უტრეხტში ახალგაზრდების სპორტული დღესასწაულის საზეიმო დახურვისას ესტაფეტა თბილისის მერმა გიგი უგულავამ ჩაიბარა
ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი, რომლის ინიციატორი სოკ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჟაკ როგი გახლავთ, 22-წლიან ისტორიას ითვლის. საფუძველი მას 1991 წელს ბრიუსელში ჩაეყარა, მაგრამ მაშინ, პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ქართველ სპორტსმენებს არ უასპარეზიათ.

1993 წელს მე-2 ფესტივალი ჰოლანდიურ ვალკენსვაარდში გაიმართა. იქ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებს დებიუტი ჰქონდათ. ივერი ჯიქურაულმა (ძიუდო) ვერცხლის მედალი მოიპოვა. მისი თანაგუნდელი ლევან ციგრიაშვილი მესამე იყო.

მას შემდეგ 20 წელიწადი გავიდა და ქართველმა სპორტსმენებმა 10 ფესტივალზე 50 ჯილდო მოიხვეჭეს, მათ შორის - 43 ძიუდოისტებმა.

კიმონოიანებმა ტრადიციას არც წლეულს უღალატეს: ორი ათეული წლის შემდეგ ისევ ტიტების ქვეყანაში - ამჯერად ჰოლანდიაში სიდიდით მესამე ქალაქ უტრეხტში გამართულ ოლიმპიურ ფესტივალში ორი ოქროს, სამი ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ერეკლე არხოზაშვილი (55 კგ) და გიორგი კაციაშვილი (60) ავიდნენ. მხოლოდ ფინალური პაექრობები დათმეს და მეორე ადგილებს დასჯერდნენ თამაზ კირაკოზაშვილი (73), იესო კვირიკაშვილი (81) და გიორგი ძებისაშვილი (მძიმე წონა), ხოლო მარიამ ჯანაშვილმა (52) და სიმონ მამარდაშვილმა (66) მესამე ადგილები დაიკავეს.

საქართველოს სპორტულ დელეგაციას მე-8 სარეკორდო (აქამდე ჩვენს სპორტსმენებს ოლიმპიურ ფესტივალებში 8 მედალი არასდროს დაუმსახურებიათ) ჯილდო ჩოგბურთელებმა მოუტანეს. ანა ახალკაცმა და მარიამ ბოლქვაძემ წყვილებში ნახევარფინალური შეხვედრა ტურნირის რეიტინგფავორიტებთან - ვიქტორია კუზმოვასა და ტერეზა მიხალიკოვასთან (ორივე - სლოვაკეთი) დათმეს - 2:6, 3:6, სამაგიეროდ, მესამე ადგილისთვის პაექრობაში ჩვენმა დუეტმა დარია კრუჟკოვასა და ტატიანა ნიკოლაევას (ორივე - რუსეთი) ტანდემს აჯობა - 7:5, 3:6, 11:9.

ტიტების ქვეყანაში სულ 49 ქვეყნის გოგო-ბიჭებმა იასპარეზეს. მათგან მედლები 38 სახელმწიფოს წარმომადგენლებმა დაიმსახურეს. ქართველებმა 8 მედლით გუნდური მე-13 ადგილი დაიკავეს. პირველობა არავის დაუთმეს რუსებმა - მათ ანგარიშზეა 56 მედალი (30 ოქრო, 14 ვერცხლი, 12 ბრინჯაო), მეორე-მესამე ადგილებზე, შესაბამისად, ბრიტანელები (31=9+14+8) და ფრანგები (22=9+6+7) გავიდნენ. 11 ქვეყანა უმედლოდ დარჩა (იხ. ცხრილი).

უტრეხტში ახალგაზრდების სპორტული დღესასწაულის საზეიმო დახურვისას ესტაფეტა თბილისის მერმა გიგი უგულავამ ჩაიბარა - 2015 წელს მსგავსი (რიგით მე-13) შეჯიბრება საქართველოს დედაქალაქში გაიმართება.

ო ვ ბ სულ

1. რუსეთი 30 14 12 56

2. ბრიტანეთი 9 14 8 31

3. საფრანგეთი 9 6 7 22

4. უნგრეთი 8 3 3 14

5. იტალია 7 3 11 21

6. გერმანია 5 8 3 16

7. ჰოლანდია 4 7 9 20

8. თურქეთი 4 2 7 13

9. პოლონეთი 4 2 1 7

10. სლოვენია 4 0 8 12

11. ესპანეთი 3 4 11 18

12. რუმინეთი 2 7 7 16

13. საქართველო 2 3 3 8

14. ირლანდია 2 2 1 5

15. შვეიცარია 2 1 0 3

16. ისრაელი 2 0 2 4

17. აზერბაიჯანი 2 0 1 3

18. ბელგია 1 4 2 7

19. ფინეთი 1 3 2 6

20. ბელორუსი 1 2 4 7

21. ჩეხეთი 1 2 2 5

22. დანია 1 2 1 4

23. ჩერნოგორია 1 1 1 3

23. ნორვეგია 1 1 1 3

25. სერბეთი 1 1 0 2

25. სლოვაკეთი 1 1 0 2

27. ლიტვა 1 0 2 3

27. შვედეთი 1 0 2 3

29. კვიპროსი 1 0 0 1

30. უკრაინა 0 6 8 14

31. ხორვატია 0 3 3 6

32. ავსტრია 0 2 2 4

33. საბერძნეთი 0 2 1 3

34. ესტონეთი 0 2 0 2

35. ბოსნია 0 1 1 2

35. მოლდოვა 0 1 1 2

37. ბულგარეთი 0 1 0 1

38. ლატვია 0 0 1 1

39. ალბანეთი 0 0 0 0

39. ანდორა 0 0 0 0

39. სომხეთი 0 0 0 0

39. მაკედონია 0 0 0 0

39. ისლანდია 0 0 0 0

39. ლიხტენშტეინი 0 0 0 0

39. ლუქსემბურგი 0 0 0 0

39. მალტა 0 0 0 0

39. მონაკო 0 0 0 0

39. პორტუგალია 0 0 0 0

39. სან მარინო 0 0 0 0

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"