპიურ თამაშებსა და მსოფლიოს ჩემპიონატებზეც ისახელეს თავი.

მერე ტრადიცია დავიწყებას მიეცა და თუ რამ შემოგვრჩა, ისიც თითო-ოროლა ენთუზიასტის წყალობით. ახლა კი შემიძლია ვთქვა, რომ ქართული წყალბურთი აღმავლობის გზაზეა.

დასტურად ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები გუნდების გამარჯვებებიც კმარა. როგორც იცით, ქვეყნის პირველმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორი რაუნდი მოიგო, ახალგაზრდებმა კი კონტინენტის პირველობის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს და წლეულს, სექტემბერში, მალტაზე მედლებისთვის იბრძოლებენ.

- ბატონო დავით, ზოგიერთი ქომაგი ეროვნული ნაკრების წარმატებებს ნატურალიზებულ წყალბურთელთა დამსახურებად მიიჩნევს...

- ვინც ოდნავ მაინც ერკვევა ჩვენი სპორტის სპეციფიკაში, ალბათ დამეთანხმება, რომ წყალბურთს მხოლოდ ოთხი კაცი არ თამაშობს.

ეს გუნდური სპორტია და მის თითოეულ წევრს თავისი ფუნქცია აკისრია. მაგალითად, მარკო ელეზი შესანიშნავი წყალბურთელია, მაგრამ იგი ერთდროულად მეკარე, მცველი და თავდამსხმელი ვერ იქნება.

გეთანხმებით, ელეზიც, მარკო ელაჩაც, დამირ ცრეპულიაცა და მარინო ფრანიჩევიჩიც გამოცდილი, შესანიშნავი წყალბურთელები არიან და ჩვენი ნაკრებისთვის უდიდეს ძალას წარმოადგენენ, მაგრამ ის გამარჯვებები, რომლებიც ბოლო დროს ჩვენმა გუნდმა მოიპოვა, მხოლოდ მათი დამსახურება არ არის. გვიხარია, რომ მათ გვერდით ქართველი წყალბურთელები ოსტატობას იმაღლებენ და საერთაშორისო სარბიელზე უკვე ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ.

ეს მათ ჯერ კიდევ თურქეთის საერთაშორისო ტურნირზე დაამტკიცეს, სადაც ევროპის 12 საუკეთესოში შემავალ რუმინეთსა და თურქეთს სძლიეს, აღარაფერს ვამბობ სლოვაკეთზე.

- მალტაზე ჩასვლამდე ჩვენმა ნაკრებმა ჩერნოგორიაში საწვრთნელი შეკრება გაიარა...

- დიახ, თუმცა ეს მხოლოდ შეკრება არ ყოფილა. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდისთვის ძალები რომ შეგვემოწმებინა, რამდენიმე ამხანაგური შეხვედრაც გავმართეთ. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ჩერნოგორიაში გამგზავრებამდე "ოლიმპიკის" აუზში "თბილისის თასი" მეოთხედ მოვიპოვეთ, უკრაინისა და ბელორუსის ნაკრებ გუნდებს მოვუგეთ, თანაც ნატურალიზებული წყალბურთელების გარეშე.

ჩერნოგორიაში საწვრთნელ შეკრებაზე იყვნენ ავსტრალიისა და ამერიკის საკლუბო და ეროვნული ნაკრები გუნდები, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან. პირველი ორი ამხანაგური საერთაშორისო მატჩი სწორედ მწვანე კონტინენტის უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ წარმომადგენელს მოვუგეთ.

ჰერცეგ ნოვიში ორი რვაწუთიანი პერიოდი ვეთამაშეთ სერბეთის პირველი ნაკრების მე-2 ექვსეულს. არ გვეგონა, თუ ამ მინი-შეხვედრაში ასეთ ძლიერ მეტოქეს ვაჯობებდით; ყველაზე მძიმე პაექრობა ლონდონის ოლიმპიადის მეექვსეადგილოსან ავსტრალიის ნაკრებთან გვქონდა.

ეს გუნდი ბარსელონაში მიემგზავრება მსოფლიოს ჩემპიონატზე. ცხადია, ჩვენზე ძლიერები და გამოცდილები არიან, 4 ბურთის სხვაობით დაგვამარცხეს. ჯავრი ამერიკის ხუთგზის ჩემპიონ გუნდსა და ჩერნოგორიის ახალგაზრდულ ნაკრებზე ვიყარეთ - ორივეს დიდი ანგარიშებით ვძლიეთ.

- ასე ვთქვათ, მალტაზე დიდი იმედებით ჩახვედით...

- დიახ. ტრაბახში ნუ ჩამოგვართმევთ და, ბოლოდროინდელმა წარმატებებმა ამბიციები გაგვიზარდა. მალტის ტურნირზე ფავორიტებად მივიჩნევდით თავს და აკი პირველი ადგილიც დავიკავეთ.

განსაკუთრებით, მასპინძლებთან გამარჯვებამ გაგვახარა. კუნძულელებთან 2009-10 წლებში ორი მატჩი გვქონდა წაგებული. ბიჭებს რევანში სწყუროდათ და მიზანსაც მიაღწიეს.

- პირველობაც თვითმიზანი იყო თქვენთვის?

- რატომაც არა. ყოველი გამარჯვება მოტივაციას ზრდის და ახალ-ახალი წარმატებისკენ გიბიძგებს. თბილისსა და მალტაზე პირველობისკენ იმიტომ ვისწრაფვოდით, რომ რაც შეიძლება მეტი ქულა დაგვეგროვებინა.

შესარჩევში მონაწილე 17 ნაკრებს შორის აუცილებლად პირველ სამეულში უნდა დავიმკვიდროთ ადგილი, რომ პლეი ოფში შედარებით სუსტ გუნდს შევხვდეთ და ფინალური ეტაპის საგზური მოვიპოვოთ.

- შესარჩევი ეტაპის მესამე რაუნდზე რას იტყვით?

- გათამაშების სისტემაში კიდევ რამე თუ არ შეცვალეს, სავარაუდოდ, ისეთ ხუთგუნდიან ჯგუფში უნდა მოვხვდეთ, სადაც ჩვენი დონის მეტოქეები გვეყოლება. დიდი სურვილი გვაქვს, ამ ეტაპსაც თბილისში ვუმასპინძლოთ. საწყლოსნო სახეობათა მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპული წყალბურთის მესვეურებს შევხვდებით და, შესაძლოა, ივლისის ბოლომდე ყველაფერი გაირკვეს.

- სამომავლო გეგმებიც გაგვაცანით...

- ეროვნული ნაკრების წევრები ახლა ცოტას დაისვენებენ და აგვისტოდან წვრთნას განაახლებენ. დაგეგმილი გვაქვს ჩერნოგორიისა და იტალიის ტურნირებში მონაწილეობა, მე-3 რაუნდის წინ ერთკვირიანი შეკრება სერბეთში.

რაც შეეხება 18-წლამდელთა ნაკრებს, ამას წინათ იტალიის დიდ ტურნირზე ორი შეხვედრა მოიგეს, ორშიც გამოცდილება არ ეყოთ და დამარცხდნენ. აგვისტოში სლოვაკეთის ტურნირზე მოსინჯავენ ძალებს, სექტემბერში კი მალტაზე ევროპის პირველობის ფინალში იასპარეზებენ.

- თქვენ მსოფლიოს ჩემპიონატი ახსენეთ...

- დიახ. საწყლოსნო სახეობათა ამ მნიშვნელოვან ფორუმს ბარსელონა მასპინძლობს. იქ ოთხი წარმომადგენელი გვეყოლება.

წყალხტომაში ჭოლა ჭანტურია გვეყოლება. წლეულს მან ევროპის ჩემპიონატში მე-7 ადგილი დაიკავა, ხოლო რუსეთისა და ესპანეთის გრანპრის გათამაშების ფინალისტია.

მწვრთნელ ირაკლი ბართაიასთან ერთად ჭოლა უკვე კატალონიის დედაქალაქში იმყოფება.

ბარსელონას ცისფერ ბილიკებზე მოსინჯავენ ძალებს მოცურავეები - ლონდონის ოლიმპიადის მონაწილე ირაკლი ბოლქვაძე, ასევე, დავით სიხარულიძე და თეონა ბოსტაშვილი. ასე რომ, ნელ-ნელა გავდივართ დიდ სარბიელზე, რაც მომავალი თაობებისთვის მაგალითი და სტიმული იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zurabi
ძალიან საინტერესო ინტერვიუა ბატონ დავითთან, ნამდვილად აღმავლობის გზაზეა ქართული წყალბურთი და სწორედ ამიტომ მიკვირს თქვენი გაზეთის და გვერდის. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დასრულდა და ერტი მცირე სტატიაც კი არ ყოფილა. არადა თქვენ თუ არ დაწერთ წყალბურთზე აბა ვინ დაწერს?
წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "კატანძაროს" ფრედ ეთამაშა
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
ჯესი ლინგარდი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბის, რომ ასეთ მატჩში თამაშის შანსი მომცა" - ალექსანდრე მერკვილაძე
"მინდა ფეხბურთელებმა თავდაჯერება დაიბრუნონ" - ლუის ენრიკე "ჰავრთან" მატჩის შემდეგ
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჰავრთან" მატჩში?
ზურიკოს "სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა და გალიდერდა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
[VIDEO] ჰოლანის არყოფნაში "სიტის" მხსნელად სემენიო მოევლინა - "ქალაქელებმა" "ლიდსი" დაამარცხეს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] იამალის ჰეთ-თრიკი - "ბარსელონამ" მიქაუტაძის "ვილიარეალს" დიდი ანგარიშით მოუგო
[VIDEO] გოლების წვიმა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა
დაბრუნება ოქროთი - წყალბურთის კლუბი "დინამო" საქართველოს ჩემპიონია!
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა სლოვენია გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები იტალიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ელაჩას 6 გოლი და წაგება საბერძნეთთან - საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში ითამაშებს
შესაძლოა, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა უნგრეთის ჩემპიონატში ითამაშოს
ᓡᓐᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓝᓡ ᓬᓧᓐᓚᓑᓣᓠᓗᓔᓚᓗᓐ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓘ ᓔᓕᓠᓝᓞᓘᓡ ᓩᓔᓛᓞᓘᓝᓜᓐᓢᓖᓔ ᓒᓐᓡᓐᓛᓒᓖᓐᓕᓠᓔᓑᓚᓐᓓ ᓔᓛᓖᓐᓓᓔᓑᓐ
საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრებს რევაზ ჩომახიძე გაწვრთნის
ᓬ
ინტერვიუ დავით რურუასთან: ჩვენი მიზანი ოლიმპიურ შესარჩევში მონაწილეობაა