ბოლო წლებში ქართული საფეხბურთო რუკა გვარიანად შემცირდა და დუშეთი ერთ-ერთი იმ ქალაქთაგანია, სადაც გულშემატკივარმა საკუთარი გუნდი დაკარგა
წლების წინათ საქართველოს ჩემპიონატის ქვედა ლიგებში სისტემატურად ასპარეზობდა დუშეთის "არაგვი". ამ პატარა ქალაქში საფეხბურთო კერა ყოველთვის იყო და ადგილობრივ ნორჩ ფეხბურთელებს ზრდისთვის მოტივაცია ჰქონდათ - მათგან საუკეთესოებს დიდ ფეხბურთში გზის გაკვალვის შანსს "არაგვი" აძლევდა.

ბოლო სეზონებში კი დუშეთი გუნდის გარეშეა დარჩენილი. ამის მიუხედავად, არ წყდება ბავშვთა ჯგუფების ფუნქციონირება და პატარები "დუშეთის" სახელით საკმაო წარმატებით ასპარეზობენ ასაკობრივ შეჯიბრებებში.

"დუშეთს" ადგილობრივი სპეციალისტი შიოლა შიოლაშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც "არაგვის" აღსადგენად იბრძვის.

"არაერთი ნიჭიერი ბავშვი გვყავს, რომლებსაც ფეხბურთელად ჩამოყალიბების ყველა შანსი მოესპობათ, თუ "არაგვი" არ აღდგება. ამ ბიჭებს მოტივაცია სჭირდებათ.

თუ დუშეთში ფეხბურთი უახლოეს პერიოდში არ აღორძინდა, მთელი თაობა დაიკარგება, რაც ჩვენი ქალაქისთვის ნამდვილი უბედურება იქნება", - გვითხრა შიოლაშვილმა, რომლის ხელმძღვანელობითაც 2008-09 წლების სეზონში "არაგვმა" საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგაში პირველი ადგილი დაიკავა.

ამის შემდეგ კლუბში, რომელსაც პირველ ლიგაში უნდა ეთამაშა, საქმე ცუდად წავიდა. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ჯერ შიოლაშვილი მოხსნა, მალე კი თვით "არაგვმაც" შეწყვიტა არსებობა.

ამჟამად ბავშვთა საფეხბურთო სკოლა "დუშეთში" დაახლოებით 120 მოზარდი ვარჯიშობს. ისინი გადასახადისგან გათავისუფლებულნი არიან. მუნიციპალიტეტი "დუშეთს" ტურნირებში სამონაწილეო თანხასაც უხდის და მწვრთნელებსაც მცირე ხელფასით უზრუნველყოფს.

მოკრძალებული პირობების მიუხედავად, "დუშეთი" მიზანმიმართულად ვითარდება, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, "არაგვის" აღდგენის გარეშე მისი მომავალი ბუნდოვანი ხდება.

"დუშეთის" აღსაზრდელები ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე ვარჯიშობენ, რომლის ტრიბუნებიც ნორმალურ მდგომარეობაშია, მაგრამ მოედნის საფარის ხარისხი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. რა თქმა უნდა, სანამ "არაგვის" აღდგენაზე მიდგება საქმე, ჯერ მოედანს უნდა მიეხედოს.

ბოლო წლებში ქართული საფეხბურთო რუკა გვარიანად შემცირდა და დუშეთი ერთ-ერთი იმ ქალაქთაგანია, სადაც გულშემატკივარმა საკუთარი გუნდი დაკარგა.

იმედია, ისევე, როგორც სხვა რეგიონებში, საფეხბურთო კერა დუშეთშიც გაცოცხლდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Neo_999
ამ ბავშვებს საქართველოს ჩემპიონატი თავიანთ ასაკში რამდენჯერმე აქვთ მოგებული. წელსაც მოიგეს :)) იმ დინამოელებსაც მოუგეს, ვინც უმაღლეს ლიგას ითამაშებს მომავალში ასე რომ კლიჩკო, არავინ არსად არ იტენება :))
Neo_999
უბრალოდ გვარებია შემოკლებით... კლიჩკები არაა...
Giorgi
როცა რაღაც არ გესმით ჯობს უაზრო რეპლიკებს მოერიდოთ ხოლმე :) არ იმსახურებენ თურმე...
გიო
ტიპი პაპაშენს დაუძახე! ბავშვები არიან ვერ ხედავ?! ამ სტატიაში მეტი რეპლიკის გასაკეთებელი ვერ ნახე? კლიჩკო - შენ ვის და რის მიხიედვით უნაწილებ დამსახურებებს? რა არ იცით რატომ ტლიკინებთ არ მესმის რა!
eka mushtashvili
კლიჩკები რა უასჰია ბავსჰვებს გვარები აწერიატ სჰემოკლებიტ
klichko
კლიჩკებს არაუშავს, გენადი, ევროპაში ეგ მოსული პონტია. მარა სხვა რაღაცაშია საქმე. ეს საფეხბურთო რუკა შემცირდაო, პირველ ლიგაში ახლა რა ბარდაგიცაა ეგეთი არასდროს ყოფილა. აუცილებელია ყველა მაღალ ეშელონებში ეტენებოდეს? სხვა სიტყვას ვერ დაარქმევ, როცა არ იმსახურებ ისეთი ამბიციები გაქვს.
გენადი
ტიპებს მაისურზე კლიჩკები აწერიათ :)))
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
საქართველოს თასის ისტორიაში მეკარის საუკეთესო თამაში?! მარცხი, თუმცა უამრავი "სეივი" [VIDEO]
120-წუთიანი მატჩის შემდეგ ეროვნულ ლიგა 2-ს კიდევ ერთი ახალი წევრი ჰყავს
ეროვნულ ლიგა 3-ს ახალი წევრები ჰყავს
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა "არაგვი" დაამარცხა
თბილისის "ლოკომოტივმა" ბოლო ამხანაგური შეხვედრა გამართა
სატრანსფერო კარუსელები - რა შეიცვალა ეროვნულ ლიგა 2-ში?