მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ რაუნდში ქართველი დიდოსტატი კანადელ დინა კაგრამანოვს ხვდება
მოჭადრაკე ქალთა წლევანდელ მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ რაუნდში ქართველი დიდოსტატი ნანა ძაგნიძე (2551) კანადელ დინა კაგრამანოვს (2101) დაუპირისპირდება. გუშინ ნანას შევეხმიანე და თურქული ბატალიებისთვის მზადების შესახებ ვესაუბრე.

- მოჭადრაკეები ბადეში რეიტინგის მიხედვით რომ განაწილდებოდნენ, ეს კარგა ხნის წინათ იყო ცნობილი. ერთადერთი გამონაკლისი მსოფლიოს ჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკისთვის (რუსეთი) დაუშვეს - იგი გვირგვინის 64 მაძიებელს შორის პირველი იქნება, როგორც ტიტულის ამჟამინდელი მფლობელი. კანადელი კაგრამანოვის რეიტინგმა არ უნდა შეგვაცდინოს, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატს ყველა მოჭადრაკე დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება და შეჯიბრებაში მოუმზადებელი არავინ ჩაებმება. თანაც ამგვარ ასპარეზობას გამორჩეული ფსიქოლოგიური და ფიზიკური დატვირთვაც ახლავს. ფინალამდე თითოეულ რაუნდში ხომ მხოლოდ ორ-ორი კლასიკური პარტია გაიმართება, მცირეოდენი შეცდომაც კი, შესაძლოა, სავალალო გამოდგეს. კაგრამანოვს აქამდე არასდროს შევხვედრივარ, მაგრამ მის პარტიებს რომ ვეცნობი, ფრიად საინტერესო მოჭადრაკე ჩანს.

ერთი თვეა, პირად მწვრთნელ ზურაბ სტურუასთან ინტენსიურად ვემზადები. მსოფლიოს ჩემპიონატი წლის უმთავრეს შეჯიბრებად მიმაჩნია, თუმცა ნაკლებმნიშვნელოვანი არც გრანპრის ეტაპები და მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაა.

- ქართველ ქომაგებს არც ეეჭვებათ, რომ ნანა ძაგნიძე პირველ ეტაპს წარმატებით დაძლევს. მეორე რაუნდში უფრო ძლიერი მეტოქე გეყოლება, ალბათ, საფრანგეთში მცხოვრები ელმირა სკრიპჩენკო, რომელსაც საბჭოური საჭადრაკო სკოლა აქვს გავლილი. 2001 წლის ევროპის ჩემპიონს რუმინელი ქრისტინა-ადელა ფოიშორის ძლევა არ უნდა გაუჭირდეს...

- როგორც გითხარით, მსოფლიოს ჩემპიონატი ფსიქოლოგიურად ძალიან დაძაბული ასპარეზობაა, სადაც არაფერია გამორიცხული, ამიტომ, ნუ მიწყენთ და, პროგნოზებისგან თავს შევიკავებ.

- ფიდეს გრანპრის გათამაშება ახსენე. ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, თითქოს აქ გამარჯვებული უნდა შეხვედროდა მსოფლიოს ჩემპიონს.

- ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა, რადგან მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატისა და გრანპრის სერიების გამარჯვებულები, ასევე, ალექსანდრა კოსტენიუკი და ქალთა რეიტინგით უპირველესი გაისად პლანეტის უძლიერესი მოჭადრაკის გამოსავლენად კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ რა ფორმატით, ვერ გეტყვით.

- გრანპრის სერიაში ჯერჯერობით მეორე ადგილზე ხარ...

- დიახ, ჩინელი ჰოუ იფანის შემდეგ, მაგრამ ჩემმა კონკურენტმა შეჯიბრებაში მონაწილეობის ლიმიტი ამოწურა, მე კი ერთ ეტაპში კიდევ მაქვს სათამაშო. ამ ტურნირისთვის წლეულს ჩილეს უნდა ემასპინძლა, მაგრამ იქ მიწისძვრით გამოწვეული უბედურების გამო ასპარეზობა 2011 წლის თებერვლისთვის გადაიდო. მართალი გითხრათ, ახლა გრანპრიზე აღარც ვფიქრობ, რადგან ჩემი გულისყური მსოფლიოს ჩემპიონატისკენაა მიმართული.

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"