გია ნაცვლიშვილი: ცირეკიძისგან დიდ შედეგებს ისევ ველოდებით!

მოგეხსენებათ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამის ფარგლებში სტიპენდიებით ეხმარება ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს. დახმარების მიზანია, ხელი შეუწყოს ოლიმპიადისთვის მზადების პროცესში ჩართულ ათლეტებს. სოკ-მა უკვე დაამტკიცა იმ დახმარების პარამეტრები, რომელსაც ქართველი ოლიმპიელები მიიღებენ. სტიპენდიები მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა, მაგრამ ის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს ყოველკვარტალურად ერიცხებათ. ამიტომ ჩვენები სამი თვისას ერთად მიიღებენ.

სოკ-ი სტიპენდიას 15 სპორტსმენზე გამოჰყოფს, თუმცა მათთან შეთანხმებით ჩვენები ამ თანხას სხვებსაც უნაწილებდნენ, მათ, ვისაც ოლიმპიადაზე მოხვედრის პერსპექტივას ჰქონდა. ამჯერადაც ასე იქნება - სოკ-ში 15-კაციანი სია დევს, მაგრამ სტიპენდია 30 ქართველზე გადანაწილდება. უკვე დამტკიცებულ 15-კაციან სიაში არიან ძიუდოისტები ვალერი ლიპარტელიანი, ირაკლი ცირეკიძე და ლევან წიკლაური, თავისუფალი სტილით მოჭიდავე რევაზ მინდორაშვილი, ოთარ თუშიშვილი და გიორგი გოგშელიძე, ბერძნულ-რომაულად მოჭიდავე მანუჩარ ცხადაია, მანუჩარ კვირკველია და რამაზ ნოზაძე, მოკრივეები კობა ფხაკაძე და კახაბერ ჟვანია, ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე, ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა, მშვილდოსანი ხათუნა ნარიმანიძე და წყალში მხტომელი ჭოლა ჭანტურია. რაც შეეხება დანარჩენ 15-ს, მათ შესახებ ზოგადი მონახაზი კი არსებობს, მაგრამ ჯერ ჭიდაობებსა და ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატების დამთავრებას ელიან. სავარაუდოდ, უმეტესობა ამ სახეობებიდან იქნება და ამიტომ აინტერესებთ მათი შედეგები.

აქვე განვმარტავთ, რომ ამ სტიპენდიებს არავითარი კავშირი არ აქვს იმ ხელფას-პრემიებთან, რასაც ეს სპორტსმენები საქართველოში იღებენ სპორტის სამინისტროს თუ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისგან. მათთვის ეს დამატებითი ანაზღაურებაა.

ძალიან გაგვიკვირდა ამ სიაში თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის რევაზ მინდორაშვილის გამოჩენა - მას პეკინის ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ არ უჭიდავია, თან არც ჯანმრთელობა უწყობდა ხელს, მაგრამ, როგორც გვითხრეს, დიდ სპორტს უბრუნდება და ლონდონის ოლიმპიადაზე მოსახვედრად იწყებს ბრძოლას.

ისიც უნდა ითქვას, რომ მსგავსი სიების შერჩევა არც ისე იოლი საქმეა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. წესისამებრ, ამ ჩამონათვალში ისინი შეჰყავთ, ვისაც ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი გააჩნია, მაგრამ სიაში შეყვანილთაგან თუ ვინმე ვერ მოიპოვებს ლიცენზიას, ეს აუცილებლად აისახება მომავალი ოლიმპიური ციკლის სტიპენდიებზე - შემცირდება. აღსანიშნავია, რომ წინა ოლიმპიურ ციკლში ჩვენგან ამდენს არ ჰქონდა სტიპენდია, ახლანდელი მატება კი იმან გამოიწვია, რომ მაშინდელებიდან არათუ ყველამ მოიპოვა საგზური, ჩვენი გუნდი პეკინშიც წარმატებით გამოვიდა. ისიც საყურადღებოა, რომ უკვე დამტკიცებული სტიპენდიანტის შეცვლა არ შეიძლება - ეს უკიდურეს შემთხვევაში თუ მოხდება. მაგალითად, რომელიმეს ტრავმის შემთხვევაში. ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე სთხოვა სტიპენდიანტებს, პასუხისმგებლობით მოეკიდნონ თავიანთ საქმეს, რათა მომავალში სხვებიც არ დააზარალონ.

ბუნებრივია, გაჩნდება კითხვა, რატომ 30 სპორტსმენი და არა მეტი. ეს სეოკ-ის გათვლას ემყარება - ისინი 30 ლიცენზიას ყველა ვარიანტში ელოდებიან, თუმცა არ გამორიცხავენ, ლონდონში ჩვენი ოლიმპიური დელეგაცია 35-40 ათლეტითაც იყოს წარმოდგენილი.

გუშინდელ პრესკონფერენციას სტიპენდიანტებიც ესწრებოდნენ, თუმცა ცირეკიძეს შეაგვიანდა. ნაცვლიშვილმა ივარაუდა, დილიდანვე საბინაო პრობლემების მოგვარებითაა დაკავებული და, ალბათ, ამიტომ იგვიანებსო. ირაკლის ლონდონის თამაშებისთვის უკეთ მოსამზადებლად ოლიმპიურმა კომიტეტმა ბინა დაუქირავა თბილისში - საამისო თანხა უკვე გამოიძებნა. ამაზე ლაპარაკი ადრეც იყო, სეოკ-მა თითქოს სეზონის დასაწყისშიც დაუქირავა ბინა, მაგრამ ცირეკიძის თბილისში გადმოყვანა დღემდე არ მოხერხდა, ახლა კი ეს პრობლემა, ვიმედოვნებთ, საბოლოოდ გადაიჭრა.

ცირეკიძის თემა პრესკონფერენციაზე ერთ-ერთ ძირითად საკითხად იქცა. ნაცვლიშვილმა, რომელიც არასოდეს აკრიტიკებს მედიას, მეტიც - მუდამ ჟურნალისტების დამცველად გვევლინება, ამჯერად გააკრიტიკა ზოგიერთ მედიასაშუალებაში გამოთქმული მოსაზრებები იმის შესახებ, თითქოს ცირეკიძემ ტოკიოში, მსოფლიოს პირველობაზე კუბელ ორეიდის დესპაინესთან შეგნებულად დააგვიანა საჭიდაოდ გასვლა და ამაში ფული აიღო. მისი თქმით, სპორტსმენს იქ ჭიდაობა ევალებოდა, რასაც აკეთებდა კიდეც და იგებდა, საჭიდაოდ მისი გაყვანა კი სხვებს ეხებოდათ. ნაცვლიშვილმა გადატანილი სტრესის გამო მხარდაჭერა გამოუცხადა სპორტსმენს და განაცხადა, მისგან კვლავაც ველოდებით დიდ შედეგებსო. მან ჭორები უწოდა იმ ხმებსაც, თითქოს ცირეკიძე თავს ანებებს ჭიდაობას.

პრესკონფერენციის მესამე თემა თბილისში სერბეთის ეოკ-ის პრეზიდენტ ვლადე დივაცის ჩამოსვლა იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

kopala
კი მაგრამ მოჭადრაკეთა ოლიმპიადის ბრინჯაოს ფასი არ აქვს ?ხალხს წინასწარ უნიშნავთ და აძლევთ და ამათ უკვე მოპოვებულზე არ ეკუთვნით?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე